40-ე გვერდი



რუსი მწერალი ვლადიმირ ოდოევსკი წერდა: “მე მიმაჩნია, რომ რუსეთში არის სამი კომედია”. დაასახელეთ ისინი!



ეკატერინბურგში ბელინსკის სახელობის ბიბლიოთეკის წინ გაიხსნა ძეგლი. ის წარმოადგენს ფეხის ანაბეჭდებიან ფილას. ძეგლი ასახავს თანამედროვე საზოგადოების გათიშულობასა და სმარტოვეს, საზოგადოებისა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ტელეფონებითა და ინტერნეტით უკავშირდებიან. დაასახელეთ პერსონაჟი, რომელსაც დაუდგეს ეს ძეგლი!



1930 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰოლინგვორტმა გამოაქვეყნა ნაშრომი სახელწოდებით “ღეჭვის ფსიქოდიპალინა”, სადაც განაცხადა, რომ საღეჭი რეზინი ამცირებს კუნთების დაძაბულობას და ხელს უწყობს მოდუნებას. გარკვეული დროის შემდეგ ცნობილმა ბიზნესმენმა რიგლიმ, გამოიყენა რა ეს მონაცემები, მიაღწია იმას, რომ მისი პროდუქცია გახდა… რისი განუყოფელი ნაწილი გახდა მისი პროდუქცია?



ისტორიულ-დეტექტიური რომანის ჟანრის ფუძემდებლად ითვლება არტურ კონან დოილი, რომელმაც შექმნა ნაპოლეონის აგენტის ბრიგადირ ჟერარის სახე. კითხვა: რომელ რომანს მიიჩნევენ კრიტიკოსები ამ ჟანრის მწვერვალად?



რად იქცევა გარემო სამყაროსაგან სრულ იზოლაციაში მოხვედრილი წყლის წვეთი შუასაუკუნოვანი ირანული თქმულების მიხედვით?



80-იან წლებში ითვლებოდა, რომ მსოფლიოში პოპულარობით მეორე ქალთა ჟურნალი არის “ბურდა მოდენ”, რომელიც გამოდიოდა ტირაჟით 15 მლნ ეგზემპლიარი. რა ჟურნალი იდგა პირველ ადგილზე ტირაჟით 20,5 მლნ ეგზემპლიარი?



ნიკოლა სებასტიენ დე შამფორი წერდა: “თანამედროვე დიდგვაროვანნი უმეტესწილად ისევე გვანან თავიანთ წინაპრებს, როგორც იტალიელი ჩიჩერონე…” ვის?



ყველასათვის ცნობილია, რომ ბიბლია გვასწავლის მოყვასის სიყვარულს. რომელი წიგნი, ვიქტორ შენდეროვიჩის აზრით, გვასწავლის თუ სახელდობრ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?



“კარგი ვალსი”, “მტანჯველი ვალსი”, “ანტისაცეკვაო ვალსი”, “ჩინური პოლკა”, “თათრული ბოლერო”, “ტკივილგამაყუჩებელი მუსიკა”, “ასთმათიკური ეტიუდები” და სხვა ნაწარმოებები ეკუთვნის ცნობილ კომპოზიტორს, რომელსაც შეარქვეს “პეზაროელი გედი”. მაგრამ მის მიერ დაწერილი უამრავი ოპერები მუდმივად იგნორირებულია თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ, გარდა ერთი ოპერისა, რომელიც არაერთხელ დაიდგა თბილისში. რა ჰქვია ამ ოპერას?



ერთხელ ამბროზ ბირსს მოუხდა ახსნა-განმარტების მიცემა ერთი უმეცარისათვის ერთ სიტყვასთან დაკავშირებით. გონებაჩლუნგი მოსაუბრე ვერაფრით იგებდა განმარტებებს. ბოლოს მწერალმა თქვა, რომ “ეს — არის სახელმწიფოს დიდსულოვნება იმ დამნაშავეთა მიმართ, რომელთა დასჯაც მას ძალზე ძვირი უჯდება”. რა სიტყვა ახსნა ასე ამბროზ ბირსმა?







