შემთხვევითი შეკითხვა:

პროსპერ მერიმეს ერთ–ერთი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ჟიული დე შავერნი ქორწინების დღიდან სულ რამოდენიმე თვეში ხვდება, რომ მან დაუშვა... განვაგრძოთ→

სტენდალი:

სიყვარული ეს შეჯიბრია ქალსა და მამაკაცს შორის იმ საკითხში, თუ ვინ უფრო მეტ ბედნიერებას მიანიჭებს საყვარელ არსებას.

შეკითხვების არქივი

მე-4 გვერდი

შეკითხვა 844:
შეკითხვის გვერდი →

ეს შედევრი შეიქმნა ანტვერპენში მდებარე ჩამომსხმელი ქარხნის დაზგების ხმაურის ზეგავლენით. პრემიერა შედგა 1928 წლის 20 ნოემბერს, პარიზის გრანდ-ოპერაში და სოლო პარტია იცეკვა რუსმა ბალერინამ, იდა რუბინშტეინმა. თუმცა, კითხვის ავტორის აზრით, ყველაზე ორიგინალურად ეს პიესა შესრულდა 1998 წელს ღია ცის ქვეშ, ათეულობით ათასი მაყურებლის თანდასწრებით. კითხვა: რა ეწოდება ადგილს, სადაც ასე ორიგინალურად შესრულდა ეს პიესა 1998 წელს?

პასუხი >
შეკითხვა 843:
შეკითხვის გვერდი →

1865 წელს, ლონდონში გარდაიცვალა ცნობილი სამხედრო ქირურგი ჯეიმს ბერი. იგი იყო არმიის გენერალური სამედიცინო ინსპექტორი, სანიტარიისა და ჰიგიენის თავგამოდებული დამცველი და საველე ჰოსპიტლებში ჰიგიენის ნორმების ერთ-ერთი პირველი დამნერგავი. მას ჰქონდა მძიმე ხასიათის, და აქედან გამომდინარე, იყო ცნობილი დუელიანტი და ჩხუბისთავი. მისი გარდაცვალების შემდეგ ლონდონის მაღალ საზოგადოებაში გრანდიოზული სკანდალი აგორდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ მოახერხა ამ ამბის მიჩუმათება. კითხვა: რითი განსხვავდებოდა ჯეიმს ბერის თავისი სამხედრო კოლეგებისაგან?

პასუხი >
შეკითხვა 842:
შეკითხვის გვერდი →

კვების ამ პროდუქტს იოჰან სებასტიან ბახმა კანტატა მიუძღვნა, პეტრე ჩაიკოვსკიმ — ცეკვა, რომლის მელოდიაც ყოველი ჩვენგანისთვის ბავშვობიდან ნაცნობია. ცნობილი ანეგდოტის მიხედვით კი, ერთ სახრეთულ ქალაქში ამ პროდუქტის შადრევანმაც კი ამოხეთქა. კითხვა: დაასახელეთ სახელმწიფო, რომელიც ამ პროდუქტის ყველაზე დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში!

პასუხი >
შეკითხვა 841:
შეკითხვის გვერდი →

1700 წელს კურტილენ დე სანდრამ გამოაქვეყნა ამ ცნობილი პიროვნების “მემუარები” (ანუ ფსევდო–მემუარები). სინამდვილეში ეს პიროვნება დაიღუპა 1678 წელს, მაასტრიხტის შტურმისას. სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე კი შეიტყო, რომ მას მარშლის წოდება მიანიჭეს. 1931 წელს საფრანგეთის ქ. ოშში ამ პიროვნების ლიტერატურულ ორეულს ძეგლი დაუდგეს. კითხვა: რა გვარი იყო ეს პიროვნება?

პასუხი >
შეკითხვა 840:
შეკითხვის გვერდი →

კოლიზეუმში მაყურებელთათვის ადგილები მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრებოდა. მდაბიო ფენისთვის განკუთვნილ ლოჟებს „რუმა“ ეწოდებოდა, საშუალო ფენის მოქალაქეთათვის განკუთვნილ ადგილს — „ცივის“. იყო ცალკე ადგილი იმპერატორისა და ნობილიტეტის სხვა წევრებისთვისაც. დღეს აქ მოსახვედრად არ არის საჭირო კეთილშობილობა, არამედ სხვა, თუნდაც იმ ფიზიკური პარამეტრების ქონა, რომელთა ნამრავლიც 486 000-ია. მაშ, რა ეწოდებოდა ზემოხსენებულ ლოჟას?

პასუხი >
შეკითხვა 839:
შეკითხვის გვერდი →

არგენტინის დედაქალაქის რთულად წარმოსათქმელი გრძელი სახელი შემდეგნარიად ითარგმნება, ქალაქი წმინდა სამების და პორტი ღვთისმშობლის წმინდა ქალწული მარიამის, რომელიც მფარველობს ”ბუენოს აირესს”. კითხვა: რის მფარველად გამოაცხადეს ღვთისმშობელი ექსპედიციის წევრებმა, თუკი დავამატებთ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ბუენოს აირესი კარგ ჰაერს ნიშნავს!

პასუხი >
შეკითხვა 838:
შეკითხვის გვერდი →

იერუსალიმში, სიონის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს ეკლესია, რომელსაც ეწოდება გალიკანტე. ეს ეკლესია წმინდა პეტრეს სახელობისაა. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ეკლესია სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც პეტრეს შემოესმა… რა შემოესმა (ორი სიტყვა)?

პასუხი >
შეკითხვა 837:
შეკითხვის გვერდი →

ავსტრალიური მითი მოგვითხრობს. თავიდან ცა და მიწა ისე ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ხეები ვერ იზრდებოდნენ და ადამიანებიც მიწაზე გართხმულნი დახოხავდნენ. გამოჩნდა ერთი ბრძენკაცი, მან კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა ცას შეუდგა და ცა მაღა აისროლა. ადამიანებიც წამოდგნენ და ხეებმაც იწყეს ზრდა. მაგრამ კვერთხმა ცის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ფორმა იცვალა, ასე გაჩნდა პირველი… რა?

პასუხი >
შეკითხვა 836:
შეკითხვის გვერდი →

ამერიკულმა (აშშ) მედია კონგლომერატმა Clear Channel Communications 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისი ეთერებიდან ამოიღო ლუი არმსტრონგის ერთი სიმღერა. რომელი?

პასუხი >
შეკითხვა 835:
შეკითხვის გვერდი →

ერთხელ ზევსმა იხმო ხელოვანი ჰეფესტო და ღვთაებრივი სილამაზის ქალის შექმნა უბრძანა. ათენამ ამ ქალს უზადო ხელსაქმე ასწავლა, აფროდიტემ მაცდურობა და მომხიბვლელობა მიანიჭა, ჰერმესისგან მან მზაკვრული ხასიათი და დარწმუნების ძალა მიიღო. შემოსეს იგი ზღაპრული ოქროცურვილით, შეამკეს ყვავილებით და ყველასგან დასაჩუქრებული უწოდეს. სინამდვილეში ის ზევსის შურისძიების იარაღი უნდა ყოფილიყო. კითხვა: როგორ ჟღერს ბერძნულად „ყველასგან დასაჩუქრებული“? (ერთი სიტყვა)

პასუხი >