მე-12 გვერდი



ფილმში „ფელინის კაზანოვა“ მთავარი გმირი მიემგზავრება ერთ იტალიურ ქალაქში და აღნიშნავს, რომ თუ ადამიანმა გადაწყვიტა ამ ქალაქის მონახულება, უნდა მზად იყოს შეხვდეს 3 ღვთაებას: პირველს ეწოდება სალიამი, მეორეს — ლორი (შაშხი, ვეტჩინა). მიხვდით რომელ ქალაქზეა საუბარი და დაასახელეთ მესამე ღვთაების სახელი!



ცოცხალ ბუნებაში ამის უნარი არ გააჩნიათ მცენარეებს, სამაგიეროდ გააჩნიათ ბაქტერიებს, სოკოებს და ცხოველებს. თანაც ხმელეთისას ნაკლებად, უფრო მეტად ზღვისას. კითხვა: დაასახელეთ მწერალი, რომელმაც დაწერა ამ სახელწოდების რომანი 1977 წელს!



ტედ შულცი და შონ ბრედი მიიჩნევენ, რომ „სოფლის მეურნეობას“ ისინი ეწევიან უკვე 50 მილიონ წელზე მეტი ხანია, ხოლო ანტიბიოტიკების მიღება და მიხმარება მათ ისწავლეს ადამიანამდე მილიონი წლის წინ. დაასახელეთ ფრანგი, რომელმაც მიუძღვნა მათ ტრილოგია!



ნიკოლაი რერიხი ყვებოდა, რომ ერთხელ შეესწრო მიწისძვრას, რომელის დროსაც საკუთარი სახლიდან შეშინებული გამოვარდა მფლობელი და დაიძახა: “ესეც შენი გადასატანი ყუთი!”. რა ორი სიტყვა შევცვალე მე სიტყვებით “გადასატანი ყუთი”?



1841 წლის 3 იანვარს ხომალდმა “აქუნშეთ” დატოვა ნიუ–ბედფორდის ნავსადგური და გაემგზავრა მოგზაურობაში შემდეგ მარშრუტზე: აზორის კუნძულები, ჰორნის კონცხი, პერუ, ეკვადორი, გალაპაგოსის კუნძულები, სენდვიცის კუნძულები, მარკიზის კუნძულები. გემმა ბევრი იხეტიალა წყნარი ოკეანის უკიდეგანი სივრცეში, თქვენ კი უნდა დამისახელოთ ამ ხომალდის ყველაზე ცნობილი მატროსის (მეზღვაურის) გვარი!



1945 წლის 9 მაისს მრავალთვიანი ალყის შემდეგ გენერალ დე გოლის ჯარმა შტურმით აიღო ქალაქი, რომელიც წარმოადგენდა გერმანელების უკანასკნელ საყრდენ პუნქტს ფრანგულ მიწაზე. ამით ფაქტიურად რუკიდან იქნა წაშლილი 1940 წლის სამარცხვინო მარცხის სიმწარე. საინტერესოა, მაგრამ 1570 წელს განცდილი მარცხის სიმწარე აგრეთვე წაშლილი იყო რუკიდან ამავე ქალაქის აღებით. რა ეწოდება ამ ქალაქს?



2001 წლამდე ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი იყო ვინიპეგი. 2001 წლის 18 მარტიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი გახდა პარიზი, მაგრამ სულ რამდენიმე თვით, 16 ივნისს კი ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი გახდა ბერლინი, და რჩება ასეთად დღემდე. დაწერეთ 3 ასოსაგან შემდგარი სიტყვა (გნებავთ ქართულად, გნებავთ სხვა ენაზე), რომელიც არის საკვანძო ამ კითხვის პასუხში!



1994 წელს გადაღებული ეს ფრანგული ფილმი აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ეკრანებზე გადიოდა სახელწოდებით „პროფესიონალი“. ვინ ასრულებდა მასში მთავარ როლს?



4 წლის განმავლობაში მას ბევრი რამ გადახდა თავს: როგორც გვარდიელი იგი ბეწვზე გადაურჩა დახვრეტას იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. შემდეგ გაუკეთეს უმძიმესი ოპერაცია, რომლის პროგნოზიც ვერ იყო დამაიმედებელი, მაგრამ მან საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ფეხსაცმლის ტარებაც ისწავლა. რა გვარი იყო ეს გვარდიელი?



ყურადღება, ციტატაში შეცვლილია ორი სიტყვა. ქეთრინ უაითჰორნმა თქვა: “იყო ეფექტური ეკონომისტი, ძნელი არ არის, რადგან ამ მიმართულებით კონკურენცია საერთოდ არ არსებობს”. კითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი სიტყვებით “ეფექტური ეკონომისტი”!







