შემთხვევითი შეკითხვა:

ლეგენდარული იბნ სენა ამბობდა, რომ ექიმს მეორე რიგში სჭირდება ბალახი, ხოლო მესამე რიგში რკინა. მისი აზრით, რა სჭირდება... განვაგრძოთ→

ფიტცჯერალდი:

მწერალი წერს არა იმიტომ, რომ რაღაცის თქმა უნდა, არამედ იმიტომ, რომ სათქმელი აქვს.

შეკითხვების არქივი

მე-19 გვერდი

შეკითხვა 694:
შეკითხვის გვერდი →

ბერძნულში ის შევიდა ფინიკიურიდან, რომელშიც მისი სახელწოდება ჟღერდა, როგორც — “ლამედი”. კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის ის ასოცირდება საკულტო თამაშთან. იგი წარმოადგენს NATO–ს ჯარების საიდენტიფიკაციო ნიშანს. აგრეთვე ცნობილია, რომ იტალიური კომპანია “ლანჩა” ერთ დროს აწარმოებდა ამ სახელწოდების მქონე ავტომობილის მოდელს. თქვენ კი ძვირფასო მოაზროვნეებო, უნდა დაასახელოთ ძველი სახელმწიფო, რომლის მეომართა ფარებზეც ის გამოისახებოდა.

პასუხი >
შეკითხვა 693:
შეკითხვის გვერდი →

ანდრეი სტავროვსკის წიგნში “პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში”, ავტორი წიგნის შესავალშივე ცდილობს მკითხველს აუხსნას პროგრამირების ანა–ბანა და იწყებს საუბარს პროგრამირების საბაზისო ცნებებზე. ამთავრებს რა ავტორი, ამ საბაზისო ცნებების გარჩევას, თვალსაჩინო მაგალითისათვის მოჰყავს ძალზედ ცნობილი “ფრთიანი გამონათქვამი”. არ გეკითხებით, რომელ ფრთიან გამონათვამზეა საუბარი, უბრალოდ დაასახელეთ ადამიანი, რომლის სახელიც ფიგურირებს მასში.

პასუხი >
შეკითხვა 692:
შეკითხვის გვერდი →

“მე არ შევქმნი ნივთიერებას, რომელიც გამოიწვევს სიკვდილს. მე არ შევქმნი ფორმულას, რომელსაც შეეწირება ხალხი. მე არ შევქმნი მექანიზმს, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ფატალურ შედეგამდე”. ეს არის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის სიტყვები, რომლითაც მან მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამოსვლის დროს. თქვენ კი უნდა დაასახელოთ ავტორი იმისა, რაც შეიქმნა მრავალი საუკუნის წინ და რისი საკუთარი ინტერპრეტაციაც, ამ სიტყვებით მოახდინა ზემოთხსენებულმა მწერალმა.

პასუხი >
შეკითხვა 691:
შეკითხვის გვერდი →

თავის ნაშრომში ისტორიკოსი კენიგსბერგერი წერს, რომ შუა საუკუნეების ადრეულ ხანაში, ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში ფული იშვიათობა იყო. მიზეზი, ოქროსგან მონეტების ნაცვლად სხვა და სხვა სამკაულების დამზადება იყო. მეფეები ქვეშევრდომებს ფულის ნავცლად ამ სამკაულებით აჯილდოებდნენ, რომელთა მთავარი ფასეულობას მატერიალური ღირებულება არ წარმოადგენდა, ძირითადად მათ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდათ და მეფისგან ბოძებულ ძალაუფლებას განასახირებდნენ. ამის გამო ძველ სკანდინავიურ და ბრიტანულ პოეზიაში მეფეებს ხშირად მოიხსენიებდნენ ამ ეპითეტით.

პასუხი >
შეკითხვა 690:
შეკითხვის გვერდი →

ერთ–ერთ თავის ესეში, კურტ ვონეგუტი ასე იხსენებს თავის ცნობილ თანამემამულეს: “შეერთებული შტატები პირველ მსოფლიო ომში იმდენად გვიან ჩაებნენ, რომ ამერიკელი, რომელსაც შეეძლო მოეყოლა რეალური საბრძოლო ეპიზოდი და მითუმეტეს ომში ჭრილობა მიეღო, ძალზედ იშვიათი მოვლენა იყო. თუმცა ზუსტად ასეთი იყო იგი…”. შემდგომში, აგრძელებს რა ვონეგუტი ამ თანამემამულის დიდებაზე საუბარს, ადარებს მას მაღალ მწვერვალს… ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელოთ ეს მწვერვალი.

