შემთხვევითი შეკითხვა:

რომელი ცნობილი ამერიკული ფირმა დააარსეს XX საუკუნის დასაწყისში ორმა რუსმა პიროვნებამ — დავიდოვმა და ხარლამოვმა? პასუხი→

ფაინა რანევსკაია:

სცენა ყვავილებით მორთული კატორღაა.

შეკითხვების არქივი

მე-3 გვერდი

შეკითხვა 854:
შეკითხვის გვერდი →

პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდი 1756 წელს ხუმრობდა, რომ “მისი პერიოდის ევროპას სამი უდიდესი მეძავი ქალი განაგებდა”. კითხვა: დამისახელეთ სამივეს სახელი!

პასუხი >
შეკითხვა 853:
შეკითხვის გვერდი →

პირველი იყო ელიზაბეტ ჰედლი რიჩარდსონი, მეორე — პოლინა პფაიფერი, მესამე — მარტა გელჰორნი და მეოთხე — მერი უოლში. არადა, წესით პირველი 1918 წელს უნდა გამხდარიყო აგნეს ფონ კუროვსკი, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მაშ, რაზე თქვა უარი თავის დროზე აგნეს ფონ კუროვსკიმ?

პასუხი >
შეკითხვა 852:
შეკითხვის გვერდი →

1961 წელს ისრაელის ქ. კესარიაში, იტალიელმა არქეოლოგმა ანტონიო ფროვამ, სასახლის ნანგრევების გათხრებისას იპოვა კირქვის ნატეხი. ამ ნატეხზე ამოტვიფრული იყო სიტყვები: “იუდეის მეხუთე …….. (სიტყვა გამოტოვებულია), მხედარი პონტიუს პილატუსი”. სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა გამოტოვა, ფართოდ გამოყენებოდა საქართველოში 90–იან წლებში. იოსებ ფლავიუსმა და ტაციტუსმა კი დაუშვეს შეცდომა როდესაც მოიხსენიეს პილატე სხვა სიტყვით. იგივე შეცდომა გაიმეორა მიხეილ ბულგაკოვმაც. კითხვა: დაასახელეთ ორივე სიტყვა (ის, რომელიც ეწერა ნაპოვნ კირქვაზე და ის, რომელიც გამოიყენა ბულგაკოვმა) თუ ისინი ერთიდაიმავე ასოზე იწყება!

პასუხი >
შეკითხვა 851:
შეკითხვის გვერდი →

ერთ–ერთი ვერსიით, ლათინურიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც: „გასაღებით ჩაკეტილნი, ჩარაზულნი”. საქმე იმაშია, რომ ჩაკეტილ კარს მიღმა თავყრილობის ჩატარების ტრადიცია შუა საუკუნეებიდან მოდის და მოთათბირეთა რაოდენობა და ასაკი მკაცრად განსაზღვრულია. ეს თავყრილობა იმართება ერთი გენიალური ხელოვანის მიერ მოხატულ მომცრო დარბაზში. თავყრილობის საბოლოო გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელის დედამიწის მილიონობით მცხოვრები. კითხვა: რომელ წელს ჩატარდა უკანასკნელი ამგვარი თავყრილობა?

პასუხი >
შეკითხვა 850:
შეკითხვის გვერდი →

ამ ნოვაციის (გამოგონების) ავტორი არის ბრიტანელი სკოლის მასწავლებელი როულენდ ჰილი. დიდ ბრიტანეთში ამ ნოვაციის პირველი ეგზემპლარი გამოჩნდა 1840 წლის 6 მაისს, ხოლო როულენდ ჰილს სერის წოდება მიენიჭა და ლორდთა პალატის წევრი გახდა. ამის პირველი ქართული ეგზემპლიარი დამზადდა თბილისში 1857 წელს და 6 კაპიკი ღირდა. კითხვა: რის შესახებაა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 849:
შეკითხვის გვერდი →

ციტატა რომანიდან: “მას არ შეუძლია ადამიანს ავნოს რამე, ან უმოქმედოდ იყოს, როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია; იგი უნდა დამორჩილდეს ადამიანის ბრძანებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ბრძანება ეწინააღმდეგება პირველ კანონს; მან უნდა იზრუნოს საკუთარი უშიშროებისათვის, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონებს”. კითხვა: დაასახელეთ ამერიკელი მსახიობი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ამ რომანის მიხედვით გადაღებულ მხატვრულ ფილმში!

პასუხი >
შეკითხვა 848:
შეკითხვის გვერდი →

ეს ცნობილი ფილმი 1974 წელს გადაიღო დინო რიზიმ იტალიელი მწერლის ჯოვანი არპინოს გახმაურებული რომანის მიხედვით. ამ როლისათვის ვიტორიო გასმანმა მიიღო უმაღლესი ჯილდოები იტალიასა და საფრანგეთში. ამ ფილმის რიმეიქი 1992 წელს გადაიღო მარტინ ბრესტმა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ნანატრი “ოსკარი” მიიღო, არადა “ოსკარს” მას ჯერ კიდევ 1974 წელს უწინასწარმეტყველებდნენ. კითხვა: დაასახელეთ ეს “ოსკაროსანი” მსახიობი!

პასუხი >
შეკითხვა 847:
შეკითხვის გვერდი →

დასრულეთ ქართული ანდაზა: „ხბო უნდა თებერვალისა, ციკან-კრავი მარტისა, თუ რომ სადმე გაიზრდება, ტახი კი…“. რომელი თვის?

პასუხი >
შეკითხვა 846:
შეკითხვის გვერდი →

ეს ძალიან ცნობილი პერსონაჟი ზაფხულის მეორე თვის ბოლო დღეს დაიბადა. 1 წლის ასაკში მშობლები დაეღუპა და თავისი დაობლების წყალობით გახდა ყველაზე სახელგანთქმული პიროვნება მის მსგავს ადამიანებს შორის. 11 წელი რომ შეუსრულდა, მისი სახელი უკვე მილიონებისთვის გახდა ცნობილი. დაასახელეთ ამ პერსონაჟის მეორე სახელი, რომელიც მას მშობლებმა დაარქვეს!

პასუხი >
შეკითხვა 845:
შეკითხვის გვერდი →

ცნობილი ყაზახი მწერალი დუკენბაი დოსჟანოვი წერდა, რომ ეს მონღოლისთვის უპირველესი და უსაშინლესი მტერია, ეს — განსაცდელის მომასწავებელი, ღვთის სასჯელი და უბედურების დასაწყისია. კითხვა: რა ჰქონდა მხედველობაში ყაზახ მწერალს, თუკი ეს არც თქვენთვის იქნება სიკეთისა და, ამ შემთხვევაში, ქულის მომტანი. ამიტომ ერიდეთ ამას წუთის განმავლობაში!

პასუხი >