შემთხვევითი შეკითხვა:

თავდაპირველად ეს ლათინური სიტყვა შუა საუკუნეებში ასტროლოგებმა გამოიყენეს. მათ პროფესიულ ლექსიკაში ის აღნიშნავდა ზებუნებრივ აირისებურ უხილავ მასას, რომელსაც... განვაგრძოთ→

გ. მილნიკი:

ლამაზმანი მიიღება მაშინ, როცა ფეხები სახეს უხდება.

შეკითხვების არქივი

მე-10 გვერდი

შეკითხვა 784:
შეკითხვის გვერდი →

ბრიტანული ჯავშნიანი ხომალდები „ტრიუმფი“ და „სვიფტშური“ თავდაპირველად აიგო სახელმწუფო ჩილის შეკვეთის თანახმად. შემდგომში ჩილიმ უარი თქვა გემების ყიდვაზე და ისინი შეისყიდა ბრიტანულმა ფლოტმა. ინგლისელ მეზღვაურთა შორის ეს ორი გემი ცნობილი იყო მეტსახელებით „ვაკანტე“ და „ოკკუპანდო“. კითხვა: მითხარით, გემის რომელ სათავსოზე ხედავდნენ ინგლისელი მეზღავურები წარწერილ ამ სიტყვებს?

პასუხი >
შეკითხვა 783:
შეკითხვის გვერდი →

ფეხბურთის ზოგიერთი ბრაზილიელი ისტორიკოსი წერს, რომ ადემარი იმდენად ძლიერი თავდამსხმელი იყო, რომ მისი მეურვეობისათვის ერთი მცველი არ კმაროდა. სწორედ ამიტომ მოიგონეს ცნობილი სისტემა. დაწერეთ ეს სისტემა 5 სიმბოლოს მეშვეობოთ!

პასუხი >
შეკითხვა 782:
შეკითხვის გვერდი →

ამერიკელმა მეცნიერმა სარა ბროსნანმა გამოაქვეყნა ნაშრომი ადამიანის მსგავსი მაიმუნების შესახებ, რომელშიც „პრიმატების სოციალური ქცევის პირველ მკვლევარად“ მოიხსენიებს არა ბრიტანელ მეცნიერ ცუკერმანს ან ამერიკელ ფსიქოლოგ მასლოუს, არამედ მე–15 საუკუნეში დაბადებულ იტალიელს. დაასახელეთ მისი გვარი!

პასუხი >
შეკითხვა 781:
შეკითხვის გვერდი →

ამის შემსწავლელი ნაციონალური ცენტრი განლაგებულია ფლორიდაში. ახლახანს გამოცხადდა, რომ ამ ნაციონალურმა ცენტრა უკვე მოამზადა 11 სახელი, რითიც გრძელდება ჯერ კიდევ ესპანელების მიერ მე–16 საუკუნეში დანერგილი ტრადიცია. ოღონდ ესპანელები იყენებდნენ წმინდანების სახელებს, ამჟამად კი ჩვეულებრივი სახელები გამოიყენება. რას აძლევენ ამ სახელებს?

პასუხი >
შეკითხვა 780:
შეკითხვის გვერდი →

თუ დროის დათქმულ მონაკვეთში მიზანი მიღწეული არ იქნა, ქილერი იღებს გაფრთხილებას, კიდევ 2 წუთის შემდეგ — მეორე გაფრთხილებას, ხოლო თუ კიდევ 3 წუთის განმავლობაში მიზანი მიღწეული არ იქნა, საქვეყნოდ შერცხვენილ ქილერს უსტვენენ და აძევებენ. ახლა კი მითხარით რა წარმოადგენს ქილერის მიზანს?

პასუხი >
შეკითხვა 779:
შეკითხვის გვერდი →

2008 წლის გაზაფხულზე პარიზში გაიმართა უკვე მე–4 კინოფესტივალი, რომელზეც ნაჩვენები იქნა 100–მდე მოკლემეტრაჟიანი და 3 სრულმეტრაჟიანი ფილმი. ზოგიერთი მათგანი იყო პროფესიონალი რეჟისორების მიერ გადარებული, მაგრამ უმრაველესობის ავტორი დილეტანტები იყვნენ. ექსპერტებმა ეს ფილმები იმპრესიონისტებს შეადარეს. როგორ არის ყველა ეს ფილმი გადაღებული?

პასუხი >
შეკითხვა 778:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც ავსტრალიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ დაქირავებული პოლინეზიელი მუშები, მათ თან ჩამოიტანეს რამდენიმე ლურსმანი. შემდგომ, მათ ამ ლურსმნებს უქნეს იგივე, რაც საბჭოთა მწერლის მიერ შექმნილმა ერთმა ზღაპრულმა პერსონაჟმა უქნა რამდენიმე ლითონის ნივთს. დაასახელეთ ეს ზღაპრული პერსონაჟი!

პასუხი >
შეკითხვა 777:
შეკითხვის გვერდი →

ახალი ბელგიური სამეცნიერო სადგური, რომელიც გლობალურ დათბობას დააკვირდება — იმუშავებს ენერგიის ბუნებრივ წყაროებზე. ამით მოხდება შემოსაზიდი საწვავის დაზოგვა. აქ ყოველთვის ქრის ქარი, სარეზერვო წყაროს ფუნქციას კი შეასრულებელ მზის ბატარეები, მითუმეტეს, რომ სადგური მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლამდე იმუშავებს. სადგურზე ეს საყოფაცხოვრებო საგანიც კი ექნებათ, რომელიც ძალზე ცოტა ელექტროენერგიას მოიხმარს. ასე რომ მეცნიერებს არ მოუწვეთ გარეთ გასვლა. დაასახელეთ ეს საგანი!

პასუხი >
შეკითხვა 776:
შეკითხვის გვერდი →

თენგიზ კვირკველიას წიგნის „ძველთბილისური დასახელებანი“ თანახმად, მდინარე მტკვრის ახლოს განლაგებული, თავის დროზე გაუვალი ჭაობებით დაფარული ეს ტერიტორია შიშს გვრიდა ადამიანებს. ხალხში გავრცელებული იყო რწმენა, რომ ამ მიდამოებში ბოროტი სულები ბინადრობდნენ. ეს ტერიტორია თბილისს ოფიციალურად 1962 წელს შეუერთდა. დაასახელეთ ეს უბანი!

პასუხი >
შეკითხვა 775:
შეკითხვის გვერდი →

კუნძულ ჰაიტიზე სარწმუნოებები იმდენად შეერია ერთმანეთს, რომ ადგილობრივი ღვთაებების სახელებმა დაიკავეს ქრისტიანი წმინდანების ადგილი. ასე, მაგალითად პაპა ლეგბამ ჩაანაცვლა წმინდა პეტრე, ღვთისმშობლის ნაცლად ფიგურირებს სიყვარულის ქალღმერთი ერზილი დანტორი. რომელი კათოლიკური წმინდანი ჩაანაცვლა დამბალამ — აფრიკელი გველების მბრძანებელმა?

პასუხი >