შემთხვევითი შეკითხვა:

სიყვითლე, ნდობა, პლასტიკა. ამ სამი სიტყვიდან ერთ-ერთი გადათარგმნეთ ლათინურად, აწარმოეთ მიღებული არსებითი სახელებისგან ზედსართავი სახელები და დაასახელეთ... განვაგრძოთ→

ჰენრიკ იბსენი:

ქალი სამყაროს უძლიერესი არსებაა და მასზეა დამოკიდებული, რომ იქით წარმართოს მამაკაცის ცხოვრება, საითაც მისი წაყვანა უნდა ღმერთს.

შეკითხვების არქივი

არქივშია
  1. 0
  2. 8
  3. 6
  4. 3
შეკითხვა

აქ წარმოდგენილია ბაზაში არსებული ყველა შეკითხვა, დალაგებული საიტზე განთავსების თარიღის მიხედვით. ისინი ჩამოთვლილია უკუმიმართულებით, ასერომ ბაზის შევსებისას კითხვები თავის ადგილს არქივის გვერდზე სამუდამოდ ვერ შეინარჩუნებენ. მარტივად რომ ვთქვათ, კითხვები არქივის გვერდებზე მოძრავია, ანუ, მაგალითად 53-ე კითხვა შეიძლება დღეს იყოს არქივის მე-5 გვერდზე, მომავალში კი მე-6-ზე გადაინაცვლოს.

თუმცა, ყოველ შეკითხვას გააჩნია თავისი გვერდი, რომლის ბმულის ნახვაც შეიძლება მისი უნიკალური ნომრის გასწვრივ. ამ გვერდზე მოცემულია ის სხვა ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულ შეკითხვაზე მონაცემთა ბაზაში მოიპოვება. მთავარი კი ის არის, რომ ეს ბმული მუდმივია და მისი ჩანიშვნა ამ შეკითხვის მომავალში მოსაძებნად თამამადაა შესაძლებელი.

1-ლი გვერდი

შეკითხვა 874:
შეკითხვის გვერდი →

ბრაუზერში ერთ-ერთი საიტის მისამართის აკრეფისას მოვხვდი სულ სხვა რუსულ საიტზე. გადავედი მის მთავარ გვერდზე და როგორც გავარკვიე ეს საიტი შეიქმნა იმისთვის, რომ მოხვდეთ სასურველ საიტებზე მათი მისამართის ხელმეორედ აკრეფის გარეშე. რომ არა ეს საიტი, რა მოქმედება უნდა ჩაატაროს მომხმარებელმა მანამდე, სანამ ხელმეორედ აკრეფს სასურველი საიტის მისამართს?

პასუხი >
შეკითხვა 873:
შეკითხვის გვერდი →

ჰავაელების ენაში სულ 6 თანხმოვანია: ხ, კ, ლ, მ, ნ, პ გარდა ამისა ინგლისური დუბლვეს ნაირი ბგერა და ხმოვნები. ევროპული სიტყვების სესხებისას მათი წარმოთქმა იცვლება. რომელი ინგლისური გავრცელებული სიტყვათშეთნხმება ჟღერს ჰავაელების ენაზე როგორც Mele kalikimaka!?

პასუხი >
შეკითხვა 872:
შეკითხვის გვერდი →

ცინცინატელი ფრედრიკ ბაური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად მისი ფერფლის ნაწილი ცილინდრულ კონტეინერში მოთვსებული დამახეს. ბაური Procter & Gamble-ში მუშაობდა და კვლევებითა და ხარისხის კონტროლით იყო დაკავებული. 1970 წელს მან მიიღო პატენტი მისი კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტის შეფუთვაზე. 80-იან წლებში იგი პენსიაზე გავიდა, ხოლო ანდერძით ამ გამოგონებაში დასაფლავება დაიბარა. რა ბრენდი იყიდება ბაურის გამოგონებაში შეფუთული?

პასუხი >
შეკითხვა 871:
შეკითხვის გვერდი →

ლენინის პირველი გამოსახულებები საბჭოთა ბანკნოტებზე 1937 წელს გამოჩნდა. მისი გვარი/ფსევდონიმი „ლენინი“ კი 1918 წელს გამოშვებულ 250 და 500 რუბლიანებზე 2 ადგილას. ერთგან „ლენინი“ ეწერა ჩარჩოში ჩასმული ტექსტის სახით, მეორეგან კი გამოყოფილი იყო მსხვილი და დიდი ასოებით უფრო ვცელ ტექსტში. დაწერეთ ეს ტექსტი სრულად.

