შემთხვევითი შეკითხვა:

პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა თავისი წინასაარჩევნო კომპანიის დროს ერთ-ერთ გამოსვლაზე თქვა შემდეგი ფრაზა: ”თუ მე გავხდები პრეზიდენტი, შესაძლებელს გავხდი... განვაგრძოთ→

ს. ჰენსერი:

დაივიწყე შენი სიღარიბე, მაგრამ არ დაივიწყო ის, რაც მან გასწავლა.

შეკითხვების არქივი

24-ე გვერდი

შეკითხვა 644:
შეკითხვის გვერდი →

ეს ორი სიტყვა აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა აქტიურად გამოიყენება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. პაციფისტური იდეებით გამსჭვალული და რეგიონში მშვიდობის დამყარების მსურველი პირები ამ სიტყვების საშუალებით მიუთითებენ მათ „ბუკვალურ” მნიშნველობაზე და აცხადებენ — ისევე როგორც მათ აქვთ ერთი წარმომავლობა, ასევე ებრაელ და პალესტინელ ხალხსაც საერთო წარსული აქვსო. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელ-პალესტინური პაციფისტური შეხვედრები სიმბოლურად, და არა მხოლოდ სიმბოლურად, იწყება სწორად ამ ორი სიტყვით. დაასახელეთ ორივე თუ მათი „ბუკვალური“ მნიშვნელობა მე უკვე ვახსენე კითხვის წაკითხვის პროცესში.

პასუხი >
შეკითხვა 643:
შეკითხვის გვერდი →

თქვენს წინაშეა დათო ევგენიძის პოეტური მინიატურა:

„გეუბნები რომ მიყვარხარ
მეასეჯერ!
X Y Z
არასოდეს მყვარებიხარ!“.

აღადგინეთ სამი გამოტოვებული სიტყვა «X, Y, Z» ნაცვლად!

პასუხი >
შეკითხვა 642:
შეკითხვის გვერდი →

ამ პარამეტრით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან განიმედე, კალისტო, იო და ევროპა. მესამე ადგილი უკავია ტიტანს, მეოთხე — იაპეტს, მეხუთე კი — რეას. თუ მიხვდით რა პრინციპით არიან ცხრილში განლაგებული ეს ციური სხეულები, დაასახელეთ რომელი ციური სხეული იკავებს პირველ პოზიციას.

პასუხი >
შეკითხვა 641:
შეკითხვის გვერდი →

ალბერტ შვაიცერი ამბობდა, რომ არსებობს ორი საშუალება ამქვეყნიური გაჭირვებისგან თავის ასარიდებლად, ეს არის მუსიკა და ისინიო. ისინი ფიგურირებენ მუსიკალური ნაწარმოების სათაურში, რომლის პრემიერაც გაიმართა ლონდონში 1981 წლის 11 მაისს. დაასახელეთ ამ მუსიკალური ნაწარმოების ავტორი.

პასუხი >
შეკითხვა 640:
შეკითხვის გვერდი →

1967 წლის 21 ივნისს აშშ-ს საპატენტო ბიუროს მიერ გაცემულ იქნა პატენტი ახალი მოწყობილობის შექმნისათვის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საავტორო უფლების დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტში ის სახელი, რომლითაც ცნობილია ეს მოწყობილობა, მოხსენიებული არ არის. თუმცა, ის ფიგურირებს გასული საუკუნის 20-იან წლებში შექმნილი პერსონაჟის სახელში, რომლის ნამდვილი სახელი მინერვა გახლავთ. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.

პასუხი >
შეკითხვა 639:
შეკითხვის გვერდი →

ამ პარამეტრით მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზეა ირანი, რომლის რიცხვითი მაჩვენებელი მერყეობს 5-სა და 6 მილიონს შორის. მესამეზე — ერაყი 4-დან 5-მილიონამდე მაჩვენებლით. მეოთხეზე — სირია 2-დან 3 მილიონამდე მაჩვენებლით. მე არ გეკითხებით თუ რას აღნიშნავენ ეს რიცხვები. დამისახელეთ ქვეყანა, რომელიც იმყოფება ამ სიაში პირველ ადგილზე და რომლის რიცხვითი მაჩვენებელი აჭარბებს 15 მილიონ ერთეულს.

პასუხი >
შეკითხვა 638:
შეკითხვის გვერდი →

1990 წელს უილიამ სტეიგმა დაწერა და დაასურათა წიგნი. წიგნის მთავარი პერსონაჟის სახელი მან აიღო გერმანული სიტყვიდან, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც „ძრწოლა“. მიუხედავად მისი თვინიერი ხასიათისა, ეს პერსონაჟი მართლაც რომ შიშს და ძრწოლას თესავს ყველგან წიგნში მოთხრობილი მთელი ამბის განმავლობაში, თუმცა საბოლოოდ მას მაინც ეწვევა სიყვარული და ამბავიც კეთილად მთავრდება. დაასახელად ამ პერსონაჟის სახელი.

პასუხი >
შეკითხვა 637:
შეკითხვის გვერდი →

მისი დაბადების დღე 29 აპრილსაა. იგი ძალიან პოპულარულია მსოფლიოში, თავისი სილამაზის, ტალანტისა და ”სახიფათო ფიქრების” გამო. ოსკარების ერთ-ერთ დაჯილდოებაზე დარბაზი მას ფეხზე ადგომით შეეგება. მეტიც, მამაკაცები აღფრთოვანებულები უმღერდნენ ცნობილი ჯგუფის ერთ-ერთ კომპოზიციას, რომელიც მსოფლიოს ჯორჯ მარტინის წყალობით მოევლინა. დაასახელეთ ამ სიმღერის სახელწოდება და შემსრულებელი ჯგუფი.

პასუხი >
შეკითხვა 636:
შეკითხვის გვერდი →

ამის შექმნის იდეა პირველად უნგრელ გამომგონებელს 1947 წლის გაზაფხულზე მოუვიდა. მალე მან მსოფლიოს მრავალი მკვლევარის ყურადღება მიიპყრო და სწრაფი პოპულარობა მოიპოვა. დღეს უკვე ის შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ სავაჭრო მაღაზიაში, გამოფენებზე, ბიბლიოთეკებში… სიტყვასიტყვით მისი ძველბერძნული თარგმანი ჟღერს, როგორც ”მთლიანი ჩანაწერი” რაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 635:
შეკითხვის გვერდი →

ბრაზილიაში, ავსტრალიასა და ჩინეთში ის ყვითელი და ნარინჯისფერია; ბელგიაში და საფრანგეთში — წითელი, ჰოლანდიაში და მონაკოში — ლურჯი და ცისფერი, იაპონიაში — მწვანე, ჩეხოსლოვაკიაში — წითელი თეთრზე, ჩვენთან კი — შავი თეთრზე. რაზეა საუბარი?

პასუხი >