შემთხვევითი შეკითხვა:

სუფრის დანები, რომელიც საჭმლის ჭამისას გამოიყენება ხმარებაში შემოიღო კარდინალმა რიშელიემ. მან გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ სუფრის... განვაგრძოთ→

უცნობი ავტორი:

პოეზია  — ეს არის ის, რაც ჩვენში რჩება სიტყვების დავიწყების შემდეგ.

შეკითხვების არქივი

36-ე გვერდი

შეკითხვა 524:
შეკითხვის გვერდი →

ი. პავლოვი ამბობდა: “როდესაც ვფიქრობ ჩემსა და მის შესახებ, მე წარმომიდგენია მაღაროელთა ორი ჯგუფი, რომლებმაც რკინიგზის გვირაბის გათხრა ერთიდაიმავე მთის ფერდობზე დაიწყეს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მას ცოტა ქვემოთ მოუვიდა და ამიტომ წყვდიადში ჩაეფლო, მაშინ როცა ჩვენ უკვე სინათლეს მივაღწიეთ. და მაინც მას შეუძლია გახდეს ახალი რელიგიის ფუძემდებელი”.
კითხვა: ვის შესახებ ამბობდა ასე აკადემიკოსი პავლოვი?

პასუხი >
შეკითხვა 523:
შეკითხვის გვერდი →

ლიტერატორთა პროფესიული ხუმრობა გვამცნობს: “როცა ვარ ეული (ანუ უცოლო) — ვარ პოეტი”. კითხვა: რა ვიქნები, როცა მოვიყვან ცოლს და რა ვიქნები, როდესაც ამ ცოლს გავცილდები?

პასუხი >
შეკითხვა 522:
შეკითხვის გვერდი →

ცნობილმა იუმორისტმა ა. არკანოვმა ერთ-ერთ თავის ფელეტონში კინოში სექსუალური სცენების ასეთი კლასიფიკაცია შესთავაზა მკითხველს: სექსუალური სცენები, რომელშიაც მონაწილეობენ უბრალო მოქალაქეები — ეროტიკა; სექსუალური სცენები მთავრობისა და დუმის წევრთა მონაწილეობით — პორნოგრაფია. კინოს რომელ ჟანრს მიაკუთვნა მან ფილმები, რომლებშიც შესულია სექსუალური სცენები მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა მონაწილეობით?

პასუხი >
შეკითხვა 521:
შეკითხვის გვერდი →

1938 წელს მან მიიღო საფოსტო ბარათი, რომელშიაც მისი და ამცნობდა, რომ მალე მასთან ჩამოვა მისი სამი დისშვილი. დის შემდგომი ბედი უცნობია, ბიძამ კი 1942 წელს, საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას, ბავშვები ნაშვილებად ჩაწერა. მაგრამ ეს ისტორია ამითაც არ დასრულებულა და ჩვენ ვიცით ამ ბავშვების სტუმრობის ამბავი სხვა ნათესავებთანაც.
კითხვა: ვის ესტუმრნენ ბავშვები სულ პირველად, 1938 წელს?

პასუხი >
შეკითხვა 520:
შეკითხვის გვერდი →

მისთვის უნდოდათ ეწოდებინათ ქრონოსი, ატლასი, პრომეთეოსი, ქაოსი, კოსმოსი, ათინა, ჰერა, ჰერკულესი, პაქსი, მინერვა, პერსეფონა, ერებოსი. მისი პირველაღმომჩენის ცოლმა დაასახელა თავისი ვარიანტი — ზევსი, შემდეგ კი საკუთარი სახელიც შესთავაზა — კონსტანცია. მაგრამ საბოლოოდ 1930 წელს დამტკიცდა სხვა სახელწოდება. რომელი სახელწოდება?

პასუხი >
შეკითხვა 519:
შეკითხვის გვერდი →

1509 წ-დან 1517 წ-მდე რაფაელმა მოხატა ვატიკანის სასახლის საზეიმო დარბაზები. ყველაზე მეტად ცნობილია 4 სურათი ბეჭდის დასმის დარბაზიდან: “ათენის სკოლა”, “პარნასი”, “დისპუტი” და “სიბრძნე, ზომა და ძალა”. ეს კომპოზიცია ასახიერებს ადამიანის (იმ დროის ადამიანის) სულიერი მოღვაწეობის 4 სფეროს. დაასახელეთ ეს სფეროები.

პასუხი >
შეკითხვა 518:
შეკითხვის გვერდი →

რამდენიმე წლის წინ ბუნდესლიგის ერთ-ერთი თამაშის დროს, რომელშიაც ერთმანეთს ხვდებოდნენ “ჰამბურგი” და “კიოლნი” მოხდა ასეთი ინციდენტი. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე “ჰამბურგის” ბულგარელმა ლეგიონერმა ი. ლეჩკოვმა არაზუსტი პასი მიაწოდა მეორე ლეგიონერს დანიელ ს. ტოფტინგს. შესვენებაზე გაბრაზებულმა დანიელმა ბულგარელს უთხრა ისეთ რამ, რომ მოხჩუბარე ფეხბურთელების გაშველებას კლუბის პრეზიდენტის ჩარევა დაჭირდა. რომელი, ლეჩკოვისათვის ნაცნობი, ადამიანის სახელით მოიხსენია იგი ტოფტინგმა თუ ბევრი ამას კომპლიმენტად მიიღებდა?

პასუხი >
შეკითხვა 517:
შეკითხვის გვერდი →

1792 წლის 20 სექტემბერს დასახლება ვალმის მახლობლად საფრანგეთის ჯარმა დაამარცხა პრუსიის არმია. მომდევნო ღამეს დამარცხებულ და უკანდახეულ პრუსიელ ჯარისკაცებს ერთმა 43 წლის პატრიოტმა უთხრა ფრაზა: “ამიერიდან იწყება ახალი ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში და თქვენ შესძლებთ თქვათ: ”მე შევესწარი ამას!”. ვინ იყო ეს ადამიანი?

პასუხი >
შეკითხვა 516:
შეკითხვის გვერდი →

“ძვირფასო, უოტსონ, შემოდით გეთაყვა ჩემთან, თქვენ მე მჭირდებით!”.
ვინ წარმოთქვა ეს ლეგენდარული სიტყვები 1876 წლის 10 მარტს?

პასუხი >
შეკითხვა 515:
შეკითხვის გვერდი →

გადამითარგმნეთ თანამედროვე ვიეტნამურ ენაზე სიტყვა კატა!

პასუხი >