შემთხვევითი შეკითხვა:

ერთხელ ონორე დე ბალზაკთან მივიდა ერთი მოხუცი ქალი, დაუდო მაგიდაზე მოწაფის რვეული და სთხოვა, კალიგრაფიით განესაზღვრა ბავშვის მომავალი... განვაგრძოთ→

ა. მატისი:

მხატვარი თუ ბევრ ნახატს ტოვებს, მას ერთადერთი სერიოზული მტერი ყავს და ეს მისივე ცუდი ნახატებია.

შეკითხვების არქივი

მე-16 გვერდი

შეკითხვა 724:
შეკითხვის გვერდი →

მას მრავალი ფუნქცია აკისრია: სიმბოლური, სამკურნალო, დიდაქტიკური, სტატუსის განმსაზღვრელი, გამოიყენება დასათვლელად, შემხსენებლად, რიტმის მისაცემად, კონცენტრაციის შესანარჩუნებლად, როგორც განმასხვავებელი ნიშანი, როგორც იარაღი, როგორც სამკაული.
თუკი მიხვდით რაზეა საუბარი შეკითხვაში, დაასახელეთ წიგნის სათაური, რომელიც ავტორმა მიუძღნა 10 მწერალს. მათ შორის: ედგარ ალან პოს, არტურ კონან დოილს, და უმბერტო ეკოს.

პასუხი >
შეკითხვა 723:
შეკითხვის გვერდი →

ალბათ ყველას გაგიგიათ მერფის კანონი — „თუკი უსიამოვნება შეიძლება მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება.“ საიტზე http://murphy-law.net.ru წავაწყდი ამ კანონის გამომდინარეობებს, გავრცობებს, კომენტარებს, პარადოქსებს და ა.შ. ჩაიწერეთ ბელენსის ფარდობითობის კანონი: „წუთის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ [გამოტოვებულია სიტყვა] კარის რომელ მხარეს იმყოფებით“.
მოიკირიბეთ იუმორი და ლოგიკა და მიხვდით რომელი სიტყვაა გამოტოვებული

პასუხი >
შეკითხვა 722:
შეკითხვის გვერდი →

ერთ–ერთ ქართულ ფორუმზე არსებობს თემა „ქართული ენის საოცრებები, ამოირჩიეთ :)“. თემა გამოკითხვიანია. გამოკითხვაში ასარჩევად მოცემულია რამდენიმე „საოცრება“. მაგალითად, გვბრდღვნის (ყველაზე ბევრი თანმიმდევრული თანხმოვანი), მიჭმიე (ოთხპირიანი: მე შენ იმას ის), მკაა (ყველაზე მოკლე წინადადება), გენაცვალე (მიმართვა-ალერსი-დამოკიდებულების გამოხატვა), აი ია (5 უნიკალური მახასიათებელის მქონე წინადადება: მარტივი, მარტივი ბავშვებისთვის, მხოლოდ ხმოვნები, მშვიდობიანი მენტალიტეტის მქონე, სიმეტრიულ სიტყვიანი) და ა.შ.
დასახელეთ გამოკითხვაში დაფიქსირებული სიტყვა, რომელსაც ფრჩხილებში დართული აქვს შემდეგი კომენტარი „ყველაზე მეტი ხმოვანია თანმიმდევრობით“. სიტყვაში თანმიმდევრობით ოთხი ხმოვნიდან, სამი იდენტურია.

პასუხი >
შეკითხვა 721:
შეკითხვის გვერდი →

რუსულენოვანი ვიკიპედიის პორტალს — რელიგია, გააჩნია შვილობილი (Дочерние) პორტალები. ესენია: ქრისტიანობა, ბიბლია, იუდაიზმი, ისლამი, ბაჰაი, ბუდიზმი, ინდუიზმი, დაოსიზმი, ზოროასტრიზმი, მითოლოგია და კიდევ ერთი, რომელიც ასევე ინგლისურენოვანი პორტალ რელიგიის დაკავშირებულ (Related) პორტალს წარმოადგენს. მაგრამ რუსულენოვანისგან განსხვავებული, ჩემი აზრით უფრო ობიექტური თანამიმდევრობის გამო, მეორე ნომრადაა წარმოდგენილი ანგლიკანიზმის შემდეგ.
დაასახელეთ რუსულენოვანი ვიკიპედიის პორტალ რელიგიის შვილობილი პორტალი, რომელიც ჩამონათვალში ბოლოშია მოქცეული.

