შემთხვევითი შეკითხვა:

2007 წლის ივნისში დიდი რვიანის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების სამიტის წინ, მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად რუსეთს ეწვია. ორი... განვაგრძოთ→

იაპონური ანდაზა:

ყოველი ქალი ლამაზია სიბნელეში, შორს და ქაღალდის ქოლგას შეფარებული

შეკითხვების არქივი

21-ე გვერდი

შეკითხვა 674:
შეკითხვის გვერდი →

როცა იგი 1607 პავლე მეხუთესაგან რომში ეპისკოპოსად კურთხევას იღებდა, პაპი ერთობ დააეჭვა მისმა ახალაგაზდრულმა ასაკმა. მაშინ მან პაპი დაარწმუნა, რომ საეპისკოპოსო ასაკი უკვე შეუსრულდა, თუმცა კურთხევის შემდეგ გამოტყდა სიცრუეში და პაპისაგან ამ ცოდვის შენდობა მოითხოვა. „ეს ბიჭუნა დიდი გაიძვერა ვინმე დადგება“ — თქვა მაშინ შორსმჭვრეტელმა პავლე მეხუთემ. მაშ, დამისახელეთ ეს გაიძვერა ბიჭუნა!

პასუხი >
შეკითხვა 673:
შეკითხვის გვერდი →

ფრანგი მხატვარი ნიკოლა პუსენი ამბობდა, რომ ნამდვილი ხელოვანისთვის „სიკვდილი“ აუცილებელი პირობაა. ცნობილია, ბევრი „მკვდარი“ პოეტი, მათ შორის ეფიმ პრიდვოროვი, ან თუნდაც ტერენტი გრანელი. ხოლო ჟან პოლი ამბობდა, რომ „სიკვდილი“ არის ბევრი ნაკლის და იმავდოულად ყველა გამოგონების დედა. დამისხელეთ სიტყვა, რომელიც მე შევცვალა სიტყვით „სიკვდილი“!

პასუხი >
შეკითხვა 672:
შეკითხვის გვერდი →

გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს აშშ საპროტესტო მოძრაობამ მოიცვა. ამავე დროს გააქტიურდნენ მოსახლეობის სხვადასხვა ფენების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები. პიკს მიაღწია ფემინისტურმა მოძრაობამ, შეიქმნა შავკანიან ამერიკელთა ორგანიზაცია ”შავი ავაზები”. ამავე პერიოდში აშშ-ში მოსახლეობის სწრაფად მზარდმა ჯგუფმა შექმა საკუთარი უფლებების დამცველი საზოგადოება სახელწოდებით ”რუხი ავაზები”. რა კატეგორიის ამერიკელების უფლებებს იცავდა საზოგადოება „რუხი ავაზები“?

პასუხი >
შეკითხვა 671:
შეკითხვის გვერდი →

ტორდესილიასის სასახლის კომენდანტი მარკიზი დენია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მეთვალყურეობდა კასტილიის დედოფალ ხუანა შეშლილს ერთერთ პატაკში წერდა: „დედოფალმა აპეტიტი დაკარგა, შეუფერებლად აცვია, დროულად არ იძინებს“. იქვე მარკიზი აღნიშნვდა, რომ მის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დედოფალი აღარ აკეთებს ამას, რაც საბოლოოდ ადასტურებს მის ავადმყოფობას. კითხვა: დედოფლის მიერ რაზე უარის თქმამ შეაშფოთა ასე მარკიზი დენია?

პასუხი >
შეკითხვა 670:
შეკითხვის გვერდი →

არსებობს პოლიტიკური ხუმრობა, რომელიც უკანასკნელი 183 წლის განმავლობაში რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მმართველების მონაცვლეობას ეფუძნება და რომელიც ამტკიცებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს პარადოქსულ კანონზომიერებას. ერთი შეხედვით, ეს კანონზომიერება დაირღვა მაშინ, როცა სტალინის შემდეგ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა მალენკოვი, მაგრამ, მწერალი ვლადიმერ სავჩენკო ამტკიცებს, რომ იმ პერიოდის საბჭოთა კავშირს რეალურად ბერია მართავდა, შესაბამისად, კანონზომიერება არ დარღვეულა. მაშ, რა თავისებურება აქვს ამ ხუმრობა-პარადოქსის მიხედვით რუსეთის ყოველ მეორე მმართველს?

