მე-14 გვერდი



ამ ჯგუფს ეწოდება “იქსები”. ამავე დროს ფანებმა დაადგინეს, რომ ჯგუფის ამჟამინდელი 5 წევრიდან ნაღდი “იქსი” არის მხოლოდ მატიას იაბსი. მითხარით ამ ხუთეულის სახელწოდება!



ჩინეთის პროვინცია სიჩუანში არის ასეთი ანდაზური თქმა: სამხრეთ-აღმოსავლეთით უყურე წყლის ზღვას, ჩრდილო-აღმოსავლეთით უყურე ამურის ტყეების ზღვას, ჩრდილო-დასავლეთით უყურე ქვიშის ზღვას, ხოლო სამხრეთ დასავლეთით უყურე… კითხვა: რის ზღვას, თუ სიჩუანელების აზრით ასეთი „ზღვა“ მხოლოდ ჩინეთში შეიძლება იყოს?



2006 წელს ყაზანში ჩატარდა სასამართლო პროცესი. განსასჯელთა სკამზე იჯდა ბანდა, რომელიც წლების განმავლობაში აკონტროლებდა „კამაზ“–ს. ამ პროცესზე დამყარდა რუსეთის მართლმსაჯულების ისტორიაში 2 რეკორდი: 1. ყველა განსასჯელს ერთობლივად მიესაჯათ 500 წელი; 2. მეორე რეკორდი უდრიდა 25 მეტრს. რაში მდგომარეობდა მეორე რეკორდი?



2008 წლის აშშ–ს დავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში, კარში (რაზდელ) „ერაყი და ავღანეთი“ არის სტატია, რომელზეც გამოყოფილია 20 მილიონი დოლარი. იმავე სტატიის ბოლოს არის მინაწერი, რომ ეს თანხა შეიძლება ხელუხლებლად გადატანილი იქნას 2009 ან თუნდაც 2010 წლის ბიუჯეტებში. დაწერეთ 2 სიტყვა, რომელიც გამოტანილია ამ სტატიის სათაურში!



1996 წელს შეიქმნა პორტუგალურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა, რომელშის გაერთიანდნენ პორტუგალია, ბრაზილია, ანგოლა, მოზამბიკი, კაბო-ვერდე, გვინეა-ბისაუ, სან-ტომე და პრინსიპი. კიდევ რომელი სახელმწიფო შეუერთდა ამ თანამეგობრობას 2002 წელს?



მე–17 საუკუნემდე ინგლისური თეატრისათვის დამახასიათებელი იყო ხანგრძლივი პაუზები მოქმედებებს შორის. ითვლება, რომ შექსპირიც კი თავის პიესებში ტოვებდა ცარიელ ადგილებს ასეთი პაუზებისათვის. კითხვა: ვის უნდა შეევსო ეს პაუზები?



ა.წ. 26 თებერვალს გაზეთ “სარბიელში” დაიბეჭდა სტატია სათაურით: “რა X მიიღო ჩელსიმ?”. გაითვალისწინეთ, რომ X მიუღია საქართველოსაც, ჩვენს კლუბსაც, პირადად მეც და შეიძლება ბევრ თქვენთაგანსაც. დაასახელეთ X!



სერგეი ლუკიანენკოს „უკანასკნელ გუშაგში“, მოსკოვი–ლონდონის რეისის თვითმფრინავში მჯდომი ანტონ გოროდეცკი ათვალიერებს ალბათობის ხაზებს და აკეთებს დასკვნას, რომ რბილად დაეშვებიან ჰიტროუში და ედინბურგის რეისზეც არ დააგვიანებენ. ამ დასკვნას წინ უძღვის ანტონის მსჯელობა ფრენის უსაფრთხოებაზე, რომელშიც მოხსენიებული არიან არაბი ტერორისტები და ორი ევროპული ქვეყნის გარკვეული სპეციალობის ადამიანები.
დაასახელეთ ეს ორი ევროპული ქვეყანა



პროთაგორამ თავის მოსწავლესთან, ევათლოსთან დადო ამგვარი ხელშეკრულება: ასწავლიდა მას სოფიზმს და თუკი ევათლოსი, სწავლის დასრულების შემდეგ, მოიგებდა თვის პირველ სასამართლო პროცესს, იგი გადაუხდიდა პროთაგორას სწავლების საფასურს, 10 ათას დრაჰმას, ხოლო თუკი წააგებდა არც არაფერს. მაგრამ სწავლების დასრულების შემდეგ ევათლოსმა სულ სხვა საქმეს მოკიდა ხელი და საერთოდ უარი თქვა სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე.
რა მოიმოქმედა პროთაგორამ, რომ გასჩენოდა სწავლების საფასურის მიღების საკმაოდ დიდი შანსი?



გერმანელი მთავრების დინასტია რეის ცნობილია იმით, რომ ნომრავდნენ ოჯახის არა მარტო მმართველ წევრებს, როგორც ეს ევროპის სხვა დინასტიებში იყო მიღებული, არამედ ამ თავადური გვარის ყველა მამაკაცს. ეს თავისებურება შესაძლოა მეორე თავისებურებით იყოს გამოწვეული, რომელიც ასევე ახასიათებდა ამ გვარის მამაკაცებს.
გაიხსენეთ გერმანელი არქეოლოგი, ლირიკული ინტერმეცოს ავტორი, გერმანული პენ–კლუბის ნობელიანტი დირექტორი, გერმანიის პოლიციური ძალების ხელმძღვანელი და მაქსიმალური სიზუსტით დაასახელეთ რეისის მამაკაცების მეორე თავისებურება.







