ახალი შეკითხვები
-
შეკითხვა #2042 © ალექსანდრა ბრუტერი
ერთი შეხედვით სერიოზულ გამოცემაში, კომპანია „ტომას კუკის“ მიერ გამოცემულ ქალაქ მილანის გზამკვლევში ვკითხულობთ: „ლა-სკალას“ თეატრში შესაძლებელია მხატვრის, ბირნამ ვუდის დეკორაციების ესკიზების ხილვა. ყურადღება შეკითხვა: რომელი სპექტაკლისთვისაა განკუთვნილი ეს დეკორაციები იმავე გზამკვლევის თანახმად?
პასუხი: მაკბეტი კომენტარი: გზამკვლევში მთარგმნელებმა დაუშვეს შეცდომა და ბირნამის ტყე მხატვარ „ბირნამ ვუდ“-ად აქციეს. სინამდვილეში ბირნამის ტყის დეკორაციებზე იყო საუბარი. წყარო: Роджерс Б., Роджерс С. Милан и итальянские озера. - М. Thomas Cook Publishing. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2042პასუხი -
შეკითხვა #2058 © ვლადიმერ საიაპინი
ფიფას გადაწყვეტილებით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება აზიის ერთ ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით აღშფოთებულმა გერმანულმა გაზეთმა “Bild”-მა ეს ფაქტი მოიხსენია ნეოლოგიზმით, რომელიც ძველი ბერძნული წარმოშობის სიტყვაში ერთი ასოს ჩამატებით მიიღება. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: კატარსტროფა კომენტარი: კომენტარი: კატასტროფა + რ = კატარსტროფა. მსოფლიო ჩემპიონატი კატარში ტარდება. წყარო: www.bild.de/sport/fussball/fussball-international/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2058პასუხი -
შეკითხვა #2074 © იგორ პიატოვი და იური კოლპაკოვი
სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ორგკომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოლიმპიადის არაოფიციალური სიმბოლო, გომბეშო ზოიჩი საპროტესტო პერსონაჟია (Протестный персонаж). საკუთარი აზრის გასამყარებლად მან ისტორიული მაგალითების გახსენება სცადა და კიდევ ერთი საპროტესტო პერსონაჟი დაასახელა. ყურადღება შეკითხვა: რომელი პერსონაჟი გაიხსენა მან?
პასუხი: ბაბა-იაგა კომენტარი: ორგკომიტეტის თავმჯდომარის სიტყვების თანახმად ზოიჩი, ისევე როგორც ბაბა-იაგა 1980 წლის ოლიმპიადაზე, შეიქმნა ფართო მასებში პროტესტის გამოსახატავად და ამ გზით ყურადღების მისაპყრობად. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2074პასუხი -
შეკითხვა #2076 © იგორ პიატოვი და იური კოლპაკოვი
თქვენს წინაშეა ლუის კეროლის წიგნის გამოცემა ერთ-ერთ ენაზე. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის ამ წიგნში თანდართული ილუსტრაციების ავტორი?პასუხი: ტუვე იანსონი კომენტარი: ეს არის თარგმანი ფინურ ენაზე. ტუვე იანსონი არამხოლოდ საკუთარ წიგნებს ასურათებდა, არამედ კეროლის, ტოლკიენის და ა.შ. ნაწარმოებებსაც. წყარო: fi.wikipedia.org/wiki/Liisan_seikkailut_ihmemaassa პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2076პასუხი -
შეკითხვა #2037 © მაქსიმ მერზლიაკოვი
ჯაზმენის კლიფორდ ბრაუნის მუსიკალურ შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია მამამისმა, რომელიც მოყვარული მუსიკოსი გახლდათ, თუმცა ვირტუოზულად უკრავდა ვიოლინოზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ კლიფორდ ბრაუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი მხოლოდ ზედსართავი სახელით განსხვავდება XIX საუკუნის ცნობილი ნაწარმოების სათაურისგან. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება კლიფორდ ბრაუნის ალბომს?
