შემთხვევითი შეკითხვა:

თქვენს წინაშეა ამონარიდი შტეფან ცვაიგის შემოქმედებიდან: “ის შეუჩერებლივ ვითარდება, მაგრამ სრულიად უნაყოფოა. აზრია დასკვნის გარეშე. მათემატიკაა, რომელიც არაფერს... განვაგრძოთ→

ლუი ფორტენი:

ქმარი ეს არის არსება, რომელიც საფერფლეს რომ გადაცლის, ისე უყურებს ცოლს, თითქოს მთელი ბინა დაელაგებინოს.

შეკითხვების არქივი

35-ე გვერდი

შეკითხვა 534:
შეკითხვის გვერდი →

პირველად ასეთი სია შედგენილ იქნა ქალაქ ვორმსში, 1521 წელს, ჰერცოგ ჰენრიხ ფონ ბრუნსვიკ-ვოლფენბიუტელის მითითებით, რომელიც საზეიმო მიღებისათვის ემზადებოდა. ფართო გამოყენება კი მან მოიპოვა უკვე საფრაგეთის დიდი რევოლუციის დროს, რის შემდეგაც დამკვიდრდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კითხვა: სად უნდა წახვიდე, რათა იხილო ეს სია?

პასუხი >
შეკითხვა 533:
შეკითხვის გვერდი →

ეს ნაწარმოები დაახლოებით 7 საუკუნის წინ შეიქმნა. 1781 წელს იგი გადაამუშავა და ჩაიწერა გერმანელმა მოხეტიალე პოეტმა კინდლებენმა. შემდგომში ამ ნაწარმოების მოტივებს ამუშავებდნენ და იყენებდნენ ფ. ლისტი, ჰ. ბერლიოზი, ე. ჰამპერდინკი. დაასახელეთ ამ ნაწარმოების პირველი სიტყვა!

პასუხი >
შეკითხვა 532:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც საფეხბურთო კლუბის — ბილბაოს “ატლეტიკის” ფანებს უნდათ ხაზი გაუსვან თავიანთი გუნდის თვითმყოფადობას, ისინი იშველიებენ მათი გუნდის ორ ტრადიციულ წესს: “პირველი, ჩვენ გუნდში არასოდეს თამაშობენ ლეგიონერები — ამბობენ ისინი, — და მეორე, ჩვენ გუნდში არასოდეს თამაშობენ…” ვინ?

პასუხი >
შეკითხვა 531:
შეკითხვის გვერდი →

1992 წლიდან სმიტსონის ინსტიტუტი და ჟურნალი “კომპიუტერ უორლდ” ყოველწლიურდ ანიჭებენ პრემიას კომპიუტერულ საქმეში მიღწევებისათვის. ერთ-ერთი პირველი ასეთი პრემია მიენიჭათ ლიუის სედლერსა და სკოტ ბეროუზს, რომლებმაც შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას ადამიანის ფოტორობოტი, თუ როგორი იქნება ის რამდენიმე (ვთქვათ 10) წლის შემდეგ.
კითხვა: რომელი პიროვნების 10 წლის შემდგომი ფოტორობოტის შედგენა სთხოვეს ავტორებს თითქმის ყველა ამერიკულმა გაზეთებმა?

პასუხი >
შეკითხვა 530:
შეკითხვის გვერდი →

გადამითარგმნეთ ამჰარულ (ეთიოპიის ოფიციალური ენა) ენაზე ფრაზა “მაიმუნის ხე”!

პასუხი >
შეკითხვა 529:
შეკითხვის გვერდი →

მას ერქვა ჟან-კლოდი და 34 წლის ასაკში ის დანიშნეს იუნესკოს მისიის ხელმძღვანელად ჩილეში. შემდეგ ის ამავე ხაზით მუშაობდა ბანგლადეშში, ტაილანდში, კენიაში და იემნის არაბთა რესპუბლიკაში. მან გამოსცა რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის ბუდისტური პაგოდების ტაოისტური არქიტექტურის შესახებ. იგი გარდაიცვალა ორი წლის წინ ინფარქტით 66 წლის ასაკში.
კითხვა: რა ერქვა მის ცოლს?

პასუხი >
შეკითხვა 528:
შეკითხვის გვერდი →

1916 წელს აშშ-ში ჩატარდა გამოკითხვა დაახლოებით 10,000 მეცნიერს შორის, რომლის დროსაც მათ დაუსვეს ერთად-ერთი შეკითხვა. დაახლოებით 40%-მა დადებითად უპასუხა. ზუსტად იგივე გამოკითხვა ჩატარდა 80 წლის შემდეგ — 1996 წელს — და შედეგი დაახლოებით იგივე მიიღეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პროცენტულად ყველაზე ბევრი დადებითი პასუხი გასცეს მათემატიკოსებმა — 54,6%, ყველაზე ნაკლები კი — ფიზიკოსებმა — 22%. რა კითხვა დაესვათ მეცნიერებს?

პასუხი >
შეკითხვა 527:
შეკითხვის გვერდი →

1994 წლის ნოემბერში, როგორც იქნა დასრულდა ეს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც თითქმის 7 წელი გრძელდებოდა. იმავე წელს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა აღარ ჩაეტარებინა მსგავსი ტიპის ტურნირები მათი ძალზე ხანგრძლივი ხასიათის გამო. ამ გადაწყვეტილების მომხრეების უმთავრეს არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ 1994 წელს დამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა უკვა აღარარსებული სახელმწიფოს — გდრ-ის — ნაკრებმა გუნდმა. სპორტის რომელ სახეობაში ტარდებოდა ეს ჩემპიონატი?

პასუხი >
შეკითხვა 526:
შეკითხვის გვერდი →

რობერტ სეიდენბერგი ამტკიცებდა, რომ ეს არის არა ენდემური, არამედ ეპიდემიური დაავადება, რომელიც ნებისმიერი ფენისთვისაა დამახასიათებელი. ე. ფრომი თვლის, რომ ეს ხასიათდება “პარალიზებადი უმწეობით და აბსოლტური არარაობით”. კითხვა: რამდენი ხანი შეიძლება გრძელდებოდეს ის, ერთი ლათინოამერიკელის აზრით?

პასუხი >
შეკითხვა 525:
შეკითხვის გვერდი →

“სიუარდის მაცივარი”, “ყველასათვის გამოუსადეგარი ყინულის კუბო”, ასე უწოდებდნენ მას მე-19 საუკუნეში. ამჟამად კი მას უკავია ერთ-ერთი პირველი ადგილი მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით. რის შესახებაა საუბარი?

პასუხი >