შემთხვევითი შეკითხვა:

ლუდვიგ ბერნი ამბობდა, რომ სახელმწიფო ხომალდია, ხალხი ქარია და დრო ზღვაა… რა არის ამ ხომალდის აფრები? პასუხი→

პოლ დე კურსალი:

ფული ჭკვიანისთვის საშუალებაა, სულელისთვის კი — მიზანი.

შეკითხვების არქივი

მე-15 გვერდი

შეკითხვა 734:
შეკითხვის გვერდი →

1958 წელს უილტ ჩემბერლენმა მოულოდნელად განაცხადა, რომ საკალათბურთო–საცირკო ჯგუფში „ჰარლემ გლობ–თროთერსში“ აპირებს კარიერის გაგრძელებას. მალევე ჯგუფი სსრკ–ში გასტროლებზე გაემგზავრა. უილტ ჩემბერლენი იხსენებს სსრკ–ში ყოფნის ერთ ეპიზოდს: „ ეს უსამართლობაა, — ვუთხარი მე, — თქვენ რა მნებდებით? რუსები თანხმობის ნიშნად ძლივს აქნევენ თვს. მე მოვიგე, მოვუგე რუსებს მათ ეროვნულ სპორტის სახეობაში! ბიჭები მხარზე ხელს მირტყამენ და მილოცავენ, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. მე ავდექი და რუსულად მივმართე მათ: სპა–სი–ბო!“
რაში ეჯიბრებოდა ჩემბერლენი მასპინძლებს, თუკი მისი გამარჯვება სპორტულ მიღწევად ნამდვილად ვერ ჩითვლება?

პასუხი >
შეკითხვა 733:
შეკითხვის გვერდი →

გაიკოკუ ნო კატა, გაიკოკუძინ და გაიძინ იაპონურ ენაში უცხოელის აღმნიშვნელი სიტყვებია. თუმცა პრაქტიკაში ამ სიტყვებით მიმართვენ თეთრკანიან და შავკანიან უცხოელებს. აზიელებისთვის ცალკე სიტყვები არსებობს: ტიუგოკუ–ძინ — ჩინელი, კანკოკუ–ძინ — კორეელი, ინდო–ძინ — ინდოელი და ა.შ.
ვის უწოდებენ იაპონელები ნიკეი–ძინ?

პასუხი >
შეკითხვა 732:
შეკითხვის გვერდი →

რუსულენოვან საიტზე http://golovolomka.hobby.ru წავაწყდი გამოცანებს სათაურით Бред профессора, სადაც ფრთიანი ფრაზები წარმოდგენილია მეცნიერული ტერმინების, ფორმულების და ა.შ გამოყენებით. მაგალითად: Некоторые последствия остеохондроза успешно компенсируются в процессе ритуального погребения пациента წარმოადგენს ანდაზის Горбатого могила исправит „მეცნიერულ“ ვარიანტს.
რომელი ანდაზა იმალება ფორმულის უკან S = 1/V.

პასუხი >
შეკითხვა 731:
შეკითხვის გვერდი →

ამ დღეს მეცნიერები ყველაზე ხშირად მარტში აღნიშნავენ, მაგრამ მიღებულია მისი სხვა დღეებში აღნიშვნაც, 22 ივლისს, 21 ან 20 დეკემბერს — 1:13 სთ–ზე, და ნოემბერში.
რომელ რიცხვში აღნიშნავენ ამ დღეს ნოემბერში. მიიღება ორივე სწორი პასუხი.

პასუხი >
შეკითხვა 730:
შეკითხვის გვერდი →

ამ კერძის მოსამზადებელი ერთ–ერთი რეცეპტის ინგრედიენტებია: 1 ც. მცირე ბადრიჯანი, 1 ც. მცირე ხახვი, 1ც. მცირე წითელი წიწაკა, 1ც. მცირე ყვითელი წიწაკა, 30 მლ. ზეითუნის ზეთი, 2 კბილი ნიორი, 225 გ. კონსერვირებული დაჭრილი ტომატი, 15 მლ. ტომატის პიურე, 5 მლ. მშრალი სანელებლები, მარილი. სამშობლოს გარეთ ეს საჭმელი მეტად სახელგანთქმული გახდა 2007 წლიდან.
დაასახელეთ მისი სახელწოდება

პასუხი >
შეკითხვა 729:
შეკითხვის გვერდი →

ფრანგებმა მიწა წყალს შეურიეს და ზღვაში ჩყარეს. ინგლისელებმა ხელოვნური „შექსპირის კონცხი“ შექმნეს და ზედ პარკი მოაწყვეს.
საიდან მოიტანეს კონცხის შესაქმნელად საჭირო მიწა ინგლისელებმა?

