34-ე გვერდი



რას უწოდა ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა: “ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში”?



1994 წელს ლონდონის მახლობლად, პატარა ქალაქ მანსფილდში გარდაიცვალა 73 წლის სიდნი დარნლი. ლუდისა და ხუმრობის მოყვარული, ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ადგილობრივ მოსახლეობას შორის და ყოველთვის ამაყობდა თავისი პროფესიით, მიუხედავათ იმისა, რომ მისი პროფესია მეოთხედი საუკუნის წინ აკრძალეს. რა პროფესიის იყო სიდნი დარნლი?



თანამედროვე ამერიკული (აშშ) კანონმდებლობის მიხედვით არცერთი ადამიანის გაშვება არ შეიძლება პენსიაზე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ეს კანონი არ ვრცელდება სამი პროფესიის წარმომადგენლებზე: პოლიციელებზე, სამხედროებზე და… დაასახელეთ მესამე!



ალფრედ ბრემი თავის ნაშრომებში ყველა შინაურ (ფინია) ძაღლს ყოფს 7 ჯგუფად: 1) მწევრები, 2) დოგები, 3) ტაქსები, 4) მეძებრები, 5) ბალონკები, 6) პინჩერები და 7) საკუთრივ შინაური ძაღლები ანუ ნაგაზები (ოვჩარკა), შპიცები და ლაიკები.
კითხვა: რომელ დასახელებულ ჯგუფს მიაკუთვნა ბრემმა სენბერნარები და ნიუფაუნდლენდები?



ინგლისელების მიერ ფეხბურთის სიყვარული უზომოა და საქვეყნოდაა ცნობილი. ფანების დაწყნარება თამაშის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია, ისინი ღრიალებენ, მღერიან, უკრავენ ყველანაირ დასარტყამ და ჩასაბერ ინსტრუმენტებზე და ასე ქომაგობენ თავიანთ გუნდს. რატომ არის მუდმივად გულგრილი და ინარჩუნებს სამარისებულ სიჩუმეს ლონდონის “არსენალის” 120 გულშემატკივარი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ტოვებენ არცერთ მატჩს “ჰაიბრი სტედიუმზე”?



შუა საუკუნეების იაპონიაში არსებობდა მუსიკოსი-ძატოებისა და მასაჟისტი-ძატოების მთელი გილდიები. გილდიებში ხალხი გაერთიანებული იყო არა მარტო ხელობის, არამედ კიდევ ერთი საერთო ნიშნის მიხედვით, რომლის სიმულირებაც იშვიათობას არ წარმოადგენდა. გადამითარგმნეთ იაპონურ ენაზე სიტყვა ძატო!



ამ საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთის მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებლად ითვლება კომპანია “როქსაიდ ინთერნეშნლ”. მისი სპეციალისტების აზრით, სწორედ “როქსაიდ ინთერნეშნლ”-ის პროდუქცია აკმაყოფილებს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს. ამას ამზადებენ იმავე მასალისაგან, რისგანაც კეთდება სუპერთანამედროვე ჭოკები (ხტომისათვის) და საავტომობილო ბამპერები. მისი ფორმა აეროდინამიკურად ოპტიმიზირებულია, განსაკუთრებული ყურადღება კი ექცევა იმას, რომ მოხმარების დროს მისი სამუშაო ზედაპირის ქვეშ არ წარმოიქმნას ჰაერის ბალიში. რისთვის გამოიყენება ეს?



თუ დავუჯერებთ აშშ-ს ინჟინერ-მშენებლების ასოციაციის მონცემებს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობა არის არა ახლახან კუალა-ლუმპურში აშენებული ცათამბჯენი “პეტრონასი” — 452მ, არა ტორონტოს ტელეკოშკი — 553მ, არა ფარგოს ტელეანძა — 629მ და არა 1991 წელს დაცემული პოლონეთის რადიოს ანძა — 646,5მ, არამედ ნაგებობა, რომლის სიმაღლეა 990,6მ.
კითხვა: რა ფუნქციას ასრულებს ეს ნაგებობა?



ბრიტანიკის ენციკლოპედიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ეს ენა გამოყენების მხრივ მეოთხე ადგილზეა აშშ-ში ინგლისურის, ესპანურისა და იტალიურის შემდეგ. მისი ერთ-ერთი წინამორბედი შემუშავებული იქნა საფრანგეთში და ამერიკაში გამოჩნდა მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში. დაასახელეთ ეს ენა!



უეჭველად კოლეგებს შორის ყველაზე არასაყვარელ დეპუტატად ითვლება ბუნდესტაგის წევრი ჰერალდ ჰეფნერი, რომელიც მწვანეთა პარტიის თავმჯდომარეა. ის არასოდეს არ ბილწსიტყვაობს ტრიბუნაზე, არასოდეს არ ეუხეშება ქალ-დეპუტატებს და წუწავს პოლიტიკურ ოპონენტებს ლუდით. იგი წყნარად და აუღელვებლად ამბობს თავის სათქმელს და მუდამ კატეგორიულად წინააღმდეგია ერთი გადაწყვეტილებისა, რის გამოც კოლეგები მას უბრალოდ ვერ იტანენ და ღიად ლანძღავენ სხდომებზე, დერეფნებში, ლიფტებში და ა.შ.
კითხვა: რის წინააღმდეგ გამოდის მუდმივად ჰ. ჰეფნერი?