პასუხი: ეტიუდი ყავისფერ ტონებში კომენტარი: ჩათვლა: „ყავისფერი კვალი“. ზოგიერთ ქართულ თარგმანში მოთხრობას ეწოდება „ალისფერი კვალი“.
მამამისი წაუშერლოკჰოლმსებდა, თან ვიოლინოზეც უკრავდა. შესაბამისად შვილმა ალბომს „შერლოკჰოლმსური“ სათაური უწოდა. კონან-დოილის ნაწარმოებს ჰქვია „ეტიუდი ალისფერ ტონებში“ / „ალისფერი კვალი“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2037პასუხი -
შეკითხვა #2015 © ვახო ელერდაშვილი
გერმანიის ქალაქ ბუტენჰაიმში მდებარეობს სახლ-მუზეუმი, რომლის ფასადი ცისფრადაა შეღებილი. ყურადღება შეკითხვა: ვისი სახლ-მუზეუმია ეს?
პასუხი: ლევი სტროსის კომენტარი: ლევი სტროსი გადასახლდა ამერიკაში და სახელი ჯინსების წარმოებით გაითქვა. მისი სახლ-მუზეუმის ფასადი ბავარიაში, ქალაქ ბუტენჰაიმში ჯინსისფრადაა შეღებილი. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Buttenheim პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2015პასუხი -
შეკითხვა #2096 © ალექსანდრ როჟდესტვინი
ჟურნალისტები წერენ, რომ იტალიელი ფეხბურთელი მარკო მატერაცი სირთულის მოყვარულია. ასე მაგალითად, მან გაიკეთა ტატუ, რომელზეც მისი დაბადების თარიღია ამოტვიფრული. ყურადღება შეკითხვა: რაში გამოიხატება სირთულე მარკო მატერაცის ტატუზე?
პასუხი: ტატუზე თარიღი წერია რომაული ციფრებით კომენტარი: ესაბამისად ტატუზე გამოსახული თარიღის წაკითხვა შედარებით რთულია. წყარო: dmitrypastushok.livejournal.com/29606.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2096პასუხი -
შეკითხვა #2018 © ოლეგ ფეია
მას შემდეგ, რაც ბოროუდეილის გრაფიტის საბადო აღმოაჩინეს მთავრობამ მკაცრი კონტროლი დააწესა გრაფიტის მოპოვებაზე და გავრცელებაზე. ამის გამო ინგლისში გრაფიტის შოვნა ლეგალური გზებით თითქმის შეუძლებელი გახდა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორსიტყვიანი სიტყვათშეთანხმება წარმოშვა ამ ფაქტმა ერთი ვერსიის თანახმად?
პასუხი: შავი ბაზარი კომენტარი: ადგილს სადაც ყიდდნენ გრაფიტს უწოდებდნენ „შავი ბაზარს“, გრაფიტის ფერის გამო. წყარო: лекция «Физика двумерных систем» на Физтехе. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2018პასუხი -
შეკითხვა #2089 © ედუარდ გოლუბი
მიმდინარე წელს ბუტანის საკანონმდებლო ორგანომ მკაცრი დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც ქუჩებში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა და მოწევა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. სტატიაში, რომელიც ამ ფაქტს მიეძღვნა, ზემოხსენებულ დადგენილებას უწოდეს იქსი, რაც ბუტანის შემთხვევაში ლოგიკურია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: დრაკონული კანონი კომენტარი: დრაკონი ბუტანის ეროვნული სიმბოლოა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2089პასუხი -
შეკითხვა #2081 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ „ფინიქსის“ კალათბურთელების უხეირო თამაშზე საუბრისას ერთმა კომენტატორმა შენიშნა, რომ ამ თამაშში მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: მზის ლაქები კომენტარი: როგორც ცნობილია ფინიქსის საკალათბურთო გუნდს ჰქვია „Phoenix Suns“. წყარო: www.sports.ru/basketball/70929210.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2081პასუხი