პასუხი >
შეკითხვა 728:
შეკითხვის გვერდი →

არსებობს ვარაუდი, რომ ეს მექანიზმი თვის გამოგონებას უნდა უმადლოდეს 1816 წლის ერთ–ერთ უდიდეს კლიმატურ ანომალიას — „წელს ზაფხულის გარეშე“, რომელიც კატასტროფულად აისახა მოსავალზე, გამოიწვია შიმშილი და შეამცირა ცხენების სულადობა. ბარონმა კარლ ფონ დრეზმა 1817 წლის გამოგონებაზე პატენტის მაშინდელი ანალოგი მიიღო 1818 წელს. მოკლე ხანში დრეზის მანქანამ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ბრიტანეთში სადაც მას „დენდი–ჰორსს“ უწოდებდნენ.
ბარონი ფონ დრეზის რომელ გამოგონებაზეა საუბარი შეკითხვაში?

პასუხი >
შეკითხვა 727:
შეკითხვის გვერდი →

გიზო ნიშნიანიძე წიგნში „პაემანი ვერაზე“ ამგვარად მოგვითხრობს ამ ადამიანზე (გთავაზობთ ნაწყვეტებს): „ომის დროს მეათე კლასში იყო და უკვე მთელს საქართველოს წვდებოდა მისი ხმა — უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს კითხულობდა […].“ „მოკვდა და მაშინ ვიცანით, რომ ღმერთი იყო და არა უბრალოდ მისი სეხნია.“
დაასახელეთ აღწერილი პიროვნებს გვარი.

პასუხი >
შეკითხვა 726:
შეკითხვის გვერდი →

ჩაიწერეთ მტკიცებულებების სია:
1. ამ სიაში ერთი არასწორი მტკიცებულებაა.
2. ამ სიაში ორი არასწორი მტკიცებულებაა.
3. ამ სიაში სამი არასწორი მტკიცებულებაა.
4. ამ სიაში ოთხი არასწორი მტკიცებულებაა.
5. ამ სიაში ხუთი არასწორი მტკიცებულებაა.
6. ამ სიაში ექსვსი არასწორი მტკიცებულებაა.
7. ამ სიაში შვიდი არასწორი მტკიცებულებაა.
8. ამ სიაში რვა არასწორი მტკიცებულებაა.
9. ამ სიაში ცხრა არასწორი მტკიცებულებაა.
10. ამ სიაში ათი არასწორი მტკიცებულებაა.
რომელი მტკიცებულებაა სწორი?

პასუხი >
შეკითხვა 725:
შეკითხვის გვერდი →

მის გამომგონებლებს ალფრედ ფილდინგს და მარკ ჩავანსს გადაწყვეტილი ჰქონდათ გამოეყენებინათ იგი, როგორც ახალი მასალა შპალერისთვის, რომელიც ადვილად გაიწმინდებოდა. შედეგად კი მიიღეს შესაფუთი მასალა, რომელიც აქტიურად გამოიყენება, როგორც ერთ–ერთი გასართობი და განსაკუთრებით პოპულარულია ოფისებში. ეს გართობა დამაწყნარებლად მოქმედებს ინდივიდზე. „ქრესტა ავარდზის“ («Cresta Awards») მე–12 ფესტივალზე ერთ–ერთი პრიზი მიიღო კალენდარმა „სიამოვნების წელი“, რომლის თითეული თარიღი დატანილი იყო შეკითხვაში აღწერილის თითო ელემენტზე.
შესაძლებლობის ფარგლებში ზუსტად დაასახელეთ ეს ელემენტი.

პასუხი >