პასუხი >
შეკითხვა 669:
შეკითხვის გვერდი →

როგორც ამტკიცებს ვიკიპედია, იგი ბერგამოს მკვიდრია, რომელმაც უკეთესი ცხოვრების ძებნაში ვენეციაში იპოვა ნავთსაყუდელი. თავდაპირველად ის მიამიტი და გულუბრყვილო იყო და მრავალრიცხოვანი საკერებლებით დაფარულ კოსტიუმს ატარებდა, თუმცა მოგვიანებით ეშმაკ და ენამახვილ ინტრიგნად ჩამოყალიბდა და შესაბამისად, კოსტიუმის საკერებლებმაც გაცილებით ესთეტიური სახე მიიღეს. ახლა კი დამისახელეთ ბულგარელი ემილ დიმიტროვის ცნობილი სიმღერა, რომლითაც იგი გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით პოპულარული გახდა!

პასუხი >
შეკითხვა 668:
შეკითხვის გვერდი →

მისი მოძებნის პროცესმა კითხვის ავტორს, იმერეთის ერთი სოფლის მკვიდრისაგან განსხვავებით, დიდი სიამოვნება ვერ მოუტანა. სამაგიეროდ, მოთხრობისა და ფილმისაგან განსხვავებით, ჩვენს შემთხვევაში ძებნის შედეგი ერთობ კონკრეტული აღმოჩნდა, კერძოდ კი სიმფეროპოლისა და ყირიმის ეპისკოპოსი პოლიკარპ ვასილიევიჩ გულევიჩი, რომელიც 1937 წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს ბოლშევიკებმა. მაშ, რა სახელითაა ცნობილი ეპისკოპოსი გულევიჩი 2000 წლის შემდეგ?

პასუხი >
შეკითხვა 667:
შეკითხვის გვერდი →

იგი 1884 წელს დაიბადა ლუქსემბურგში, 20 წლის ასაკში გადაბარგდა აშშ-ში სადაც ხელმისაწვდომი რადიოკომპლექტების წარმოება დაიწყო. ვიკიპედია ამტკიცებს, რომ სწორედ მას ეკუთვნის ტერმინი „television“ და ტერმინი „scientifiction“ (სამეცნიერო ფანტასტიკა). ასევე იგია ავტორი მოთხრობების სერიისა ”ბარონ მიუნჰაუზენის სამეცნიერო თავგადასავლები”. მე არ გეკითხვბით მის გვარს, უბრალოდ, დამისახელეთ მისი სახელი!

პასუხი >
შეკითხვა 666:
შეკითხვის გვერდი →

მე-19 საუკუნის შუახანებში გერმანიასა და ავსტრიაში პოპულარული გახდა სატრფიალო ბარათების ნაცვლად საყვარელი ქალისთვის ყვავილების თაიგულის გაგზავნა, რომელშიც ყველა ყვავილი გარკვეულ აზრობრივ დატვირთვას ატარებდა. ასე, მაგალითად ნარშავის (чертополох) ყვავილი ქალს აუწყებდა: „სიცოცხლის პოეზია ისე ჩაგივლის გვერდით, რომ ყურადღებას არ მოგაქცევს“, იორდასალამი (პიონი) ნიშნავდა: „შენ საოცრად ამაყი ხარ შენი სიმშვნეიერით“. დამისახელეთ ყვავილი, რომელიც ნიშნავდა შემდეგს: „შენ ისეთი ფლეგმატური და მძინარა ხარ, რომ ჩემი გულის ხმა არ გესმის“!

პასუხი >
შეკითხვა 665:
შეკითხვის გვერდი →

1928 წელს სამი კომკავშირელი პოეტი, ჟაროვი, უტკინი და ბეზიმენსკი შემოქმედებითი მივლინებით ევროპაში გამეგზავრნენ. ევროპელები სრულიად სამართლიანად უყურებდნენ მათ როგორც ბოლშევიკ აგიტატორებს და ამიტომ მკვეთრად შეუმცირეს თითოეულ პუნქტში გაჩერების ვადა. დამისახელეთ სახელწოდება, რომლითაც რუსეთში დაბრუნებულმა პოეტებმა დაასათაურეს თავიანთი ჩანახატი ამ მოგზაურობის შესახებ!

პასუხი >