შემთხვევითი შეკითხვა:

სიტყვას ZIP ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში მოცემული აქვს შემდეგი განმარტებები: ტყვიის ზუზუნი; ნაჭრის დაფხრეწის ტკაცატკუცი; სისწრაფე, სიმკვირცხლე; “ელვა” შესაკრავი. ახლა... განვაგრძოთ→

უცნობი ავტორი:

ლედი არის ქალი, რომელიც ისეთ პირობებს იქმნის, რომ მამაკაცს სხვა არაფერი დარჩენია, რომ არ იყოს ჯენტლმენი.

შეკითხვების არქივი

42-ე გვერდი

შეკითხვა 464:
შეკითხვის გვერდი →

თავის “ერთი გენიოსის დღიურში” სალვადორ დალი წერდა, რომ მასთან ეს “დეტალი” არ იქნება ისეთივე სევდის მომგვრელი, როგორც ნიცშესთან. ეს “დეტალი” ჰქონდათ მე-20 საუკუნის ყველაზე ოდიოზურ ლიდერებს და ამიტომ ფედერიკო გარსია ლორკამ მას “ადამიანის სახის ტრაგიკული კონსტანტა უწოდა”. რის შესახებაა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 463:
შეკითხვის გვერდი →

ჰანს სალიე ასე განსაზღვრავს ამ მცნებას: “სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას — სიცივე, დაღლილობა, სწრაფი სირბილი, შიში, სისხლის დაკარგვა, დამცირება, ტკივილი — ორგანიზამი პასუხობს არა მარტო დამცავი რეაქციით მოცემულ ზემოქმედებაზე, არამედ კიდევ გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესითაც, იმის მიუხედავად კონკრეტულად რომელი გამღიზიანებელი მოქმედებს მასზე მოცემულ მომენტში. ამ პროცესის დახმარებით ორგანიზამი თითქოს ახდენს მობილიზებას თავის დასაცავად, ადაპტაციის მისაღწევად”. დაასახელეთ ეს ცნება ერთი სიტყვით!

პასუხი >
შეკითხვა 462:
შეკითხვის გვერდი →

1921 წელს პარიზში შედგა “დადაისტების” შემაჯამებელი ექსპოზიციის დემონსტრირება. წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერა და გრაფიკა, ასევე კოლაჟები და მრავალი სხვა. მაგრამ ორგანიზატორების აზრით ყველა ეს “ხელოვნების ნიმუში” არ იყო მთავარი. თავად მხატვრები თამაშობდნენ დაჭერობანას და კნაოდნენ. შირმის უკან სპეციალურად დასმული კაცი მუდმივად ლანძღავდა დამსწრეებს, რაც ხელს უშლიდა დათვალიერების პროცესს. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი პირობა, რომელიც საერთოდ შეუძლებელს ქმნიდა გამოფენის დათვალიერებას. რა?

პასუხი >
შეკითხვა 461:
შეკითხვის გვერდი →

ლეონარდო და ვინჩი ამბობდა: “ბოტიჩელი არ ცნობდა ფერწერის ამ ჟანრს. ის თვლიდა, რომ საკმარისია ესროლო სხვადასხვა საღებავებით გაჟღენთილი ღრუბელი კედელს, გაჩნდება ლაქა, სადაც გამოჩნდება…” რა?

პასუხი >
შეკითხვა 460:
შეკითხვის გვერდი →

1976 წელს სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა შექმნეს პირველი პერსონალური კომპიუტერი “Apple-1”. პირველივე აპარატების გაყიდვას გაკიცხვით შეხვდნენ ქრისტიანი ფუნდამენტალისტები, რომლებმაც თავად ამ კომპიუტერებით ვაჭრობაში შეიცნეს ეშმაკის ხრიკები. რატომ?

პასუხი >
შეკითხვა 459:
შეკითხვის გვერდი →

მე-20 საუკუნის დასაწყისში სასოწარკვეთილმა ლონდონელმა მანდილოსნებმა დააარსეს ქალთა ასოციაცია, რომლემაც მიზნად დაისახა “აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფა”. ასოციაციას მხარი დაუჭირა ბერნარდ შოუმ, რომელმაც მოუწოდა საზოგადოებრიობას “მიექციათ ყურადღება იმ აუწერელი ტანჯვისათვის, რომელსაც განიცდიდნენ ქალბატონები”. რა დაწესებულებებს ხსნიდა ასოციაცია?

პასუხი >
შეკითხვა 458:
შეკითხვის გვერდი →

ანტონ ჩეხოვი ასე აღწერდა მენიჩბეების საუბარს, რომელსაც ის შეესწრო სახალინზე მოგზაურობის დროს: “ისეთი აზრი შემექმნა, რომ ყველაფერს — ნიჩბებს, ნავებს, ტალღებს, ქარს გააჩნიათ…” ვინ? რა?

პასუხი >
შეკითხვა 457:
შეკითხვის გვერდი →

1972 წელს კომპანია “ეს-ეი-პი”-ს დირექტორი ჰასეო პრატნერი იმყოფებოდა კერძო მიღებაზე “ჯეი-ვი-სი”-ს მენეჯერებთან. მან მოინდმა გადაერთო ტელევიზორის არხი, მაგრამ გაიხლართა მავთულებში, დაეცა, დააქცია კოქტეილი, დასვარა კოსტუმი და შექმნა ძალზე უხერხული სიტუაცია. რა გამოიგონა მან ამის შემდეგ?

პასუხი >
შეკითხვა 456:
შეკითხვის გვერდი →

ერთხელ ახალგაზრდა ფრანგი პოეტების წრეში საუბრობდნენ ერთი ლიტერატორის მორალურ თვისებებზე. “ის — მშვენიერი ადამიანია, — ამტკიცებდნენ ბევრნი, — საკმარისია გაიგო თუ ვინ არიან მისი მეგობრები”. “ნურასოდეს იმსჯელებთ ადამიანის შესახებ მისი მეგობრების მიხედვით, — თქვა პოლ ვალერიმ — გაიხსენეთ თუნდაც…” ვინ დაასახელა პოლ ვალერიმ?

პასუხი >
შეკითხვა 455:
შეკითხვის გვერდი →

სარვეპალი კრიშნანმა მას ყოველგვარი ცივილიზაციის საფუძველი უწოდა, რეი ბრედბერიმ — ცხოვრების საწვავი, ვლადიმირ ანტიპინმა — სამოთხის ქარი, ანრი რენიემ — სიბრძნის მეგობარი, ჰაირიხ ჰაინემ კი — უდიდესი “მიწისძვრა” ადამიანის ცხოვრებაში. რა შეაფასეს ასე ნაირგვარად დასახელებულმა პიროვნებებმა?

პასუხი >