შემთხვევითი შეკითხვა:

ამბობენ, როდესაც ჰაინრიხ ჰაინემ ერთ–ერთ გერმანულ გაზეთში წაიკითხა ეს სტატია, იგი განრისხდა. განრისხდა არა იმდენად სტატიის არსებობის ფაქტის... განვაგრძოთ→

პოლ დე კურსალი:

ფული ჭკვიანისთვის საშუალებაა, სულელისთვის კი — მიზანი.

შეკითხვების არქივი

მე-17 გვერდი

შეკითხვა 714:
შეკითხვის გვერდი →

თავდაპირველად ეს ლათინური სიტყვა შუა საუკუნეებში ასტროლოგებმა გამოიყენეს. მათ პროფესიულ ლექსიკაში ის აღნიშნავდა ზებუნებრივ აირისებურ უხილავ მასას, რომელსაც ასხივებენ ვარსკვლავები და რომლის საშუალებითაც ციური სხეულები გავლენას ახდენენ ადამიანების ბედ-იღბალზე. შემდგომში ამ სიტყვამ შეაღწია ევროპულ ენებში და დღესდღეობით მისი იტალიური ნაირსახეობით მოიხსენიება ის, რაც შეკითხვის ავტორს არაერთხელ შეხვედრია და დამართნია, თავად ამ სიტყვის ბუკვალური მნიშვნელობა კი — უკვე ხსენებული იქნა კითხვის დასმის დროს. დამისახელეთ ამ სიტყვის ეს იტალიური ნაირსახეობა.

პასუხი >
შეკითხვა 713:
შეკითხვის გვერდი →

[შეკითხვაში არის ცვლილება] კითხვის ავტორმა ერთ სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში მოისმინა შემდეგი ფრაზა: "სექტემბრის ბოლოს ქალაქის ქუჩებში ყველაზე უსაფრთხოდ თავს ჰანუმანები გრძნობდნენ". მე არ გეკითხებით თუ რა სიტყვა შევცვალე სიტყვით "ჰანუმანები", არც იმას გეკითხებით თუ რა მოხდა 1993 წლის სექტემბერში ამ ქალაქში, დამისახელეთ ქალაქი რომელზეც საუბარი იყო ზემოხსენებულ ფრაზაში.

პასუხი >
შეკითხვა 712:
შეკითხვის გვერდი →

2006 წელს ერთ კონკრეტულ ქვეყანაში შიდა ბაზარზე გამოჩნდა ახალი გამაგრილებელი სასმელი “ფუჯი-კოლა”. გარდა იმისა, რომ მას კონკურენცია უნდა გაეწია ადგილობრივი კოლა-რეალისათვის, მის ბაზარზე გამოჩენას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელსაც მე თქვენ არ დაგისახელებთ. თქვენ კი მითხარით ზემოხსენებული ქვეყნის სახელწოდება.

პასუხი >
შეკითხვა 711:
შეკითხვის გვერდი →

[ყურადღება: შეკითხვაში არის ცვლილება] არტურ შოპენჰაუერი თავის ეპოქალურ ნაშრომში „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“ წერს: „საერთო ჯამში ისტორია სხვა არაფერია, თუ არა — ბორბალი, რომელიც ყოველ ახალ ბრუნზე ახალ კონფიგურაციას იძლევა, თუმცა არსებითად მასში არაფერი იცვლება და ჩვენს თვალწინ მუდამ ერთი და იგივე რამაა სხვადასხვა ასპექტში“. დამისახელეთ შოტლანდიელის მიერ XIX საუკუნეში შექმნილი მოწყობილობა, რომელიც მე შევცვალე შოპენჰაუერის ფრაზაში სიტყვა “ბორბლით”.

პასუხი >
შეკითხვა 710:
შეკითხვის გვერდი →

იქსი შეიძლება ითქვას, რომ “ადამიანის მეგობარია” და ის პირველად 1999 წელს გამოჩნდა კომპანია “სონის” ძალისხმევით. იგრეკის შესახებ კი პირველად საბჭოელმა ბავშვებმა შეიტყვეს 1925 წელს გამოქვეყნებულ ზღაპარში. დამისახელეთ იქსიც და იგრეკიც, თუ იქსის სახელწოდება იგრეკის სახელის შემადგენელი ნაწილია.

