26-ე გვერდი



როდესაც პტოლემეოს III აპირებდა სირიაში ანტიოქე II–ს წინააღმდეგ გალაშქრებას, მისმა მეუღლე ბერენიკემ, გადაწყვიტა აფროდიტესთვის მსხვერპლი შეეწირა. ამისათვის მან მისი ყველაზე ძვირფასი “სამკაულიც” კი გაიმეტა. თუმცა დილას, ტაძარში შესულმა აღმოაჩინა, რომ მისი ძღვენი გაუჩინარდა, რამაც რაღა თქმა უნდა დედოფლის რისხვა გამოიწვია. გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან გონებამახვილმა კონონმა იპოვა. არ გეკითხებით ვინ იყო კონონი, დაასახელეთ ადგილი, სადაც მან მოპარული ძღვენი აღმოაჩინა.



კითხვის ავტორი ინტერნეტში წააწყდა რუსულენოვან სტატიას, სადაც მოთხრობილია ამ უძველესი მოწყობილობის შექმნის და განვითარების ისტორია. აქვეა სია, რომელშიც მოყვანილია ამ მოწყობილობის სხვადასხვა სახეობა. სიაში მოხსენიებულია სიტყვები: ჯიბე, მაგიდა, წყალი, კედელი, კოშკი, ქვიშა, ხელი და სხვა. მიხვდით რა მოწყობილობაზეა საუბარი და დაასახელეთ ორი სიტყვა, რომლებიც სტატიის სათაურში ფიგურირებენ და რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. მინიშნებისათვის გეტყვით, რომ პირველი სიტყვა — ერთ–ერთი უძველესი ღვთაების სახელია და ამ მოწყობილობის უძველეს სახეობასთან გადატანითი მნიშვნელობით არის დაკავშირებული, ხოლო მეორე — ამ მოწყობილობის ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე ვარიანტთან არის უშუალო კავშირში.



ჟიულ ბარტი თავისი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია სპორტის ამ სახეობაში. ერთ–ერთი ინტერვიუს დროს, იგი ჟურნალისტებმა მის ლეგენდარულ თანამემამულეს შეადარეს, რაზეც ენამახვილმა ჩემპიონმა მიუგო: “ის, რასაც ასწავლიან სკოლებში ამ ადამიანზე, სრული მითია. სინამდვილეში მას 11 ვაჟი ჰყავდა და არა ერთი”.
არ გეკითხებით ვის შეადარეს ჩვენი კითხვის გმირი, უბრალოდ დაასახელეთ სპორტის სახეობა, რომელშიც ჟიულ ბარტმა მიაღწია ასეთ მაღალ შედეგებს.



ეს სიტყვა ინგლისურში შეიძლება იყოს ზმნაც და არსებითი სახელიც. ამ სიტყვას მრავალი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად: ათლეტიზმის ერთ–ერთი სახეობა, ცერემონიალური მსვლელობა, ბილიკი ფეხით მოსიარულეთათვის, რაიმეს მოპარვა და სხვა. თუ მიხვდით რომელ სიტყვაზეა საუბარი, დაასახელეთ ორი სავაჭრო ნიშანი, რომელთა სახელწოდებაში ფიგურირებს ეს ინგლისური სიტყვა და რომელთა სამშობლო კუნძულოვანი სახელმწიფოებია.



დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი თქვენგანი, ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ კრიკეტის მატჩს არ დასწრებია. მაგრამ იმაშიც ვარ დარწმუნებული , რომ მიუხედავად ამისა, ბევრ თქვენგანს მოსმენილი აქვს ჟივილ–ხივილი და ხმაური, რომელიც გულშემატკივართა მქუხარე მხარდაჭერას თან სდევდა, თუმცა მაგ დროს ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ეს ადამიანების მიერ გამოწვეული ხმაურია.
დაასახელეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც ზემოთხსენებულ მატჩს დაესწრო და შემდგომში მთელს მსოფლიოს მოასმენინა ეს ხმები.



ამბობენ, როდესაც ჰაინრიხ ჰაინემ ერთ–ერთ გერმანულ გაზეთში წაიკითხა ეს სტატია, იგი განრისხდა. განრისხდა არა იმდენად სტატიის არსებობის ფაქტის გამო, არამედ იმით, რომ სტატია არ იყო პირველ გვერდზე დაბეჭდილი.
მაშ რას ეხებოდა სტატია, რომელმაც პოეტის ასეთი გულის წყრომა გამოიწვია?



ასეთი ადამიანები გერმანიაში ჯერ–ჯერობით სულ სამია. ისტორიის პროფესორი — ეკარდ ფრაიზე, დიასახლისი — მარლენე გრაბჰერი და ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი — გერჰარდ კრემერი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა, რომელიც ამ სიას 2002 წლის ოქტომბერში დაემატა, დაახლოებით ორჯერ მეტს მიაღწია, ვიდრე მისმა წინამორბედებმა.
ერთი წუთის შემდეგ, თქვენ უნდა მითხრათ, რომელ შეკითხვას უკავშირდება ამ ხალხის მიღწევები.



გერმანულ ენაში არის სიტყვა “zwist”, რომელიც მომდინარეობს სიტყვიდან “zwei”, რაც ნიშნავს ორს. ენათმეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვენში გავრცელებული ამ სიტყვის ანალოგი, წარმოსდგება ლათინური სიტვისგან “Duo”, რაც ასევე ორს ნიშნავს. თუ მიხვდით, რომელ სიტყვაზეა საუბარი, დაასახელეთ მათემატიკოსი, რომლის სიცოცხლეც 1832 წელს ამან შეიწირა.



ვინმე მორის მიჩტონს, გასული საუკუნის დასაწყისში, ნიუ–იორკის ერთ–ერთ უბანში გახსნილი ჰქონდა პატარა, საბავშვო მაღაზია, სადაც იგი ტკბილეულობით და სათამაშოებით ვაჭრობდა. თუმცა სახელი მან გაითქვა არა ტკბილეულობის წარმოებით, არამედ კლიფორდ ბერიმენის მიერ დახატულ, პოლიტიკურ კარიკატურაზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქციით.
მაშ რისი წარმოებით გაითქვა სახელი მორის მიჩტონმა იმდროინდელ ამერიკაში?



ერთხელ სალვადორ დალის, ერთ–ერთმა პარფიუმერულმა ფირმამ დაუკვეთა ფლაკონი ახალი სუნამოსათვის. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა. აიღო საგანი, რომელიც სახლში მოიძია, მას ლითონის ნაწილი მოხსნა, ოქროსფრად შეღება და განაცხადა, რომ ეს ფლაკონის თავსახურის როლს შეასრულებდა. მწარმოებლებს კი შესთავაზა სუნამოსთვის მიეცათ ერთობ უჩვეულო სახელწოდება “გაელვება”. მაშ რისგან გადაწყვიტა სალვადორ დალიმ ამ ფლაკონის დამზადება?