პასუხი >
შეკითხვა 689:
შეკითხვის გვერდი →

ამბობენ, რომ როდესაც ამ ბრიტანელმა მწერალმა წაიკითხა თავისი თანამედროვე ჰოლანდიელი მეცნიერის წიგნი “ბუნების საიდუმლოებანი”, იგი იმდენად დაინტერესდა მეცნიერის აღმოჩენებით და გამოგონებით, რომ გადაწყვიტა პირადად გაეცნო უკვე ხანში შესული მეცნიერი და ენახა მისი გამოგონება. როგორც სპეციალისტები ვარაუდებონ, ზუსტად ამ გამოგონებაში დანახულმა იქონია კიდეც დიდი ზეგავლენა მის შემდგომ შემოქმედებაზე. ძვირფასო მოაზროვნეებო, არ გეკითხებით ამ ჰოლანდიელი მეცნიერის ვინაობას, უბრალოდ დაასახელეთ ბრიტანელი მწერლის სახელი და გვარი.

პასუხი >
შეკითხვა 688:
შეკითხვის გვერდი →

ქართულში ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ინგლისურში, ფრანგულში, ესპანურში და შესაძლოა სხვა ენებშიც, ამ სიტყვის ანალოგებს აგრეთვე რამოდენიმე მნიშვნელობა აქვთ და აღნიშნავენ იგივეს, რასაც ეს სიტყვა ქართულში. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, პირველი ხომ ნაწილობრივ მეორისგან მზადდებოდა და დღემდე მზადდება კიდეც. პირველს შეიძლება შევუსაბამოთ რიცხვითი მნიშვნელობა — 82, ხოლო მეორეს — 5,45. დაასახელეთ ეს ერთობ საინტერესო სიტყვა ერთი წუთის შემდეგ.

პასუხი >
შეკითხვა 687:
შეკითხვის გვერდი →

გასული საუკუნის 70–იანი წლების დასაწყისში, ერთ–ერთი ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში, ვინმე კარლ ჰანმა, შეკითხვაზე თუ რატომ უწოდეს “პირმშოებს” ასეთი სახელები, უპასუხა: “ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩვენი ქმნილებები მათსავით უსულო, მაგრამ სწრაფები და მიზანმიმართულები არიან და არამგონია ბუნებაში მათზე უკეთესი ანალოგი მოიძებნებოდეს…”. მარკეტინგულმა სვლამ აშკარად გაამართლა, ვინაიდან ეს “პირმშოები” სამ ათწლეულზე მეტია, თითქმის მთელს მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულები არიან. არ გეკითხებით ვიზე ან რაზეა საუბარი, უბრალოდ დაასახელეთ სახალხოდ ცნობილი კომპანია, რომლის პრეზიდენტის პოსტიც ერთ დროს ეკავა ზემოთხსენებულ კარლ ჰანს.

პასუხი >
შეკითხვა 686:
შეკითხვის გვერდი →

ეს ნივთიერება 1938 წელს რურის ხეობაში აღმოაჩინეს და უკვე ერთ წელიწადში, ქიმიური თვისებების შესწავლის შემდეგ, მისი ფორმულა ვერმახტს გადაეცა. სახელწოდება ნივთიერებას, მისი აღმომჩენების —  შრადერის, ამბროსის, რუდიგერის და ლინდეს პატივსაცემად ეწოდა. თქვენ კი, ძვირფასო მოაზროვნეებო, ერთი წუთის შემდეგ უნდა დაასახელოთ სატრანსპორტო საშუალება, რომლის “დახმარებითაც” უკვე ათ წელიწადზე მეტია, ამ ნივთიერების სახელწოდება მასებისათვის არის ცნობილი.

პასუხი >
შეკითხვა 685:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც საქმე მიდგა სახელის შერჩევამდე, მრავალი ვარიანტი განიხილებოდა. მაგალითად: არტემიდე, ჰერკულესი, პერსეფონა, პრომეთე, ზევსი და ოდინიც კი. საბოლოოდ არჩევანი ვენეცია ბერნის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტზე შეჩერდა, რადგან ეს სახელი მიღებულ ტრადიციასაც აგრძელებდა და ვინმე პერსიფალ ლოუელის სახელსაც უკვდავყოფდა. თუ მიხვდით ვის ან რის “ნათლობაზეა” საუბარი, დაასახელეთ სახელი, რომლითაც ის ჩვენთვის ამჟამად არის ცნობილი.

პასუხი >