შემთხვევითი შეკითხვა:

6 წლის წინ, 9 მაისის წინა დღეებში რუსეთის ცენტრალური გაზეთის ჟურნალისტმა მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის პირველკლასელებს დაუსვა კითხვა: "რა... განვაგრძოთ→

უცნობი ავტორი:

სიძე არის ადამიანი, რომელიც ქორწინებამდე ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ამდენი ნაკლი ჰქონდა.

შეკითხვების არქივი

მე-13 გვერდი

შეკითხვა 754:
შეკითხვის გვერდი →

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო 13 საუკუნის განმავლობაში „მათი“ რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა. თუ მე–10 საუკუნემდე მათი რიცხვი იყო 177, მე–15 საუკუნის ბოლოსკენ, რაოდენობა შემცირდა 145–მდე, ამჟამად კი 100 ნაკლებია დარჩენილი. იმავე მეცნიერების პროგნოზით, კიდევ რამდენიმე საუკუნის შემდეგ შეიძლება რამდენიმე ათეულიღა დარჩეს. თქვენს ფურცელზე დაწერეთ ნებისმიერი ამჟამად არსებული!

პასუხი >
შეკითხვა 753:
შეკითხვის გვერდი →

ამ დედაქალაქში მაისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე მზე არ ჩადის და მუდმივი დღეა. სამაგიეროდ დეკემბერში აისი დილის 10–ზეა, დაისი კი 14:30–ზე. 1977 წელს აქ დაიბადა ნახევარმცველი იესპერ გრონკიაერი. 1979–ში კი ქალაქს შეეცვალა ოფიციალური სახელწოდება. კითხვა: 1 წუთში დაწერეთ ამ ქალაქის ან ძველი ან ახალი სახელწოდება!

პასუხი >
შეკითხვა 752:
შეკითხვის გვერდი →

ასეთი მოწოდება ოფიციალურად გაისმა 2003 წელს, შემდეგ კი 2004–ში. თუმცაღა შეიძლება ითქვას, რომ ეს მოწოდება არაერთხელ შესრულებულა კაცობრიობის ისტორიაში. მაგალითად, 1305 წელს ლონდონში მეფე ედუარდ I–ის ბრძანებით, ანდა მაგალითად 1901 წელს ქ. ბუფალოში პოლონელი ემიგრანტის ლეონ ჩოლგოშის პირადი ინიციატივით. კითხვა: ვის ეკუთვნოდა 2003 წელს გაჟღერებული ეს მოწოდება?

პასუხი >
შეკითხვა 751:
შეკითხვის გვერდი →

გუანტანამოს სამყრობილეში არის ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები. პატიმართა შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს წიგნების სერია ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის შესახებ, განსაკუთრებით კი სერიის მე–3 წიგნი. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დაწერეს სახუმარო ესსე, რომელსაც სათაურად წაუმძღავრეს სერიის მე–3 წიგნის სახელწოდება. ოღონდ ამ სათაურში ერთი სიტყვა შეცვალეს სიტყვით “გუანტანამო”. რა სიტყვა?

პასუხი >
შეკითხვა 750:
შეკითხვის გვერდი →

ა.წ. 13 იანვარს საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ბერნარ ლაპორტმა მწუხარება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი რალი “პარიზი — დაკარი” 2008 წელს ჩაიშალა და თანამოქალაქეებს დაპირდა, რომ 2009–დან ის აუცილებლად აღდგება, თუნდაც მარშრუტი სრულიად სხვა იყოს. ამ თემას სტატია მიუძღვნა გაზეთმა “სარბიელმა”, რომლის სათაურადაც (სტატიის) გამოტანილი იყო ნაწყვეტი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერიდან, რომელშიც ერთი სიტყვა შეცვლილი იყო სიტყვით “დაკარი”. რა სიტყვა?

პასუხი >
შეკითხვა 749:
შეკითხვის გვერდი →

ყველა თავის ინტერვიუში ეს პიროვნება ერთნაირად პასუხობს შეკითხვას ეთნიკური კუთვნილების შესახებ: “– მე იუგოსლავიელი ვარ, — ხაზს უსვამს ის — მამაჩემი ხორვატი იყო, დედა — სერბი, ცოლი კი მუსლიმანი მყავს”. დაასახელეთ ეს პარიზში მცხოვრები პიროვნება!

პასუხი >
შეკითხვა 748:
შეკითხვის გვერდი →

პროექტი „ოქროს ფარი“ — ოფიციალურად სწორედ ასე ეწოდება ინტერნეტ–ცენზურის (ანუ ინფორმაციის ფილტრაციის) სისტემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. პროექტი წარმოადგენს სერვერების სისტემას, რომლებიც აკონტროლებენ ინტერნეტ–არხს მომხმარებელს (იუზერს) და პროვაიდერს შორის და ფილტრავენ ინფორმაციას. კითხვა: 1 წუთის შემდეგ თქვენ უნდა მითხრათ ამ სისტემის 3 სიტყვიანი მეტსახელი ინგლისურენოვან ინტერნეტში (პასუხი დაწერეთ ინგლისურად)! შენიშვნა: წინდებულები (Предлог, preposition) და არტიკლები სიტყვად არ ითვლება.

პასუხი >
შეკითხვა 747:
შეკითხვის გვერდი →

1993 წელს აშშ–ში ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკითხვა. გამოკითხულთა 29%–მა დაასახელა CIA, 27%–მა — მაფია, 22% — კუბელები და 13% — საბჭოთა კავშირი. დაასახელეთ პიროვნება, რომელიც დაასახელა გამოკითხულთა 9%–მა!

პასუხი >
შეკითხვა 746:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც 2005 წელს რუსეთში ტარდებოდა ვუდი ალენის ფილმების რეტროსპექტივა, კულტურის სამინისტროში ბჭობდნენ რომელ ქალაქში გაეხსნათ ეს რეტროსპექტივა. არჩევანი შეჩერდა ქალაქ კალინინგრადზე. რატომ?

პასუხი >
შეკითხვა 745:
შეკითხვის გვერდი →

თავის წიგნში „ოლიმპიური ჩემპიონის თეორემა“, პაატა ნაცვლიშვილი წერს, რომ ეს არის სპორტის ერთად–ერთი სახეობა, სადაც ეტიკეტის თანახმად, მსაჯი სპორტსმენებს აუცილებლად ბატონობით მიმართავს (მუსიე–თი მიმართავს). დაასახელეთ სპორტის ეს ოლიმპიური სახეობა!

პასუხი >