შემთხვევითი შეკითხვა:

ჩარლზ რიდი წერდა: ”დათესავ აზრს — მოიმკი ქცევას; დათესავ ქცევას — მოიმკი ჩვევას; დათესავ ჩვევას — მოიმკი ხასიათს”. რას მოიმკი, რიდის აზრით, თუ დათესავ... განვაგრძოთ→

ფილიპ კამერტონი:

შეგინიშნავთ, რომ ბრძნულ აზრებს მაშინ ვაქცევთ ყურადღებას, როცა ვინმე მის ციტირებას ახდენს, და არა მაშინ, როცა ავტორთან ვკითხულობთ.

შეკითხვების არქივი

38-ე გვერდი

შეკითხვა 504:
შეკითხვის გვერდი →

აშშ-ში ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის პერსონაჟების ცნობადობის მიხედვით მესამე ადგილზე დგას ბეტმენი, მეორეზე — მიკი მაუსი. პირველზე კი პერსონაჟი, რომელიც პირველად გამოჩნდა თამაშში “დონქი კინგი”. დაასახელეთ ეს პერსონაჟი!

პასუხი >
შეკითხვა 503:
შეკითხვის გვერდი →

კომპანია “ფილიპსის” მენეჯერი დევიდ შოხი თავის ცხოვრებას ყოფდა სამსახურსა და ფეხბურთს შორის. თითქოსდა სპეციალურადო, საინტერესო მატჩების რადიოტრანსლაცია ემთხვეოდა იმ მონაკვეთს, როდესაც დევიდი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. რა გამოიგონა მან 1934 წელს?

პასუხი >
შეკითხვა 502:
შეკითხვის გვერდი →

1856 წლის 6 მაისს ფრაიბურგის სინაგოგაში ლოცულობდნენ მამაკაცები. ნაჭრებით მოვაჭრე იაკობს და მის მეუღლე ამალიას შეეძინათ ვაჟი, რომელსაც სახელი ბაბუის საპატივცემლად მისცეს. ოჯახი დიდ იმედებს ამყარებდა თავის პირმშოზე: ფეხმძიმობის დროს ფრაუ ამალიას უწინასწარმეტყველეს, რომ მისი ვაჟი დიდი ადამიანი გახდებოდა. რა ერქვა მის ვაჟს?

პასუხი >
შეკითხვა 501:
შეკითხვის გვერდი →

ეს ტევადი სახე დიდი ხანია გახდა კულტურული მოღვაწეობის გავრცობილი მეტაფორა. ახლახან მოსკოვის ესე-კლუბში გამართულ “მრგვალ მაგიდაზე” ლიტერატორები, ფილოლოგები და ფილოსოფოსები მსჯელობდნენ სინამდვილეში რა იმალება ამ მეტაფორის უკან. აღმოჩნდა, რომ ერთნი აღიქვამენ მას, როგორც ასოციაციების თავისუფალ ფრენას, ხელოვნებას ხელოვნებისათვის, მეორენი — განსაკუთრებული სახის კვლევით საქმიანობას. გაიხსენეთ მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურა და მითხარით, რას მიეძღვნა ეს “მრგვალი მაგიდა”?

პასუხი >
შეკითხვა 500:
შეკითხვის გვერდი →

2000 წლის 1 მარტს 30 წელი შესრულდა ამ ცნობილი ნაწარმოების პრემიერიდან, რომელიც ლონდონის “ალბერტ-ჰოლში” გაიმართა. ამ წლების განმავლობაში თანამოსახელე ალბომის ტირაჟმა 100 მილიონს გადააჭარბა, ორივე ავტორი კი ყოველთვიურად იღებს მინიმუმ 100 000 გირვანქა სტერლინგს. მოგვიანებით, ამ ჟანრში დაიწერა ბევრი ნაწარმოები, მაგრამ დღემდე ვერავინ შესძლო ამ ფენომენალური წარმატების გამეორება. დაასახელეთ ეს ნაწარმოები!

პასუხი >
შეკითხვა 499:
შეკითხვის გვერდი →

რას უწოდა გაღიზიანებულმა გერმანელმა მსახიობმა მაქსიმილიან შელმა “დენთის შემდეგი ყველაზე ეშმაკისეული გამოგონება, რომელმაც მანძილზე მოკვლის უნარი გადააქცია სულიერ რეალობად”?

პასუხი >
შეკითხვა 498:
შეკითხვის გვერდი →

ამ ერის ფორმირებაში მიცნიერები გამოყოფენ ხუთ ელემენტს: აინურს, ინდონეზიურს, ძველ აღმოსავლეთაზიურს, საკუთრივ კორეულს და საკუთრივ ჩინურს. რომელ სახელმწიფოში ცხოვრობს ეს ერი ძირითადად?

პასუხი >
შეკითხვა 497:
შეკითხვის გვერდი →

1861-66 წწ. სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ სამხრეთელები ხშირად აძლევდნენ სახელებს თავიანთ შვილებს კონფედერაციის ბელადების საპატივცემლოდ: ვაჟებს — რობერტ ლი ან უდრეკი ჯექსონი, გოგონებს კი — ლორინამი. ზანგებს შორის კი, რომლებმაც მოიპოვეს თავისუფლება, ძალზე პოპულარული გახდა ორი სახელი. ერთი — “იმანსიპეიშნ”, რაც ნიშნავს “გათავისუფლებას”. დაასახელეთ მეორე სახელი!

პასუხი >
შეკითხვა 496:
შეკითხვის გვერდი →

ლეგენდის თანახმად 1803 წელს რუს მსახიობს პრასკოვია ჟემჩუგოვას გამოეცხადა ნათელმხილველი და უთხრა: “შენ დღეს მიიღე ორი როლი. ნუ მოჰკიდებ ხელს ორივეს ერთად: შენ ხომ ორივე შემთხვევაში მიცვალებული უნდა ითამაშო. იქ კი, სადაც ორი მიცვალებულია სცენაზე, ერთი იქნება ცხადში”. მსახიობი მართლაც მალე გარდაიცვალა და მაყურებელმა ვერ იხილა ორი ინგლისური პიესა. რა და რა როლის თამაშს აპირებდა ჟემჩუგოვა?

პასუხი >
შეკითხვა 495:
შეკითხვის გვერდი →

1878 წელს კლოდ ბერნარი წერდა: “ძნელია წარმოიდგინო იმაზე უარესი სიტუაცია, როდესაც პიროვნებას, რომელსაც არ დაუკარგავს უნარი შეიგრძნოს სიამოვნება და ტკივილი, იმავე დროს, არ გააჩნია უნარი გაექცეს ტკივილს და გაემართოს სიამოვნებისაკენ”. პოეტების წარმოსახვაში არსებული ასეთი მდგომარეობის რეალობაში ასახვა შესაძლებელია ერთი ბუნებრივი საშუალების მეშვეობით. რა ეწოდება ამ საშუალებას?

პასუხი >