შემთხვევითი შეკითხვა:

ფილმში „აპოლო 13“ არის ასეთი ეპიზოდი: როცა ხომალდი მიწას უახლოვდება, ასტრონავტი თიშავს ყველა მოწყობილობას და ამბობს: „ახლა... განვაგრძოთ→

გლენდა ჯექსონი:

როცა მე გადაღებების დროს ტირილს მავალებენ, საკუთარ ინტიმურ ცხოვრებას ვიხსენებ. და როცა მეუბნებიან გაიცინეო — მაშინაც.

შეკითხვების არქივი

33-ე გვერდი

შეკითხვა 554:
შეკითხვის გვერდი →

ყოველწლიურად გაზაფხულის ბოლოს — ზაფხულის დასაწყისში იტალიაში მცხოვრები 30-მდე ადამიანი იღებს უფლებას თავის ტანსაცმელზე მიმაგრებული ატაროს სპეციალური მისაკერი (ნაშივკა), რომელსაც აქვს ჰერალდიკური ფარის ფორმა და გასდევს იტალიის ეროვნული სამი ფერის ვერტიკალური ხაზი. რა ეწოდება ამ მისაკერს?

პასუხი >
შეკითხვა 553:
შეკითხვის გვერდი →

ეს უნიკალური პროფესია განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული შრი-ლანკაში. როდესაც ამ ხალხს ეკითხებინ, “როგორია მათი სამუშაო?”, ისინი პასუხობენ: “აბა, თქვენ სცადეთ ქოქოსის კაკლის ნაჭუჭით 24 აგურის დამუშავება!”. რას წარმოადგენს ამ ხალხის სამუშაო?

პასუხი >
შეკითხვა 552:
შეკითხვის გვერდი →

ისინი მუშაობენ, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ილუზიონისტები და ჟონგლიორები. მათი მოძრაობები ზუსტი და მკაფიოა. ისინი მუდამ უნდა იღიმებოდნენ, ყურადღებით აკვირდებოდნენ გარემოს და არასოდეს არ უნდა ცდებოდნენ. მათი სამუშაო ჯოჯოხეთურ დაძაბულობას მოითხოვს, ამიტომ წესის თანახმად ისინი ყოველ ორ საათში უნდა შეიცვალონ. დაასახელეთ ისინი!

პასუხი >
შეკითხვა 551:
შეკითხვის გვერდი →

ჩილეს ნაპირებთან განლაგებული არქიპელაგ ხუან ფერნანდესის ორი კუნძული დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. ერთი კუნძული ატარებს რობინზონ კრუზოს სახელს. ვის სახელს ატარებს მეორე კუნძული?

პასუხი >
შეკითხვა 550:
შეკითხვის გვერდი →

ამჟამად ეს ადამიანი 51 წლისაა და საქვეყნოდაა ცნობილი. 13 წლის ასაკში კი მან დაარასა პირველი საკუთარი ფირმა და უწოდა მას “ფლეიმაუნთი”. რა გვარია ეს ადამიანი?

პასუხი >
შეკითხვა 549:
შეკითხვის გვერდი →

1933 წელს ა. ალიოხინმა ჩიკაგოში ჩაატარა ერთდროული თამაშის სეანსი აშშ-ის 32 უძლიერესი მოჭადრაკის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა რომ ალიოხინმა აჩვენა მოკრძალებული შედეგი — 19 გამარჯვება, 9 ფრე, 4 დამარცხება — მან მაინც დაამყარა თავისებური რეკორდი. რაში მდგომარეობდა ეს რეკორდი?

პასუხი >
შეკითხვა 548:
შეკითხვის გვერდი →

ინგლისელებს აქვთ 2, გერმანელებს — 4, რუსებს — 6, ტაბასარანებს (პატარა ეთნიკური ჯგუფია დაღესტანში) — 46. რამდენი გვაქვს ჩვენ ქართველებს?

პასუხი >
შეკითხვა 547:
შეკითხვის გვერდი →

კარნეგი მელონის (პიტსბურგი, აშშ) უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში შექმნილი იქნა ორი რობოტი, რომლებიც უნდა ჩაუშვან ვულკან ერებუსის ყელში და ასე გამოიკვლიონ ვულკანების გავლენა დედამიწის ოზონის ფენაზე. რომელი ორი რეალურად არსებული ადამიანების სახელები მისცეს ამ რობოტებს?

პასუხი >
შეკითხვა 546:
შეკითხვის გვერდი →

კარლ ლინემ თავის დროზე კაცობრიობა დაყო 4 რასად: თეთრი, წითელი, ყვითელი და შავი. აი, ბლიუმენახმა კი 1775 წელს კაცობრიობა დაყო 5 რასად: კავკასიელები, მონღოლები, ეთიოპიელები, მალაიელები… კითხვა: დაასახელეთ მე-5 რასა ბლიუმენახის მიხედვით!

პასუხი >
შეკითხვა 545:
შეკითხვის გვერდი →

მსოფლიოს ბევრი ხალხებისათვის ის წარმოადგენდა ხანმოკლე სილამაზისა და აღორძინების სიმბოლოს. ჩინურ სიმბოლიკაში ის ამორალურობის სიმბოლოა, იაპონურში — არამუდმივობისა და თავქარიანობის. 1904 წლის 17 თებერვლის შემდეგ კი ერთი ევროპელის გამოისობით იგი ბევრისათვის სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო გახდა. გაიხსენეთ ამ ევროპელის გვარი!

პასუხი >