შემთხვევითი შეკითხვა:

მისი სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრს შეადგენს. ის არის მოლურჯო სახის მქონე, სწორთმიანი, მხარბეჭიანი არსება, რომელსაც კისერზე ორი... განვაგრძოთ→

უცნობი ავტორი:

პოეზია  — ეს არის ის, რაც ჩვენში რჩება სიტყვების დავიწყების შემდეგ.

შეკითხვების არქივი

41-ე გვერდი

შეკითხვა 474:
შეკითხვის გვერდი →

სიცილიაში ერთ-ერთი დაწესებულების შესასვლელზე გაკეთებულია ირონიული წარწერა: “ჩვენ ვიყავით შენსავით, შენც იქნები ჩვენსავით”. რომელ დაწესებულებაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 473:
შეკითხვის გვერდი →

ომანელები ამბობენ, რომ როდესაც ის მოდის — ის მბრძანებელია; როდესაც ჯდება — იქცევა ტყვედ; ხოლო როდესაც მიდის — იქცევა პოეტად. ვიზე ამბობენ ასე ომანელები?

პასუხი >
შეკითხვა 472:
შეკითხვის გვერდი →

უზბეკურ ქალაქ თერმეზიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 18 კილომეტრში, იქ, სადაც ამუდარია მიედინება კლდეებს შორის, განლაგებული იყო უძველესი დროის არქეოლოგიური ძეგლი “აირთამი”. მაგრამ 1979 წელს იგი სასწრაფოდ გაასწორეს მიწასთან ბულდოზერების მეშვეობით. რატომ?

პასუხი >
შეკითხვა 471:
შეკითხვის გვერდი →

ერთი ამერიკელი ფსიქოლოგის წიგნში ეს აღწერილია შემდეგი ფრაზით: “…მსხვილი და წარმატებული ბიზნესმენებისათვის ეს წარმოადგენს ომისა და სპორტის კომბინაციას”. ადამიანები კი ამბობენ, რომ ეს არის რისკი, რომელიც იშვიათად მთავრდება შამპანიურით, ხშირად კი — სიღატაკით. რის შესახებაა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 470:
შეკითხვის გვერდი →

“ნუ გააწვალებთ თქვენს ახლობლებს”, “ნუ ჩააგდებთ საფრთხეში ჯანმრთელობას და ოჯახურ კეთილდღეობას”. ასეთი არგუმენტებითაა სავსე აშშ-ში სულ ახლახან გამოსული ახალი პრეპარატის “Snore M.D.”-ს სარეკლამო ბუკლეტები. რეკლამის თანახმად, პრეპარატს არ გააჩნია არავითარი გვერდითი ეფექტები და წარმოადგენს ერთადერთ ჭეშმარიტ წამალს ამის წინააღმდეგ. რის წინააღმდეგ?

პასუხი >
შეკითხვა 469:
შეკითხვის გვერდი →

რომელი სიტყვა გამოიყენა პირველად იტალიელმა დომენიკინო და პიაჩენცომ, რომელიც მე-15 საუკუნის დასაწყისში მსახურობდა ერთ-ერთი იტალიელი მმართველის კარზე ცეკვის მასწავლებლად?

პასუხი >
შეკითხვა 468:
შეკითხვის გვერდი →

ავსტრიის ერთ-ერთი ქალაქის ანალოგიურად გერმანულ ქალაქ ჰემნიცშიც დაიწყეს შოკოლადის პროდუქციის გამოშვება. მაგრამ თუ ავსტრიაში პროდუქცია ატარებს ცნობილი კიმპოზიტორის სახელს, გერმანულ ვარიანტზე გამოსახულია ჰემნიცის ცენტრალურ მოედანზე აღმართული ძეგლი. თუ თქვენ მიხვდებით ვისი ძეგლია, მაშინ მიპასუხებთ რა ეწოდება ამ კანფეტებს!

პასუხი >
შეკითხვა 467:
შეკითხვის გვერდი →

კივაის ტომის პაპუასების ზღაპრებში გვხვდება პერსონაჟი ორიოგორუხო, რომელიც ჰგავს ადამიანს, მაგრამ გააჩნია უშველებელი, მიწამდე სიგრძის ყურები. ეს ყურები მას იმ ორი ნივთის მაგივრობას უწევენ, რომლებსაც ჩვენ, როგორც წესი, ყოველდღე ვიყენებთ. ახლა კი მითხარით, რის მაგივრად იყენებს ორიოგორუხო ერთ ყურს და მეორეს?

პასუხი >
შეკითხვა 466:
შეკითხვის გვერდი →

საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით 1994 წელს ბრუნვიდან ამოღებულ ერთ და ორცენტიან მონეტებს გადაადნობენ და ჩამოასხამენ 220 გრამიან ბრინჯაოს მედლებს. მედლებზე გამოსახული იქნება ორი ღირსშესანიშნაობა. ერთი — ხიდი “ჰარბორ ბრიჯი”. დაასახელეთ მეორე!

პასუხი >
შეკითხვა 465:
შეკითხვის გვერდი →

თავიანთ ნაშრომში “ორგანიზებული დანაშაულის ისტორია ამერიკაში” ჰენკ მესიკი და ბერდ გოლდბლატი გვთავაზობენ მაფიოზური კლანების სხვადასხვანაირ სქემებს. მიუხედავად ამისა — მაფიის სტრუქტურა მაინც სრულ აბდა-უბდას წარმოადგენს: თითქოსდა მისი ცალკეული ნაწილები უკავშირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამ სქემაში გარკვევა ყოვლად შეუძლებელია. კითხვა: რას შეადარეს ავტორებმა მაფიის სტრუქტურა იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელ მაფიოზთა უმეტესობა აპენინელი ემიგრანტები არიან?

პასუხი >