შემთხვევითი შეკითხვა:

ბრაუზერში ერთ-ერთი საიტის მისამართის აკრეფისას მოვხვდი სულ სხვა რუსულ საიტზე. გადავედი მის მთავარ გვერდზე და როგორც გავარკვიე ეს... განვაგრძოთ→

ვუდი ალენი:

ლომს და კრავს ერთად შეუძლიათ დაწვნენ დასაძინებლად, მაგრამ საეჭვოა, რომ კრავმა კარგად გამოიძინოს.

შეკითხვების არქივი

39-ე გვერდი

შეკითხვა 494:
შეკითხვის გვერდი →

1933 წელს კომპანია “ბელის” ინჟინერმა ჯიმი ბრასკოუმ ლექციაზე მოისმინა შემდეგი ფრაზა: “საკვირევლია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ყური უზრუნველყოფს მოცულობითი ბგერის ილუზიას”. რა გამოიგონა მან ამის შემდეგ?

პასუხი >
შეკითხვა 493:
შეკითხვის გვერდი →

რის შესახებ ამბობდა ასე არაბი მწერალი ემმი არ-რეიჰანი: “ეს არის უფსკრული მარადისობათა შორის; ეს არის ელვა გამოსული ერთი ღრუბლიდან და შესული სხვაში”?

პასუხი >
შეკითხვა 492:
შეკითხვის გვერდი →

რომში — 42, პრაღაში — 38, კიევში — 34, თბილისში და ტაშკენტში — 22-22, მინსკში — 15, ნოვოსიბირსკში — 10, ერევანში — 9. რის შესახებაა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 491:
შეკითხვის გვერდი →

ვინ აღწერა ასე ა. დიუმამ: “ახალი დონ კიხოტი, რომელიც ახალ როსინანტზე ამხედრებულიყო”?

პასუხი >
შეკითხვა 490:
შეკითხვის გვერდი →

1973 წელს აშშ-ის ეკრანებზე გამოვიდა რალფ ბაკტის ავანგარდისტული ფილმი “პიკის საათი”. ფილმი აღსავსე იყო სხვადასხვა ციტატებითა და რემინისცენციებით ცნობილი და საკულტო ფილმებიდან და მხატვრული ნაწარმოებებიდან. ფილმების “ბონი და კლაიდი”, “ნათლიმამა”, “იესო ქრისტე — სუპერვარსკვლავი”, “ბითლზის” შემოქმედების ციტირების გარდა ერთ-ერთ კადრში მზის დისკოს ფონზე გაიელვა ფრინველის სილუეტმა. და მართლაც ამერიკელი მფრინავის მიერ დაწერილმა ამ ფრინველის ისტორიამ ნამდვილი ფურორი მოახდინა მსოფლიოში და დღემდე ერთ-ერთ საკულტო ნაწარმოებად ითვლება. რა ჰქვია ამ ფრინველს?

პასუხი >
შეკითხვა 489:
შეკითხვის გვერდი →

ერთ-ერთ პედაგოგიურ ჟურნალში რუბრიკით ”გამოჩენილი ადამიანები მერხთან” დაიბეჭდა კარიკატურა. მასზე გამოსახულია ჭაბუკი ივან კრილოვი, რომელიც დაფასთან პასუხობს გაკვეთილს, მასწავლებელი კი მას ეკითხება: “რატომ ყვებით მუდმივად იგავებს ჩემს გაკვეთილზე?”. რა საგანს ასწავლიდა ეს მასწავლებელი?

პასუხი >
შეკითხვა 488:
შეკითხვის გვერდი →

ორნიტოლოგებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ ყარყატებს, შეამჩნიეს საინტერესო რამ: ყარყატების გუნდის გადაფრენის დროს, დრო და დრო რომელიმე ფრინველი გადაფრინდებოდა გუნდის ცენტრში, 10 წუთის შემდეგ კი უბრუნდებოდა თავის ადგილს გუნდის კუდში, მის ადგილს იკავებდა სხვა ყარყატი, რომელიც 10 წუთის შემდეგ ბრუნდებოდა უკან, მის ადგილს იკავებდა მესამე ყარყატი და ა.შ. კითხვა: რისთვის გადადიოდნენ ყარყატები გუნდის ცენტრში?

პასუხი >
შეკითხვა 487:
შეკითხვის გვერდი →

რის შესახებ თქვა ასე ანტუან დე რივაროლმა: “ის ჩვენი იარაღია: როდესაც მას ვიყენებთ, უნდა ვიზრუნოთ, რომ ზამბარებს ჭრაჭუნი არ გაუდიოდეს”?

პასუხი >
შეკითხვა 486:
შეკითხვის გვერდი →

დაასახელეთ ორი ფოტოგრაფიული კორპორაცია, რომლებიც შედიან მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიების რიცხვში!

პასუხი >
შეკითხვა 485:
შეკითხვის გვერდი →

კალათბურთში, ფეხბურთში, კრივსა და მძლეოსნობაში მათი დიდი რაოდენობის მიუხედავად, სპორტის ამ სახეობაში საერთაშორისო სარბიელზე ისინი არ გვხვდებიან. ამას ხსნიან, როგორც მათ შორის ამ თამაშის ტრადიციების არარსებობით, ასევე მენტალიტეტის თავისებურებებით. სულ მცირე ხნის წინ აშშ-ში გამოჩნდა პირველი — მოზეს ეშლი, რომელსაც ამერიკულმა გაზეთებმა დიდი ყურადღება დაუთმეს და არ არის გამორიცხული, რომ მის მაგალითს სხვა მისთანანიც მიბაძავენ. სპორტის რომელ სახეობაზეა საუბარი?

პასუხი >