29-ე გვერდი



ანჯეი საპკოვსკის ფანტასტიკურ რომანში “ვედმაკი” მოხსენიებულია ე.წ. “ნეჰალენას სარკეები”, რომლებსაც აქვთ უნარი უპასუხონ მათი ფლობელების კითხვებს. რაღაც მსგავსი შეგვიძლია ვიპოვოთ პუშკინის ნაწარმოებში “Сказке о мертвой царевне и семи богатырях”. რომანის მთავარი გმირის აზრით ეს სარკეები არსებობს ორი სახის — მლიქვნელურები და … როგორი?



გერმანული ენის ერთ-ერთი დიალექტიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “დარტყმა, ბიძგი”. თანამედროვე მნიშვნელობით ის პირველად გამოყენებული იქნა 1839 წელს ციურიხის მოვლენებთან დაკავშირებით. დაასახელეთ ეს სიტყვა!



ის ცხოვრობდა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში კი მისი სახელი გახდა ერთი ორგანიზაციის სახელწოდება. დაასახელეთ ამ ორგანიზაციის ყველაზე ცნობილი წევრის სახელი და გვარი!



ჩერჩილს ერთხელ ჰკითხეს: “რითი განსხვავდება სტალინი ჰიტლერისაგან?”. ჩერჩილის პასუხი ქართულ თარგმანში შედგება 9 ასოიანი ერთი სიტყვისაგან. დაასახელეთ ჩერჩილის პასუხი!



ლევ ტოლსტოის ეს შეემთხვა 1869 წელს, ილია ჭავჭავაძეს — 1872 წელს, დანტე ალიგიერის — 1293 წელს, თუმცა ეს უკანასკნელი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში აღნიშნავს, რომ მას ეს შეემთხვა 7 წლით გვიან. რომელ მოვლენაზეა საუბარი?



ქალაქ იაუნდეში არის “მუსიე ვალერის” ქუჩა. დაასახელეთ იმ ადამიანის პროფესია, ვის საპატივცემლოდაც მიენიჭა სახელი ამ ქუჩას!



მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მონაცემების მიხედვით ამ თანხად იმ დროს შეიძლებოდა გეყიდათ: ერთი ბოთლი ვისკი “ლონგ ჯონი”, წინდები, საფერფლე, საპონი, ნახევარი კილოგრამი ძეხვი, აჭიმები (подтяжки) და ერთი ბილეთი კინოში. კითხვა: გადახედეთ ისტორიას და დაასახელეთ ყველაზე ცნობილი შენაძენი, რომელიც ნაყიდი იქნა ამ თანხად!



არსებობს ვერსია, რომ ეს სიტყვა — არის ესპანელების მიერ დამახინჯებული კარიბების ერთ-ერთი სასტიკი ტომის სახელწოდება. რუსულ ენაში ის გამოჩნდა მე-18 საუკუნეში. ჩვენ არ ვიცით როდის გამოჩნდა ის ინგლისურ ენაში, მაგრამ, შექსპიროლოგების მტკიცებით, შექსპირი მას იცნობდა. კითხვა: რომელი მისი ნაწარმოები გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ ასეთი დასკვნა?



არტურ კონან დოილის წიგნში “ბრიგადირ ჟერარის გმირობანი” მთავარი გმირი — ეტიენ ჟერარი — ამბობს, რომ 1812 წლის რუსული კომპანიის შემდეგ მას აღარ ძალუძს უცქიროს ამ ორ ფერს ერთმანეთის გვერდით. რომელ ორ ფერზეა საუბარი?



მისი ნამდვილი სახელი და გვარია — გერჰარდ გერჰარდსი. ყველაზე ცნობილი მისი ნაწარმოები დაკავშირებულია იმასთან, რასაც ბომარშემ უწოდა “პატივმოყვარეობის განუყრელი მეგობარი”. დაასახელეთ მისი ფსევდონიმი!







