27-ე გვერდი



ეს ორი ახლო მნიშვნელობის მუქარის გამომხატველი ორი ტერმინი მოვიდა სხვადასხვა ენებიდან. პირველი — სპარსულიდან, მეორე — ფრანგულიდან. პირველი დღემდე გამოიყენება და მათემატიკურ ნიშანთანაც კია დაკავშირებული. მეორე, რომელსაც გარკვეული კავშირი აქვს ცივი იარაღის დეტალთან, მივიწყებულია, როგორც ნატიფი წვრილმანი. დაასახელეთ ორივე ტერმინი!



ბრიგანტიის რომაელმა ნაცვალმა სერვიუს ლუპუსმა ჩვენი წელთ აღრიცხვის 100 წელს ბრძანა ამ ნაგებობის აგება. გავიდა საუკუნეები. ბრიგანტია გახდა ესპანური ქალაქი ლა-კორუნია. ნაგებობა კი კვლავ ემსახურება ადამიანებს და ასრულებს იგივე დანიშნულებას. რა დანიშნულებას?



იუდეველთა რიტუალში ეს წარმოადგენს შეხსენებას იმ ლოცვა-კურთხევის შესახებ, რომელიც თავისი ხალხისათვის აღავლინა ღმერთმა. ქრისტიანობაში — ეს წარმოადგენს ერთ-ერთი საიდუმლოს განუყრელ ელემენტს. აი, მუსლიმანები კი მას მიიჩნევენ მხოლოდ იმათ პრეროგატივად, ვინც მიაღწია სამოთხეს. დაასახელეთ ეს!



მიმდინარე წლის 8 ივნისს ამერიკული გამომცემლობა “დელი” აპირებს ამჟამად პოპულარული ავტორის ტომას ჰარისის რომანის “ჰანიბალის” გამოქვეყნებას. კითხვა: რა ეწოდება რომანს, რომლის გაგრძელებაცაა მოხსენიებული ნაწარმოები?



1928 წელს აშშ-ს საარჩევნო კანონმა უფლებები გაუთანაბრა მამაკაცსა და ქალს; 1931 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა 6 დომინიონის თანასწორუფლებიანობა; 1959 წელს აშშ-ის შავკანინი მოსახლეობა უფლებებით გაუთანაბრდა თეთრკანიანს… კითხვა: ვისი უფლებები, ბინადრობის ადგილის მიუხედავად, იქნა ჩამოთვლილი გაეროს დეკლარაციაში იმავე 1959 წელს?



ლონდონში დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის კიბესთან დგას ორი ბიუსტი. ვისი და ვისი?



ამჟამად მსოფლიოში მათი რაოდენობა 100 მილიონს აჭარბებს. და ეს მხოლოდ ისინია, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან თავიანთ მსხვერპლს. სტატისტიკის მიხედვით მათ ყოველ 20 წუთში პოულობენ. 1997 წელს ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან მათ წინააღმდეგ, მიენიჭათ ნობელის პრემია, მცირე ხნის წინ კი მსოფლიო საზოგადოებამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი მათ წინააღმდეგ. რის შესახებაა საუბარი?



არსებობს ლეგენდა, რომ ლეონარდო და ვინჩის ჰქონდა დღის ასეთი განრიგი: ყოველ 4 საათში ის 15 წუთით წვებოდა დასაძინებლად და ასე, უთმობდა რა ძილს დღე-ღამეში მხოლოდ საათნახევარს, მუდმივად ინარჩუნებდა შრომისუნარიანობას. უკვე ჩვენს დროში ერთმა იტალიელმა მხატვარმა გადაწყვიტა მიებაძა დიდი წინამორბედისათვის. მან აითვისა ეს მეთოდი და დარწმუნდა მის უეჭველ ეფექტურობაში, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ჩვეულებრივ 8 საათიან ძილს. რატომ?



“ოსკარით” დაჯილდოვების ცერემონიაზე ბედნიერ გამარჯვებულებს იქვე ართმევენ ხოლმე ნანატრ სტატუეტებს და უბრუნებენ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. რისთვის კეთდება ეს?



გერმანული ქალაქის ვისბადენის კრიმინალურმა პოლიციამ გამოჰკითხა ექსპერტთა ჯგუფი: ბინის გაქურდვისაგან თავდაცვის რომელი ხერხი მიაჩნიათ მათ განსაკუთრებით ეფექტურად? ყველამ ერთხმად აღიარა, რომ დაცვის საუკეთესო საშუალებებია — პოლიციის ტელეფონზე მიერთებული სიგნალიზაცია და ძაღლი, თანაც ამ უკანასკნელის ზომებს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ხმამაღლა ყეფდეს. დანარჩენი ხერხები, რკინის კარების ჩათვლით, ნაკლებად ქმედითია. კითხვა: რა დაწესებულებაში ჩატარდა ეს გამოკითხვა?