პასუხი >
შეკითხვა 720:
შეკითხვის გვერდი →

ჩედ ჰააჰეო როუენი დაიბადა 1969 წლის 8 მაისს უაიმანალოში, ჰავაის შტატში. ბავშვობიდან იგი გამოირჩეოდა სიმაღლით და კალათბურთის თამაშს მიჰყო ხელი. უნივერსიტეტ „პასიფიკის“ გუნდში ერთი წელი ითამაშა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. 1987 წელს ჩედმა დატოვა უნივერსიტეტი „პასიფიკი“ და ტოკიოში გადავიდა სასწავლებლად.
რა ტიტული მოიპოვა 1993 წლის 27 იანვარს ჩედმა და გახდა პირველი?

პასუხი >
შეკითხვა 719:
შეკითხვის გვერდი →

ყველას გაგიგიათ კუნძული თაბორი, იგივე მარია–ტერეზას რიფი, რომელმაც საყოველთაოდ გაითქვა სახელი ჟიულ ვერნის რომანების „კაპიტან გრანტის შვილების“ და „საიდუმლო კუნძულის“ წყალობით. მეოცე საუკუნის 70–იან წლებამდე იგი გამოისახებოდა მსოფლიოს რუქებზე კოორდინატებით: სამხრეთ განედის 37°00′ და დასავლეთ გრძედის 151°13′.
რატომ გაქრა მსოფლიოს რუქების უმეტესობიდან აღნიშნული კუნძული მეოცე საუკუნის 70–იანი წლების შემდეგ?

პასუხი >
შეკითხვა 718:
შეკითხვის გვერდი →

მინესოტა გახდა აშშ–ს 32–ე შტატი, დაიბადა სალვადორ დალი, ალბერტ აინშტაინმა ფართო საზოგადოებას წარუდგინა ალბათობის თეორია, ინდოეთში დაიბადა ამ სახელმწიფოს მემილიარდე მოქალაქე. მაქსიმალური შესაძლო სიზუსტით დაასახელეთ თუ რა აკავშირებს ამ მოვლენებს ერთმანეთთან.

პასუხი >
შეკითხვა 717:
შეკითხვის გვერდი →

ეს კომპანია 1969 წელს დაარსეს ადრიან დელსიმ, ლარი ჰილიბლომმა და რობერტ ლინმა. ყოველთვის, როცა კითხვის ავტორი ამ კომპანიის ლოგოს უყურებს, მას ახსენდება XX საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მწერალი. ყურადღება შეკითხვა დაასახელეთ ეს ინგლისელი მწერალი.

პასუხი >
შეკითხვა 716:
შეკითხვის გვერდი →

1935 წელს თომას სტერნზ ელიოტმა შუა საუკუნეებში მომხდარი რეალური ამბების საფუძველზე დაწერა პოეტური დრამა "მკვლელობა საკათედრო ტაძარში”, სადაც მან ხატოვნად აღწერა პიროვნებისა და ავტორიტეტის დაპირისპირება. ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება ქალაქში, რომელიც თავის მხრივ ფიგურირებს 1972 წელს შექმნილი ფილმის სათაურში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ფილმის რეჟისორი.

პასუხი >
შეკითხვა 715:
შეკითხვის გვერდი →

ამ ნივთიერების დუღილის ტემპერატურაა დაახლოებით მინუს 269 გრადუსი ცელსიუსით. ის დედამიწაზე თავდაპირველად აღმოაჩინეს შემდეგი მინერალების შემადგენლობაში, როგორებიცაა: სამარსკიტი, ფერგუსონიტი, კოლუმბიტი, მონაციტი, ურანინიტი, თორიანიტი და კლავეიტი. საბოლოოდ დადგინდა, რომ ის გვხვდება უმთავრესად იმ მინერალებში, რომლებიც შეიცავენ რადიოაქტიურ ქიმიურ ელემენტებს ურანს და თორიუმს. საქმე იმაშია, რომ ურანის და თორიუმის მიერ გამოსხივებული ნაწილაკები იერთებენ თავისუფალ ელექტრონებს და ამგვარად წარმოქმნიან ზემოხსენებულ ნივთიერებას. დამისახელეთ ამ ნივთიერების სახელწოდება.

პასუხი >