პასუხი >
შეკითხვა 709:
შეკითხვის გვერდი →

როგორც მოგეხსენებათ, ომოგრაფები წარმოადგენენ სიტყვებს, რომლებსაც ერთნაირი დაწერილობა აქვთ, შინაარსი კი — განსხვავებული. ასე მაგალითად, იტალიურ ენაში ევროპული ქალაქის სახელწოდება, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორეა საკუთარ ქვეყანაში, წარმოადგენს ლეგენდარული პიროვნების მეუღლის სახელის ომოგრაფს. დამისახელეთ ქალაქიც და კითხვაში ხსენებული ქალბატონის სახელიც.

პასუხი >
შეკითხვა 708:
შეკითხვის გვერდი →

1931 წლის 23 ივნისს უაილი პოსტი და ჰაროლდ გატი გაემართნენ იმ დროისათვის ერთობ სახიფათო საჰაერო მოგზაურობაში და ამავე წლის 1 ივლისს შინ მშვიდობით დაბრუნდნენ. შემდგომში მათ გამოსცეს წიგნი, სადაც დეტალურად აღწერეს მათი მოგზაურობა. ავტორებს წიგნის სათაურის შესარჩევად ბევრი არ უფიქრიათ, მათ აიღეს 1873 წელს დაწერილი წიგნის ინგლისური თარგმანი, მის სახელწოდებაში წაშალეს ერთი ასო და შედეგად რაც მიიღეს, ასე უწოდეს წიგნს. არ გეკითხებით თუ რა დაარქვეს მათ საკუთარ წიგნს, დამისახელეთ ინგლისური ანბანის ასო რომელიც წაშალეს მათ ხსენებული წიგნის ინგლისური თარგმანის სათაურში.

პასუხი >
შეკითხვა 707:
შეკითხვის გვერდი →

ძველ რომში ამ საკვებ პროდუქტს ოქროს და ვერცხლის ფასი ჰქონდა, ამიტომაც ძველ რომაელ ლეგიონერებს ჯამაგირის სახით ამ საკვები პროდუქტის ულუფებს აძლევდნენ. სწორად აქედან იღებს სათავეს სიტყვა, რაც ლათინურად “ჯამაგირს” ნიშნავს. მე, რა თქმა უნდა, არ გეტყვით თუ როგორ ჟღერს “ჯამაგირი” ლათინურ ენაზე, თუმცა გეტყვით იმას, რომ ამაში სხვა ენების ცოდნა დაგეხმარებათ. ყურადღებს შეკითხვა: დაასახელეთ ზემოხსენებული საკვები პროდუქტი.

პასუხი >
შეკითხვა 706:
შეკითხვის გვერდი →

1868 წლის 25 ოქტომბერს პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში მივიდა ორი წერილი. პირველი წერილის ავტორი ინგლისელი ასტრონომი ნორმან ლოკიერი იყო, მეორე კი ეკუთვნოდა ფრანგ ასტრონომს ჟიულ ჟანსენს. ორივე წერილი იტყობინებოდა ახალი აღმოჩენის შესახებ, რომელსაც ასტრონომიასთან არაფერი აქვს საერთო. საბოლოო ჯამში აღმოჩენა ორივეს მიაკუთვნეს და ამ მოვლენის აღსანიშნავად გამოშვებულ იქნა სამსახოვრო მედალი, რომლის ავერსზეც გამოსახული იყო აღმომჩენების პორტრეტები, რევერსზე კი — კვადრიგა, რომელსაც მართავდა აპოლონი. რა აღმოაჩინეს ნორმან ლოკიერმა და ჟიულ ჟანსენმა?

პასუხი >
შეკითხვა 705:
შეკითხვის გვერდი →

ამერიკელი იუმორისტის, მარკ რასელის აზრით ისინი, თავიდან ბოლომდე დაკარგული საჰაერო ტვირთისგან შედგება. ენციკლოპედია ვიკიპედიის მტკიცებით კი ისინი უმთავრესად შედგება ყინულისაგან და მათი საშუალო სისქე რამდენიმე ათას კილომეტრს აღწევს. დაასახელეთ მათი სახელწოდება.

პასუხი >