შემთხვევითი შეკითხვა:

ამერიკაში არსებობს ტრადიცია, რომ სკოლადამთავრებულმა კლასმა ისეთი რამე უნდა მოაწყოს, რომ სკოლას დიდი ხანი არ დაავიწყდეს. ასე... განვაგრძოთ→

უცნობი ავტორი:

ბალერინა ეს არის ქალი, რომელსაც ფეხები სიმღერაში უშლიან ხელს.

შეკითხვების არქივი

30-ე გვერდი

შეკითხვა 584:
შეკითხვის გვერდი →

ის ითვლებოდა ჰერაკლეს შთამომავლად. მის ერთ-ერთ ნაწარმოებს ეწოდება “ჰაერი, მიწა და წყალი”, მეორეს — “პროგნოზირება”. კითხვა: რა ეწოდება ფართოდ ცნობილ ტექსტს, რომლის ავტორიც, გავრცელებული მცდარი აზრის საწინააღმდეგოდ, ის არ არის?

პასუხი >
შეკითხვა 583:
შეკითხვის გვერდი →

ეს ნივთიერება — მჟავური წვიმების შემადგენელი ძირითადი კომპონენტია. გაზის მდგომარეობაში მას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე დამწვრობა. ამ ნივთიერების კუჭში მოხვედრის შედეგი შეიძლება გახდეს გაძლიერებული ოფლიანობა, დიდი დოზის შემთხვევაში კი — ღებინება. მისი შემთხვევითი შესუნთქვის შემთხვევაში კი, არ არის გამორიცხული ლეტალური აღსასრული. დაასახელეთ ეს ნივთიერება!

პასუხი >
შეკითხვა 582:
შეკითხვის გვერდი →

ბევრ ხალხებში მათ ჰქონდათ კულტური მნიშვნელობა, ასიმბოლიზებდნენ რა წინაპრების ძლევამოსილობას და ტოტემურ ცხოველებს. ახალი გვინეის პაპუასები მათ კოვზით აჭმევენ. ადრე მათ ხშირად გამოსახავდნენ დროშებზე, ამჟამად კი მათი გამოსახულება ხშირად შეიძლება ვიხილოთ სხვადასხვა ხელსაწყოებსა და მოწყობილობებზე. დაასახელეთ იმ ერთ-ერთი მათგანის ყოფილი მფლობელის სახელი, რომელიც გახდა თქვენთვის ცნობილი სამეფოს ოჯახის წარმომადგენლის ფილოსოფიური მსჯელობის საგანი!

პასუხი >
შეკითხვა 581:
შეკითხვის გვერდი →

მისი შვილიშვილის მტკიცებით, ამ ადამიანს სულაც არ ჰქონდა მიდრეკილება პირქუში ფატალიზმისადმი. და როგორც წერს შვილიშვილი, მას რომ მიექცია ყურადღება, რომ ბუტერბროდი ყოველთვის კარაქიანი ზედაპირით ეცემა, ის არა მარტო მოახდენდა ფაქტის კონსტატაციას, არამედ მოიგონებდა რამეს, იმისათვის, რომ ბუტერბროდები ან საერთოდ არ ეცემოდნენ ანაც ეცემოდნენ უკარაქო ზედაპირით. დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი.

პასუხი >
შეკითხვა 580:
შეკითხვის გვერდი →

ეს გრანდიოზული მშენებლობა დაიწყო 1948 წლის 2 აგვისტოს და დასრულდა 1950 წლის 16 ივნისს. იმ მეტალოკონსტრუქციებით, რომლიბიც დაიხარჯა მშენებლობაზე, ერთნახევარჯერ შეიძლება დედამიწის ეკვტორის შემოვლება, ცემენტისაგან კი შეიძლება აშენდეს “ემპაირ სტეიტ ბილდინგზე” ორჯერ მაღალი სვეტი. რა ეწოდება ამ მშენებლობის შედეგს?

პასუხი >
შეკითხვა 579:
შეკითხვის გვერდი →

ეს ადამიანი, რომლის საგვარეულოც დასაბამს იწყებს ვინმე ოლივერ დე პიუნშარდონიდან, ცხოვრობდა მე-19 საუკუნეში. მის მიერ დაარსებული ფირმა დღემდე ატარებს მის სახელს. ამ ფირმის მონაწილეობის გარეშე დიდი ხანია უკვე აღარ ტარდება არც ოლიმპიური თამაშები, არც “ფორმულა-1”-ის რბოლები და არც “ოსკარების” მინიჭების ცერემონია. რა ეწოდება ამ ფირმას?

პასუხი >
შეკითხვა 578:
შეკითხვის გვერდი →

ამ წიგნს ცნობილი ამერიკელი ფანტასტი დევიდ ბრინი უწოდებს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო-ფანტასტიკურ ნაწარმოებს და ამტკიცებს, რომ იგი მსოფლიოს დაეხმარა იმ სისტემის რეფორმირებაში, რომელიც ავტორს აბსოლუტურად არარეფორმირებადად მიაჩნდა. დაასახელეთ ეს წიგნი!

პასუხი >
შეკითხვა 577:
შეკითხვის გვერდი →

ბონჩ-ბრუევიჩისადმი 1920 წლის 5 თებერვალს მიწერილ წერილში ლენინმა მოიყვანა ფრაზა “გაზეთი ქაღალდისა და მანძილის გარეშე”. რა ჰქონდა მას მხედველობაში?

პასუხი >
შეკითხვა 576:
შეკითხვის გვერდი →

1788 წელს ინგლისელმა ზღვაოსანმა თომას ჰილბერტმა გამოიკვლია ეკვატორზე განლაგებულ მარჯნის კუნძულთა ჯგუფი, რომელთაც შემდგომში მის საპატივცემლოდ მიიღეს სახელწოდება. 1979 წელს მარჯნის ამ 16-მა კუნძულმა სხვა კუნძულებთან ერთად შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც დღემდე არ არის გაეროს წევრი. რა ეწოდება ამ სახელმწიფოს?

პასუხი >
შეკითხვა 575:
შეკითხვის გვერდი →

ჯარისკაცი და დიპლომატი — ასეთი იყო საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკური სიმბოლოები XX საუკუნის დასაწყისში. მაგრამ ჩვენი საუკუნის ბოლოს, სახელმწიფოთაშორისი ინტეგრაციის გათვალისწინებით სპეციალისტები ასახელებენ ორ ახალ სიმბოლოს, ე.წ. ორ “ტ”-ს. დაასახელეთ ეს ორი სიმბოლო!

პასუხი >