შემთხვევითი შეკითხვა:

1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს პიროვნება, მიუხედავად სოლიდური ასაკისა და სიმდიდრისა, მაინც საკუთარი ხელით უცვლიდა წვეტებს (შიპებს) გფრ–ის... განვაგრძოთ→

გ. როულანდი:

მამაკაცი იტაცებს პირველ კოცნას, ევედრება მეორეზე, მოითხოვს მესამეს, იღებს მეოთხეს, თანხმდება მეხუთეზე და ითმენს ყველა დანარჩენს.

შეკითხვების არქივი

23-ე გვერდი

შეკითხვა 654:
შეკითხვის გვერდი →

ჯეისონ ლუისი 13 წლის განმავლობაში მოგზაურობდა დედამიწის გარშემო. ამასთან ის გადაადგილდებოდა მხოლოდ იმ საშუალებებით, რომლებიც მოძრაობაში მოდის ადამიანის კუნთების მეშვეობით. მან ველოსიპედის, წყლის ველოსიპედის, კანოეს, კატამარანის, გორგოლაჭების და ციგურების საშუალებით მოიარა ხუთი კონტინენტი და შინ მშვიდობით დაბრუნდა. დასახლებული პუნქტი, საიდანაც მან აიღო სტარტი და სადაც მან დაასრულა თავისი 13-წლიანი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო არც-თუ შემთხვევით იყო შერჩეული. დაასახელეთ ეს დასახლებული პუნქტი და გაითვალისწინეთ, რომ მის სახელში სამი ერთნაირი ხმოვანია.

პასუხი >
შეკითხვა 653:
შეკითხვის გვერდი →

XX საუკუნეში ერთმა იტალიელმა განაცხადა: — მე რომ შემეძლოს მათი ყველა სახელის დამახსოვრება მაშინ ბოტანიკოსი გამოვიდოდიო. ისინი წარმოადგენენ 1990-იან წლებში დაწერილი რომანის სახელწოდებას. დაასახელეთ ამ რომანის სახელწოდება.

პასუხი >
შეკითხვა 652:
შეკითხვის გვერდი →

მარლენ დიტრიხი ამბობდა რომ იქსი ჩემი საფირმო პროდუქტია, მე მას ჩემს გამოსვლებში ვყიდი და ის ძალიან ძვირი ღირსო. იგრეკის სიგრძე კი — ვიკიპედიის მტკიცებით 4444 კილომეტრია. დაასახელეთ ორივე თუ იგრეკი იქსის შემადგენელი ნაწილია.

პასუხი >
შეკითხვა 651:
შეკითხვის გვერდი →

ზოგიერთი ისტორიკოსი ფეოდალური ხანის და ზოგადად რაინდების ეპოქის დასაწყისად ასახელებს თარიღს, ჩვ. წ.–ის 450 წელს (მე–5 საუკუნე), როდესაც დამპყრობელი მომთაბარეების წყალობით ეს გამოგონება ევროპაში მოხვდა. დაასახელეთ ეს გამოგონება, თუ პირველად მის შესახებ შეკითხვის ავტორმა სკოლაში, რუსულის გაკვეთილზე შეიტყო, როდესაც მოუხდა გამონაკლისი არსებითი სახელების დაზუთხვა.

პასუხი >
შეკითხვა 650:
შეკითხვის გვერდი →

2007 წლის ივნისში დიდი რვიანის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების სამიტის წინ, მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად რუსეთს ეწვია. ორი მეზობელი სახელმწიფოს პრეზიდენტს უნდა ემსჯელათ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, სავიზო რეჟიმის, ენერგო ბლოკადის, ღვინის ექსპორტის და მრავალი სხვა დღემდე მოუგვარებელი პრობლემის შესახებ. ამ ვიზიტთან დაკავშირებით გაზეთ «24 საათში» დაჩი ღირსიაშვილმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის სათაურიც ემთხვევა 1996 წელს შექმნილი ფილმის სახელწოდებას. დაასახელეთ ამ ფილმის სათაური.

