37-ე გვერდი



1958 წელს ამერიკელმა დორის ლილიმ დაწერა წიგნი “როგორ გაჰყვე ცოლად მილიონერს?!”. გამოცემა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ერთგვარ სახელმძღვანელოდაც კი იქცა. გავიდა 30 წელი და დორისმა ხელი მოჰკიდა ახალ წიგნს. რა უწოდა მან ახალ გამოცემას?



გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობაა გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც ხელმძღვანელობს გაეროს სამდივნოს. ის ინიშნება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით. გენერალური მდივანი მონაწილეობას იღებს გაეროს ყველა მთავარი ორგანოს სხდომებში.
კითხვა: დაასახელეთ გაეროს ერთად-ერთი მთავარი ორგანო, რომლის საქმიანობაშიც გენ. მდივანი არ ერევა!



თავის გახმაურებულ რომანს “ხაზარული ლექსიკონი” იუგოსლავიელი მწერალი მილორად პავიჩი აგებს, როგორც თითქოსდა მის მიერ რეკონსტრუირებულ 100 000 სიტყვისაგან შემდგარ ლექსიკონს. ლექსიკონის წყაროს წარმოადგენდა სამი წიგნი: წითელი, მწვანე და ყვითელი. რა პრინციპით გააერთიანა ავტორმა ნაწილი წყაროებისა წითელ წიგნში, ნაწილი — მწვანეში, ნაწილი — კი ყვითელში?



ეს ფრაზა შეცდომით მიეწერება ერთ ფრანგ დიდგვაროვანს. სინამდვილეში ეს ფრაზა 1908 წლის 19 ივლისს ლონდონში წმ. პავლეს ტაძარში ქადაგების დროს წარმოთქვა პენსილვანიის ეპისკოპოსმა. როგორ ჟღერს ეს ფრაზა?



თავად ავტორი თავის ყველაზე დიდ ნამუშევრად მიიჩნევდა დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” თარგმნას თავისი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე. გარდა ამისა მას ეკუთვნის პოემა “ევანგელინა”, პოეტური კრებულები “ზღვისა და კერის პირას”, “მიმომფრენი ფრინველები”, მაგრამ ყველაზე დიდ მის ნაწარმოებად მიჩნეულია პოემა-ეპოსი, რომელიც მან შექმნა უძველეს თქმულებებზე დაყრდნობით 1855 წელს. რა ერქვა ეპოსის მთავარ მოქმედ გმირს?



როდესაც მსოფლიო ბიზნესში საუბრობენ ხანგრძლივი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებისა და აპარატურის წარმოების შესახებ, პირველ ადგილზე ყოველთვის მოიხსენიებენ იაპონიას. თავად იაპონიაში ეს სფერო ეფუძნება სამ გიგანტს, ე.წ. სამ S-ს. დაასახელეთ ეს სამი S!



სტატია დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში, რომელიც ეძღვნება ამერიკელ მწერალს სახელად ოლივერს, სწვლულ-ექიმს, რომანის “მფარველი ენგელოზი”, ესეებისა და სატირული ლექსების ავტორს, ერთი სტრიქონით მოკლეა, ვიდრე სტატია ლიტერატურულ პერსონაჟზე, რომელიც თავის გვარს უნდა უმადლოდეს ხსენებულ მწერალს. მაშ, რა გვარი იყო ამერიკელი მწერალი?



იაპონიაში არსებობდა წეს-ჩვეულება “ძუნ-სი” — სიკვდილი ბატონის შემდგომ. ითვლებოდა, რომ ეს უზრუნველყოფს უწინდელ ურთიერთობებს მსახურსა და ბატონს შორის შემდგომ რეინკარნაციებში. ამ იდეამ დაღი დაასვა მოქალაქეთა ზნე-ჩვეულებებს და გადაიზარდა ორმაგი თვითმკვლელობების ეპიდემიაში. დამისახელეთ ყველაზე ცნობილი მაგალითი!



ამ მწერლის 16 რომანიდან 3 ნაწარმოები ატარებს ქალის სახელებს. თანაც, თითოეული მათგანი შეიძლება განხილული იქნას, როგორც ეტაპური ავტორის ცხოვრებაში: პირველი რომანი იყო სადებიუტო, მეორემ ავტორს საქვეყნო დიდება მოუტანა, მესამე კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთელ ინტელექტუალებში და ბევრი კრიტიკოსის აზრით მწერლის შემოქმედების მწვერვალად ითვლება. დაასახელეთ ერთი მაინც ამ სამი ნაწარმოებიდან.



1975 წლის 30 აპრილს ჩრდილოეთ ვიეტნამის ტანკებმა დაიკავეს საიგონი და პრეზიდენტის ყოფილ სასახლეზე აღმართული იქნა სოციალისტური ვიეტნამის წითელი დროშა. მაგრამ დროება იცვლება და ამჟამად ამერიკელი ტურისტები უკვე სიამოვნებით აქცევენ ყურადღებას იმას, რომ სასახლის თავზე ფრიალებს სხვა წითელი დროშა. რომელი?







