28-ე გვერდი



1999 წლის დასაწყისში “ინდიკარის” ცნობილი ამერიკელი ავტომრბოლი ელ ანსერ-უმცროსი მოხვდა სერიოზულ ავარიაში, რომელშიც მოიტეხა კოჭი და დაიზიანა მუხლის იოგები. მას გაუკეთდა ორსაათიანი ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ექიმების პროგნოზი გვამცნობდა, რომ რბოლას იგი დაუბრუნდებოდა 4-6 კვირაში. კითხვა: იგივე პროგნოზის შესაბამისად, რის გაკეთებას შესძლებს ის 8 კვირის შემდეგ?



მთა ტონგა მცირედით ჩამოუვარდება ევერესტს: მისი სიმაღლეა 8690 მეტრი. მაგრამ დედამიწის რვაათასიანების სიაში მას ვერ იპოვით, ალპინისტებს კი არასოდეს უცდიათ მისი დაპყრობა. რატომ?



1799 წელს ინგლისში ოფიციალურ სადილებზე პირველ სადღეგრძელოს წარმოთქვამდნენ მეფე გეორგ III-ის სადღეგრძელოდ. რუსეთში კი — იმპერატორ პავლე I-ს. აი, მეორედ კი, რუსეთშიც და ინგლისშიც ადღეგრძელებდნენ ამ დიდგვაროვანს. დაასახელეთ მისი გვარი!



როგორც მოგეხსენებათ ხეს, რომელსაც რუსები უწოდებენ Ива-ს, ჩვენ ვუწოდებთ ტირიფს. კითხვა: რას ვუწოდებთ ჩვენ ხეს, რომელსაც რუსები უწოდებენ Плакучая ива-ს? დარწმუნებული ვარ ამ კითხვას ადვილად უპასუხებენ პოეზიის მოყვარულები.



ჰეროდოტეს გადმოცემით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე V საუკუნეში ტირანი ჰესტიუსი ამ მიზნით იყენებდა თავისი მონის გადახოტრილ თავს. კითხვა: რომელ საკვებ პროდუქტს იყენებდა იგივე მიზნით მარქსიზმ-ლენინიზმის ერთ-ერთი კლასიკოსი?



წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა, მარჯვედ და წარმატებით ამტკიცებდა, იმ დროს გავრცელებული, მონოფელიტური ერესის არამართებულობას. როდესაც ის ხელში ჩაუვარდა ჰერაკლე კეისარს, რომელიც ერეტიკოსების მომხრე იყო, იმპერატორმა ბრძანა მოეკვეთათ მაქსიმესათვის, მისი აზრით, სხეულის ორი ყველაზე სახიფათო ნაწილი. კითხვა: რომელი ორი ნაწილი (გნებავთ, ორგანო) მოჰკვეთეს წმინდა მაქსიმეს?



ამ ადამიანს არ სჯეროდა ნოსტრადამუსის მაგვარი წინაწარმეტყველებისა, რომლებიც საკმაო რაოდენობით იყვნენ მის ეპოქაში. დაცინვით მან დაწერა “წინასწარმეტყველებანი”, სადაც ბუნდოვან და ზოგჯერ ავბედით სტილში აღწერა ჩვეულებრივი რამეები: სიზმარი, ადამიანის ჩრდილი, ბურთის თამაში, ჭიანჭველები, მიწის მთხრელის საქმე, ცეცხლის გაღვივება. თქვენთვის კარგადაა ნაცნობი ეს ნაწარმოებები. დაასახელეთ მათი ავტორი!



რესპირატორს ჩვენ ვუწოდებთ მოწყობილობას, რომელიც იცავს სუნთქვის ორგანოებს იმ მტვრისა და მავნე ნივთიერებისაგან, რომელსაც შეიცავს ჰაერი. მისი სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან “respirare” — ამოსუნთქვა. კითხვა: რომელ ხელსაწყოს უწოდებენ ფრანგები “aspirateur” — შემსუნთქავი?



ავსტრიაში — გროსგლოკნერი, პორტუგალიაში — სერა-და-ეშტრელა, შვეიცარიაში — დიუფური, ნორვეგიაში — გალჰეპიგენი, გერმანიაში — ცუგშპიცე, საქართველოში — ?



ამ მუსიკალური ინსტრუმენტის პროტოტიპს წარმოადგენდა ე.წ. ელეცკური როიალური გარმონი. თანამედროვე სახელწოდება მას 1829 წელს მისცა ვენელმა ოსტატმა დამიანმა, რათა ეჩვენებინა, რომ მის მიერ შექმნილ ინსტრუმენტზე ღილაკის ერთი დაჭერით შეიძლება ერთბაშად რამდენიმე ბგერის მიღება. დაასახელეთ ეს ინსტრუმენტი!