პასუხი >
შეკითხვა 649:
შეკითხვის გვერდი →

მოისმინეთ შოთა ამირანაშვილის პოეტური მინიატურა: „– ამ ბოლო დროს დავალებებს, რატომ არ წერ გოჩა? — ავად არის პაპაჩემი, ვერა და ვერ მორჩა“. განვაგრძოთ შეკითხვა — 2008 წლის მარტში, ვილიარეალთან მატჩის შემდეგ, ბარსელონას მცველმა, აბიდალმა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ დაღლილობა არასოდეს არ არის ის, რაც ეწოდება ამ პოეტურ მინიატურას. დაასახელეთ მისი სათაური ორი სიტყვით.

პასუხი >
შეკითხვა 648:
შეკითხვის გვერდი →

ასწლიანი ომის დროს, აზენკურის ბრძოლის წინ, 1415 წლის ოქტომბერში, ფრანგები იქადნებოდნენ, რომ ინგლისელთა მშვილდოსნებს, მას შემდეგ რაც ისინი ფრანგების ტყვეობაში ჩავარდებოდნენ, მოკვეთდნენ სხეულის იმ ნაწილს, რომელიც ბრძოლაში მათთვის ყველაზე ძვირფასი იყო. როგორც მოგეხსენებათ ბრძოლა ფრანგების გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. ლეგენდის თანახმად სწორად ამ ბრძოლის შემდეგ, ინგლისელები ჩადიან ქმედებას, რომელიც პირადად ჩემთვის (კითხვის ავტორისათვის) ასოცირდება ქალის სახელთან. დამისახელეთ ქალის ეს სახელი.

პასუხი >
შეკითხვა 647:
შეკითხვის გვერდი →

იქსი გასული საუკუნის 50-იან წლებში ავსტრიული წარმოშობის ამერიკელმა, რობერტ ადლერმა შექმნა. აშშ-ს ერთ-ერთმა კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ დღესდღეობით ყოველ ამერიკულ ოჯახში საშუალოდ არის 4 იქსი, სხვა მონაცემებით ეს რიცხვი 5-ს და 6-საც კი აღწევს. თითოეული იქსი კი — საშუალოდ შეიცავს 30-დან 50 იგრეკამდე. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.

პასუხი >
შეკითხვა 646:
შეკითხვის გვერდი →

სემაფორულ ანბანში ინგლისური ანბანის მეთოთხმეტე ასო გამოისახება ორი დროშით, როდესაც მარცხენა და მარჯვენა ხელი, ორივე დაბლაა დაშვებული მხრების დონეზე. ინგლისური ანბანის მეოთხე ასო კი გამოისახება ორი დროშის საშუალებით, როდესაც მარჯვენა ხელი მაღლაა აწეული, მარჯვენა დაბლა და ორივე ხელი ერთმანეთთან გაშლილ კუთხეს ადგენენ. ამ ორი სიმბოლოს და კიდევ ერთი მარადიული სიმბოლოს გაერთიანებით 1958 წლის თებერვალში ჯერალდ ჰოლტომმა შექმნა ახალი სიმბოლო, რომელიც ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა გამოსახოთ თქვენს ფურცლებზე.

პასუხი >
შეკითხვა 645:
შეკითხვის გვერდი →

კანადელი ასტრონომის, დევიდ ლევის აზრით «ისინი კატებს ჰგვანან, იქცევიან ისე, როგორც მოესურვებათ და მათაც, კატების მსგავსად გააჩნიათ იქსი». იქსი ფიგურირებს ზედსართავ სახელში, რომლითაც დავით კლდიაშვილი ახასიათებს საკუთარ პერსონაჟებს, აღწერს რა აზნაურებს, რომელთაც არაფერი გააჩნიათ და მაინც თავის გვარიშვილობას და წარსულ დიდებას არ ივიწყებენ. მე არ გეკითხებით არც იმას, თუ რის შესახებ თქვა დევიდ ლევიმ ეს სიტყვები და არც იმას თუ რა არის იქსი. დამისახელეთ ზედსართავი სახელი.

პასუხი >