31-ე გვერდი



ეს პატარა ლომბარდიული ქალაქი — ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია იტალიაში. ამჟამად აქ ცხოვრობენ და საქმიანობენ იმ სამი განთქმული საგვარეულოს შთამომავლები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ამ ქალაქს. რამდენიმე წლის წინ კი, ამ 80 ათასიანი ქალაქის საფეხბურთო გუნდი სერია “A”-შიც კი გამოდიოდა. დაასახელეთ ეს ქალაქი!



1951 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის სრული სახელწოდება ქართულ თარგმანში ჟღერს შემდეგნაირად: “დაზვერვისა და სპეციალური დავალებების ინსტიტუტი”. ეს სახელწოდება ცოტა ვინმესთვის თუა ცნობილი, აი, მისი შემოკლებული ვარიანტი კი ალბათ ყველას გსმენიათ. რა სახელწოდებით ვიცნობთ ჩვენ ამ ორგანიზაციას?



ანა ახმატოვას აზრით მე-19 საუკუნის ნამდვილი და არა კალენდარული დასაწყისი დაემთხვა 1814-15 წლების ვენის კონგრესს. კითხვა: რომელ წელს დაიწყო მისი აზრით “ჭეშმარიტი”, და არა კალენდარული მე-20 საუკუნე?



1984 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ მიიღეს საბჭოთა კავშირისა და უმეტესობა სოციალისტური ქვეყნების სპორტსმენებმა. გუნდურ ჩათვლაში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა აშშ-ს ნაკრებმა — 83 ოქროს მედალი. მე-3 ადგილზე გავიდა გფრ, შემდეგ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. კითხვა: რომელი ქვეყნის გამოსვლა იქნა განხილული, როგროც სენსაცია, მითუმეტეს, რომ ამ ქვეყანამ გუნდური მე-2 შედეგი აჩვენა?



1880 წელს ძეგლის გახსნის ცერემონიაზე განსაკუთრებით საპატიო სტუმრები იყვნენ მარია გარტუნგი, გრაფინია ნატალი მერენბერგი, ძმები ალექსანდრე და გრიგორი. დაასახელეთ ძმების გვარი!



ცნობილია, რომ ყველა ეპოქას თავისი ავადმყოფობები ახასიათებს. შუა საუკუნეებში — შავი ჭირი და კეთრი; რენესანსის ეპოქაში — სიფილისი; ბაროკოს ეპოქაში — ტიფი და სურავანდი — უბრალო ხალხში, ნიკრისის ქარი (პოდაგრა) და იპოქონდრია — არისტოკრატიაში. XX საუკუნის დაავადებებია — შიდსი და ნევროზები. კითხვა: დაასახელეთ რომანტიზმის ეპოქის ავადმყოფობა!



1936 წელს კინოფილმისათვის “ქალიშვილი კამჩატკიდან” დაწერილი იქნა სიმღერა “თერთმეტი და”. მე დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა თქვენგანს ეს ფილმი არ უნახავს, მიუხედავათ ამისა დამისახელეთ ამ 11-დან მინიმუმ 5 დის სახელი!



სამხედრო ფორმის ამ ორი აქსესუარის სახელწოდებები წარმოსდგება სიტყვებისაგან, რომლების ნიშნავს “მხარს” — ერთი გერმანულად, მეორე — ფრანგულად. დაასახელეთ ორივე აქსესუარი!



ეს ადამიანი დაიბადა ალაბამის შტატში ჩვენი საუკუნის 50-იან წლებში. მისი თქმით, სწორედ მან ასწავლა ცეკვა ელვის პრესლის; იყო ჩემპიონი ამერიკულ ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში; იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი, რომელიც ჩავიდა ჩინეთში ვიეტნამის ომის შემდეგ; შეხვედრია აშშ-ს რამდენიმე პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონმა კი მისი ჭრილობა მილიონ დოლარად შეაფასა; ის მართლაც გახდა მილიონერი გრიგალის წყალობით, კონგრესმა კი მედალი მიანიჭა. კითხვა: რა უყვარდა მას ყველაზე მეტად, რითიც შევიდა კიდეც თავისი ქვეყნის ისტორიაში?



ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ტირიფის ლათინური სახელწოდება — “შალიხ”, წარმოიქმნა ორი კელტური სიტყვისაგან — “სალ” და “ლის”. პირველი ითარგმნება, როგორც “ახლოს”. როგორ ითარგმნება მეორე?







