32-ე გვერდი



მსოფლიოს მდინარეები პირობითად შეიძლება დაიყოს ოთხ ჯგუფად: I ჯგუფი — ნილოსი, ობი, ორინოკო და ა.შ; II ჯგუფი — ვოლგა, მისისიპი, მეკონგი და ა.შ; III ჯგუფი — ამაზონი, ხუანხე, მტკვარი და ა.შ.
დაასახელეთ IV ჯგუფის ყველაზე გრძელი მდინარე!



1863 წელს დაიბადა ორი დიდი რუსი: რეჟისორი კონსტანტინე სტანისლავსკი და მეცნიერი ვლადიმირ ვერნადსკი. იმავე წელს ამსტერდამში მოხდა დიდი კომერციული გარიგება. ჰოლანდიელმა კომერსანტმა სახელად გერარდ ადრიაანმა შეიძინა “ჰეისტეკის” ლუდის ქარხანა. ამ წლიდან დაიწყო ცნობილი ფირმის წარმატებული ისტორია. კითხვა: რა გვარი იყო გერარდ ადრიაანი?



1943 წელი. გერმანელების მიერ ოკუპირებული ქალაქი პოზარევაცი. ესესელმა ოფიცერმა პატარა ბავშვს კანფეტი მისცა ხელში. ბავშვმა მას კანფეტი გამოართვა, გაბოროტებით შეხედა და სახეში ესროლა. დედა ბავშვს მივარდა და სილა გააწნა. ესესელმა დაკვირვებით შეხედა ბავშვს, რომელიც დედის მწარე ხელმაც კი ვერ აატირა და იკითხა, თუ რამდენი წლის იყო ის. როდესაც მას უპასუხეს, რომ ბავშვი მხოლოდ ორი წლის იყო, ოფიცერმა პირქუშად გაიღიმა და ქალს უთხრა: ”თქვენი შვილი საოცარი ნაძირალა გაიზრდება”. კითხვა: დამისახელეთ ბავშვის სახელი და გვარი!



ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად იმართება მატყუარათა კონკურსი. მასში მონაწილეობა შეუძლია ამერიკის თითქმის ნებისმიერ მოქალაქეს. ვის აქვთ აკრძალული კონკურსში მონაწილეობა იმ მიზეზით, რომ ისინი ამ საქმის პროფესიონალები არიან?



1992 წელს გარდაიცვალა ემილიო რეკობა, “უკანასკნელი მოჰიკანი”, როგორც მას უწოდებდა პრესა. ერთ-ერთ პირველი მსოფლიოში, კასტროს, სკარონეს, ანდრადესა და ირიარტეს თანამზრახველი.
რომელ ქალაქში გარდაიცვალა ეს პიროვნება?



ამ სახელმწიფოს ტერიტორია დაახლოებით 40-ჯერ აღემატება საქართველოს ტერიტორიას, მოსახლეობა კი სულ 6-ჯერ. იგი შედგება 22 პროვინციისაგან, ერთი ფედერალური (დედაქალაქის) ოლქისაგან და ნაციონალური ტერიტორიისაგან. რა ეწოდება ამ ნაციონალურ ტერიტორიას?



ამ საქვეყნოდ ცნობილი შენობის აგების დროს გამოყენებული იქნა ძველი ეკლესიის კედლები და საფუძველი. ეს ეკლესია თავის დროზე დააარსა ვინმე რეჯინამ, ჩრ. იტალიის მმართველის მეუღლემ. იმ საგვარეულოს გერბზე, რომელსაც ეკუთვნოდა რეჯინა, გამოსახული იყო ის, რაც ანსახიერებს სვლას დიდებისა და სიმდიდრისაკენ.
კითხვა: რა მდებარეობს ახლა იქ, სადაც თავის დროზე იდგა რეჯინას ეკლესია?



ეს უძველესი დროიდან იყო მტკიცე გულის, მკაცრი გადაწყვეტილებებისა და შიშის უქონლობის სიმბოლო. სწორედ ამ თვისებების გამო ისააკ იაზერიცკიმ, 1955 წლიდან ისრაელის დაზვერვის “მოსსადის” ხელმძღვანელმა, აიღო ფსევდონიმი შამირი.
გადამითარგმნეთ სიტყვა “შამირ” ქართულ ენაზე!



აშშ-ში ეს ზეიმი ყოველწლიურად აღინიშნება 14 მარტს და სრულიად შემთხვევით დაემთხვა აინშტაინის დაბადების დღეს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები იწყება ზუსტად 1 საათსა და 59 წუთზე შუადღის შემდეგ. რას ეძღვნება ეს ზეიმი?



“კიდევ ერთი გმირი ან უბრალოდ კიდევ ერთი ადამიანი ტირის ფარდის მიღმა. ჩემი გული გატეხილია შიგნიდან. ჩემი გრიმი გახუნდა. მაგრამ ჩემი ღიმილი კვლავინდებურად ადგილზეა. ამ წყვდიადში მე შევძელი დავრჩენილიყავი თავისუფალი. მე უნდა ვიპოვო ქარი, რომელიც გამიტაცებს შორს…“
მითხარით შემდეგი ფრაზა, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას არაერთხელ მოგისმენიათ ორიგინალში!







