შემთხვევითი შეკითხვა:

60-იანი წლების ბოლოს როკ-ჯგუფ ”როკეტზ”-ის კარიერაში მოხდა საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა. ამ მოვლენის შემდეგ, ჯგუფის სოლისტმა თქვა:... განვაგრძოთ→

ჟ. რენარი:

მწერლობა მეტყველების შესანიშნავი სახესხვაობაა — შენ ლაპარაკობ და სიტყვაში არავინ გეჩრება.

შეკითხვების არქივი

მე-11 გვერდი

შეკითხვა 774:
შეკითხვის გვერდი →

თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ევროპაში ეს ნივთიერება იყო მხიარული დროსტარების ლეგალური წყარო, ისეთი როგორიც ახლა მარიხუანაა ჰოლანდიაში. და მხოლოდ 1846 წელს მიხვდნენ, რომ ამან შეიძლება ტკივილი გადაატანინოს ათიათასობის ადმიანს. აღწერეთ ეს ნივთიერება სამი სიმბოლოს მეშვეობით!

პასუხი >
შეკითხვა 773:
შეკითხვის გვერდი →

თავის სტატიაში ბოლო წლების სამომხმარებლო ბუმის შესახებ, დიმიტრი ხარიტონოვი გერმანიას უწოდებს „გატეხილი X–ების ქვეყანა”. მითხარით რა არის X, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ჩემ შვილებს — გიორგის და ელენეს — ცალცალკე აქვთ თითო X და თანაც ჯერ–ჯერობით მთელი!

პასუხი >
შეკითხვა 772:
შეკითხვის გვერდი →

1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს პიროვნება, მიუხედავად სოლიდური ასაკისა და სიმდიდრისა, მაინც საკუთარი ხელით უცვლიდა წვეტებს (შიპებს) გფრ–ის ფეხბურთელებს. დაასახელეთ ეს პიროვნება!

პასუხი >
შეკითხვა 771:
შეკითხვის გვერდი →

ციტატა ერთ–ერთ რუსულ ვებ–საიტზე განთავსებული მასალიდან: “11 აპრილი, 2008წ. …მას ასეთი ბედი აქვს: იგი ძალზე უყვართ პრეზიდენტებს. ეტყობა მისი გულის ამაჩუყებელი სტილი ალბობს პოლიტიკისაგან გაუხეშებულ რკინის მამაკაცებს. მისი გამოსვლების დროს ცრემლს ვერ იკავებდა ნურსულთან ნაზარბაევი, ის ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო თურქმენბაშისთან და განსვენებული ლიდერის ხაზს ახლა აგრძელებს პრეზიდენტი ბერდიმუხამედოვი. მისი ფან–კლუბის ერთ–ერთი გამორჩეული წევრია სერგეი მირონოვი. მაგრამ ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ იგი ახერხებს გაიაროს წვრილ ხაზზე, ორ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის და იმეგობროს ორივე პრეზიდენტთან”. მე არ გეკითხებით რომელ 2 სახელმწიფოზეა საუბარი, მითხარით ვისზე წერდა ასე რუსული ვებ–საიტი!

პასუხი >
შეკითხვა 770:
შეკითხვის გვერდი →

ვალტერ სკოტს ეკუთვნის ასეთი განმარტება: “ეს ჰგავს შაქარს, მოურეველი რომ დარჩა ჭიქის ფსკერზე”. დაწერეთ ეს ორი ინგლისური სიტყვა!

პასუხი >
შეკითხვა 769:
შეკითხვის გვერდი →

1812 წლის ომის დროს ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა. მაგალითად, ბრიტანეთის არმიამ მარცხი განიცადა ტემზაზე გამართულ ბრძოლაში. მითხარით, ვინ იყო მათი მოწინააღმდეგე?

პასუხი >
შეკითხვა 768:
შეკითხვის გვერდი →

ამბობებენ, რომ ერთხელ მან უთხრა ბხაკტივედანტა სვამი პრაბხუპადას: „გურუ, მომეცი შენი კურთხევა!“. გურუმ უპასუხა: „შენ ეს არ გჭირდება, შენ ხომ ისედაც კრიშნას ვაჟი ხარ!“. დაასახელეთ ეს პიროვნება!

პასუხი >
შეკითხვა 767:
შეკითხვის გვერდი →

მადაგასკარს უკავია მეორე ადგილი მსოფლიოში მის ტერიტორიაზე ბინადარი პრიმატების მრავალფეროვნების მიხედვით. რომელ ქვეყანას უკავია პირველი ადგილი?

პასუხი >
შეკითხვა 766:
შეკითხვის გვერდი →

ერთხელ სენატორმა ჯონ გლენმა თქვა: „მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩვენ თავიდან ვიცილებდით ამ დღეს. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს დღე არასოდეს დადგება. ჩვენ ვფიქრობდით ამაზე და ჩვენ ვლაპარაკობდით ამაზე… და აი, ეს დღეც დადგა!“. რომელ წელს იქნა წარმოთქმული ეს სიტყვები?

პასუხი >
შეკითხვა 765:
შეკითხვის გვერდი →

1987 წელს ჩერნობილის რეაქტორიდან 4 კილომეტრში იპოვეს ცოცხალი ხარი და სამი ძროხა. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, თუ როგორ მოქმედებს რადიაცია საქონლის გენომზე და ბევრი საინტერესო დასკვნა გამოიტანეს. მაგრამ ყველაზე საინტერესოა სახელები, რომლებიც მისცეს ამ წყვილჩლიქიანებს: ხარს დაარქვეს ურანი. რა დაარქვეს 3 ძროხას?

პასუხი >