პასუხი >
შეკითხვა 870:
შეკითხვის გვერდი →

ერთი ვერსიით, სამეფო ოჯახის პატივსაცემად, 1907 წელს შეთანხმებულთან შედარებით, იგი დაახლოებით 2 400 იარდით დააგრძელეს. ამის შემდეგ სამეფო ოჯახის წევრებს საშუალება მიეცათ უინძორის სასხლის ფანჯრებიდან ედევნებინათ მისთვის თვალი. რამდენ მეტრს შეადგენს მისი სიგრძე 1924 წლიდან?

პასუხი >
შეკითხვა 869:
შეკითხვის გვერდი →

1984 წლის 24 იანვარს, 22 წლის ბავარიელმა კლაუს ფრიდრიხმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი, რომლის ხანგრძლივობაც იყო 12 წუთი და 57,3 წამი, მაგრამ ხანგრძლივობა არ წარმოადგენს რეკორდს. რეკორდისთვის მზადება გრძელდებოდა 31 დღე (დღეში 10 საათი) მაგრამ არც ეს დღეების რაოდენობა წარმოადგენს რეკორდს. რეკორდი ასახულია რიცხვებში 320 236-დან 281 581. რას აკეთებდა 31 დღის განმავლობაში კლაუს ფრიდრიხი?

პასუხი >
შეკითხვა 868:
შეკითხვის გვერდი →

სუმოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად ითვლება ტატიაი. ამ ელემენტში გამარჯვება, დაახლოებით 80% შემთხვევებში შერკინებაში ამარჯვებინებს რიკიშის, ამიტომაც ამ ელემენტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გიოძის მხრიდან და დამნაშავეები მკაცრად, მათ შორის ფინანსურადაც ისჯებიან. შეძლებისდაგვარად ზუსტად თარგმნეთ ტატიაი.

პასუხი >
შეკითხვა 867:
შეკითხვის გვერდი →

Hotmail-ის დამაარსებელს ჯეკ სმიტს მსფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონული ფოსტის წვდომის იდეა მოუვიდა. როდესაც საბირ ბჰატია ამგვარი სერვისის ბიზნეს-გეგმით ხელში გამოჩნდა, მან გადაარჩია სიტყვები, რომლებიც „mail-ზე“ მთავრდებოდა და არჩევანი Hotmail-ზე შეაჩერა. მიზეზი მეტად მარტივია და იგი ერთ-ერთ ენასთანაა კავშირში.დაასახელეთ ეს ენა.

პასუხი >
შეკითხვა 866:
შეკითხვის გვერდი →

კარგ რესტორნებში, როდესაც სომელიე კლიენტს ღვინოს მოართმევს, პირველ რიგში საცობს აწვდის მას. კლიენტმა საცობი უნდა კარგად დაათვალიეროს და დაყნოსოს. დაყნოსვის მიზეზი და მიზანი ასე თუ ისე გასაგებია, აი საცობის დათვალიერება კი ძველი ტრადიციაა. იგივე ინფორმაციის მისაღებად რისი დათვალიერებით შეიძლება შემოიფარგლოს დღევანდელი კლიენტი?

პასუხი >
შეკითხვა 865:
შეკითხვის გვერდი →

ერთ-ერთ საიტზე, ყველაზე უცნაურ პროფესიათა შორის მეოთხე ადგილზე გავიდა ახალი პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად იაპონიაშია გავრცელებული. უთანამედროვესი ტექნოლოგიების ქვეყანაში კვლავ გაიზარდა მოთხოვნა მწერლებზე. ვენდოთ იაპონიის კავშირგაბმულობის სამინისტროს სტატისტიკას და დავუშვათ, რომ ყველა იაპონელი ვისაც ამის საშუალება აქვს მხოლოდ ერთი „რაითერის“ „შედევრს“ გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ამ „რაითერს“ თეორიულად შეუძლია ერთ „შედევრში“ დღეში ოცმილიონიანი ჰონორარი მიიღოს, იმ შემთხვევაში, თუკი მის ერთ გამოყენებაში ერთ ცენტს აიღებს. რას ქმნიან კითხვაში მოხსენიებული მწერლები/“რაითერები“?

პასუხი >