20-ე გვერდი



დაასახელეთ “გუთების ქვეყანა”, რომლის სახელმწიფო სიმბოლო, ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად შეიქმნა მას შემდეგ, რაც მეფემ ბრძოლის ველზე დაჭრილი თანამებრძოლის სისხლით დასვრილი ხელი ოქროსფერ ფარზე შეიწმინდა.



ეს მეცნიერი ერთ–ერთ თავის წიგნში იხსენებს, რომ ეს კითხვა მას ბავშვობიდან აღელვებდა. როდესაც მას პირველად დაებადა ეს შეკითხვა, მშობლისგან პასუხად მიიღო, რომ ისინი — დიდ სიმაღლეზე განთავსებული ერთგვარი საყოფაცხოვრებო ნივთებია. პასუხმა ცნობისმოყვარე ბიჭუნა ვერ დააკმაყოფილა და ბავშვმა ბიბლიოთეკას მიაკითხა, სადაც მომავალმა მეცნიერმა მათ შესახებ წიგნები მოითხოვა. ბიბლიოთეკის თანამშრომლებისგან, პატარა ბიჭუნამ წიგნების ნაცვლად ჟურნალები მიიღო, რომლებიც კლარკ გეიბლის და ჯინა ჰარლოუს სურათებით იყო აჭრელებული. თუ მიხვდით რა შეკითხვამ მიიყვანა მომავალი მეცნიერი ბიბლიოთეკაში, ადვილად დაასახელებთ მეცნიერებას, რომელშიც მოღვაწეობდა ეს მეცნიერი და შეიძლება ითქვას ცხოვრების ბოლომდე ცდილობდა პასუხი გაეცა შეკითხვისათვის, რომელიც მას ბავშვობიდან აღელვებდა.



თქვენს წინაშეა ამონარიდი შტეფან ცვაიგის შემოქმედებიდან: “ის შეუჩერებლივ ვითარდება, მაგრამ სრულიად უნაყოფოა. აზრია დასკვნის გარეშე. მათემატიკაა, რომელიც არაფერს ანგარიშობს, ხელოვნებაა უნაწარმოებოდ, არქიტექტურული ნაგებობაა საშენი მასალის გარეშე. მიუხედავად ამისა, მან გაუძლო დროთა მსვლელობას უფრო უკეთ, ვიდრე ყველა წიგნმა”. ერთი წუთის შემდეგ, თქვენ უნდა მიხვდეთ რა დაახასიათა ასე ავტორმა და დაასახელოთ ნაწარმოები, საიდანაც აღებულია ეს ციტატა.



ალბათ ბევრ თქვენთაგანს უსარგებლია ამ კომპიუტერული პროგრამით, მაგრამ შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, თუ რატომ უწოდეს პროგრამას, მისმა შემქმნელებმა ეს სახელი. საქმე კი იმაშია, რომ ადამიანმა, რომლის პატივსაცემადაც პროგრამას სახელი ეწოდა, პირველ საუკუნეში მოიმოქმედა ის, ფაქტიურად რის განსახორციელებლადაც განკუთვნილია ეს პროგამა. არ გეკითხებით ამ პიროვნების ვინაობას, დაასახელეთ ზემოთხსენებული კომპიუტერული პროგრამა.



კურტ ვონეგუტი წერდა, რომ 1945 წლის ზამთარში, “სისხლიან მატჩში”, რომელიც ინგლისსა და გერმანიას შორის მიმდინარეობდა, ანგარიში ინგლისელებმა გაათანაბრეს. დაასახელეთ ორი გეოგრაფიული ობიექტი, რომელიც ვონეგუტის აზრით, უშუალოდ მონაწილეობდა ზემოთხსენებულ მატჩში.



არც ამ გამოჩენილ გერმანელ პილოტს და არც მის სეხნიას, გამოჩენილ ამერიკელ სპორტსმენს, აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ქვეყანასთან. აგრეთვე არანაირად არ უკავშირდება ამ ქვეყანას, მე–20 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი გერმანელი ფიზიკოსი სახელად პასკუალი. ქალაქ სოლტ–ლეიკ–სიტიზე ხომ საერთოდ არ ღირს საუბარი, ვინაიდან იგი საერთოდ სხვა კონტინენტზეა განლაგებული. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ სახელმწიფოს საწელწოდება ფიგურირებს ინგლისურენოვან ვიკიპედიაში არსებულ ყველა სტატიაში, რომელიც ზემოთხსენებულ პიროვნებებს და ტოპონიმს ეძღვნება. დაასახელეთ ეს სახელმწიფო ერთი წუთის შემდეგ.



მოისმინეთ რამოდენიმე სტრიქონი კოლაუ ნადირაძის ლექსიდან:
“თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!”
ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელეთ ამ ლექსის სათაური. მინიშნებისათვის გეტყვით, რომ ლექსის სათაურად ავტორმა კონკრეტული თარიღი აირჩია.



ცნობილა, რომ პრეზიდენტი უილიამ ჰერნი ჰარისონი ისტორიაში შევიდა მათ შორის იმით, რომ საკუთარ ინაუგურაციაზე გაცივდა და სულ ერთ თვეში გარდაიცვალა (1841 წლის 4 მარტი — 4 აპრილი). მაშ, კიდევ რა მაჩვენებლით შევიდა ისტორიაში პრეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი?



ამტკიცებენ, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში აიოვას უნივერსიტეტის ერთმა სტუდენტმა რამდენიმე ათეულ თანაკურსელს მიმართა თხოვნით, დაესახელებინათ გოგონა, რომლის გაცნობაც ყველაზე მეტად სურდათ. უმრავლესობამ დაასახელა ადგილობრივი გაზეთის მეპატრონის ქალიშვილი ვინმე ოფელია მილერი. ნახევარი წლის შემდეგ იგი ზემოხსენებული სტუდენტის ცოლი გახდა. დამისახელეთ ამ სტუდენტის ვინაობა!



უკრაინის პრეზიდენტის 1999 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ სიმბოლოებად მიღებულია საპრეზიდენტო სტანდარტი, პრეზიდენტის ნიშანი, გერბიანი ბეჭედი და კიდევ ერთი რამ. რა?







