შემთხვევითი შეკითხვა:

რას ვუწოდებთ ჩვენ იმას, რაც იაპონურად აღინიშნება 3 იეროგლიფით: ”ქვევით”, ”მიწა” და ”რკინა”? პასუხი→

ბერტრან რასელი:

თავისუფალია მხოლოდ ის აზრი, რომელსაც შეუძლია საკვები მოგიტანოს.

შეკითხვების არქივი

22-ე გვერდი

შეკითხვა 664:
შეკითხვის გვერდი →

როგორც ამტკიცებენ სპეციალისტები, თენსპოტების, იგივე სოუბაკების სამსახურის საშუალო განგრძლივობა — 18 თვეა, დაბლ სოუბაკებისა — 25 თვე. მათგან ყველაზე გამძლეა სი-ნოუტი, რომლისათვის ეს ვადა 60 თვეს შეადგენს. ახლა კი დამისახელეთ სი-ნოუთების კიდევ ერთი მეტსახელი, რომელიც მას ერთი უდარდელი ექიმის სეხნიად ხდის!

პასუხი >
შეკითხვა 663:
შეკითხვის გვერდი →

ამ ეგზოტიკური „დაწესებულების“ სახელწოდების არაბული ვარიანტი გამოიყენება როგორც ჩვენთვის ცნობილი შინაარსით, ასევე ნებისმიერი წმინდა ადგილის აღსანიშნავად. მისი მეორე სახელწოდება წარმოდგება იტალიური სიტყვისაგან „შემოსაზღვრული ადგილი, სამხეცე“, კიდევ ერთი სახელი ჰინდური წარმოშობისაა და ჰინდის ენაზე ”ფარდას” ნიშნავს. მოცარტმა აჩვენა, რომ იქ შესანიშნვად მღერიან, ხოლო ერთი რუსული ინტერნეტ–საიტი ამტკიცებს, რომ იქ არ არსებობენ ცუდი მოცეკვავეები. დამისახელეთ ეს „დაწესებულება“!

პასუხი >
შეკითხვა 662:
შეკითხვის გვერდი →

ფილმში „აპოლო 13“ არის ასეთი ეპიზოდი: როცა ხომალდი მიწას უახლოვდება, ასტრონავტი თიშავს ყველა მოწყობილობას და ამბობს: „ახლა კი შტურვალთანაა ვალიკო მიზანდარი“ . დამისახელეთ სახელი და გვარი, რომელიც მე ვალიკო მიზანდარით შევცვალე!

პასუხი >
შეკითხვა 661:
შეკითხვის გვერდი →

ირლანდიელები ამტკიცებენ, რომ ზურმუხტოვან კუნძულზე გადასვლისთანავე წმინდა პატრიკი ინტენსიურად შეუდგა სამი სასიცოცხლო საქმის კეთებას: კუნძულზე არსებული ყველა გველის გაწყვეტას, წარმართების გაქრისტიანებას და კიდევ ერთ საქმეს, რომელიც იგივე ლეგენდის მიხედვით, ძალიან ეხმარებოდა ქრისტიანობის გავრცელებაში. მაშ, კიდევ რა საქმიანობას ეწოდა წმინდა პატრიკი ირლანდიაში?

პასუხი >
შეკითხვა 660:
შეკითხვის გვერდი →

რამდენიმე ხნის წინ ტელეკომპნია ნტვ-ს ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ერთერთი მატჩის რეპორტაჟის წაყვანის დროს რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ მოედანზე ადგილი ჰქონდა მილიციური ორთაბრძოლას (милецейское единоборство). დამისახელეთ გუნდები, რომლებიც იმ დღეს ერთმანეთს ხვდებოდნენ!

პასუხი >
შეკითხვა 659:
შეკითხვის გვერდი →

ალბათ ზოგმა ჩვენთაგანმა არ იცის, თუ რას წარმოადგენს მიქაელ მუსკულუსი. თუმცა მისი თავი ძალიან ცნობილი სიმბილოა და მისი სილუეტი ბევრ ფილმში ამა თუ იმ სახით შეგვხვედრია. მაგალითისათვის შემიძლია დაგისახელოთ ბემბი, მძინარე მზეთუნახავი, მეფე-ლომი, პიტერ პენი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა. მაშ, რა სახელით ვიცნობთ ჩვენ მიქაელ მუსკულუსს?

პასუხი >
შეკითხვა 658:
შეკითხვის გვერდი →

შუა საუკუნეების რუსეთში ეს შეჯიბრი ეკლესიის ახლოს ან სამრეკლოზე ტარდებოდა ხოლმე და ძირითადად გარდაცვლილი ნათესავების სულის მოგონებას ემსახურებოდა. არსებობდა შეჯიბრის ორი ნაირსახეობა — ინდივიდუალური და ჯგუფური. აღსანიშნავია, რომ ორთაბრძოლის ეს სახეობა, ბანქოსთან და კამათლით თამაშთან ერთად, მოიხსენიება რუსულ საეკლესიო წყაროებში 1629 წელს, როცა ვოლოგდის ეპისკოპოსმა ვარლამმა ისინი ყველა ერთად აკრძალა. მაშ, რა შეჯიბრზეა საუბარი, თუკი ის აუცილებლად გაიმართება რუსეთში დაახლოებით ერთი თვის შემდეგ?

პასუხი >
შეკითხვა 657:
შეკითხვის გვერდი →

ფარაონ ჯოსერის მმართველობის ხანამდე ეგვიპტელი ფარაონების სამუდამო განსასვენებელი ე.წ. მასტაბა იყო, რომელიც წარმოადგენდა გვერდებმომრგვალებულ, მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მიწაყრილს. მისი სიკვდილის შემდეგ არქიტექტორმა იმჰოტეპმა უარი თქვა არსებულ ტრადიციაზე. მან ექვსი, სხვადასხვა ზომის მასტაბა დააშენა ერთი-მეორეს და ასე გახდა ფარაონი ჯოსერი პირველი ეგვიპტური პირამიდის მარადიული ბინადარი. შედეგად მიღებული ნაგებობის გარეგნული იერის გათვალისწინებით ეგვიპტოლოგები მას სიმბოლურად უწოდებენ ისევე, როგორც ეწოდება 1970-იან წლებში შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებს. დაასახელეთ ამ მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდება.

პასუხი >
შეკითხვა 656:
შეკითხვის გვერდი →

ფრანც კაფკა ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე ამბობდა, რომ „იქსი არის სუსტი, მაგრამ ერთადერთი შანსი ტურისტისათვის, რომ სწრაფად და ჭეშმარიტად შეაღწიოს პარიზის გულში“. რაიმონ კენოს რომანის გმირისათვის, კი — იქსი წარმოადგენს პროვინციალის ყველა ფანტაზიის კვინტესენციას პარიზის შესახებ. დაასახელეთ ხუთასოიანი სიტყვა, რომელიც დაშიფრულია იქსით ამ კითხვაში.

პასუხი >
შეკითხვა 655:
შეკითხვის გვერდი →

მე–19–20 საუკუნეების მიჯნაზე მათი რაოდენობა მთელი მსოფლიო მასშტაბით ერთ მილიარდ ერთეულს აჭარბებდა, მათ შორის 250 ათას ერთეულს ითვლიდა ქალაქი პარიზი. ბუნებრივია, მათი ასეთი დიდი რაოდენობა გულისხმობდა გარკვეული კატეგორიის ადამიანების ჭარბი რაოდენობით არსებობასაც, რომელთა შესახებაც 1948 წელს გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმი. დაასახელეთ ამ ფილმის რეჟისორი.

პასუხი >