შემთხვევითი შეკითხვა:

ახალდამწყები მსახიობი დაჟინებით ითხოვდა ბერნარდ შოუს გაეწია მისთვის რეკომენდაცია, რათა თეატრში მიეღოთ იგი. შოუ დათანხმდა და დაწერა შემდეგი... განვაგრძოთ→

ა. პოდვოდნი:

მწერალი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავს ისეთი წერილები მისწეროს, რაც სხვისთვისაც საინტერესოა.

შეკითხვების არქივი

43-ე გვერდი

შეკითხვა 454:
შეკითხვის გვერდი →

ამ ადამიანის მთელი ბიოგრაფია გაყალბებულია: მისი სახელი, დაბადების ადგილი, ბავშვობა და მის მიერ ჩადენილი გმირობანი. პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მან შექმნა ვ.შენდეროვიჩმა მოსწრებულად უწოდა “იდიოტიზმი მონარქიის ელემენტებით” და მაინც თანამემამულეების ადიდებენ მას, როგორც “მიწიური სამოთხის” შემქმნელს. დაასახელეთ ეს პიროვნება!

პასუხი >
შეკითხვა 453:
შეკითხვის გვერდი →

ეს ნივთი თითოეულ თქვენგანს გააჩნია სახლში და თქვენ, ეჭვგარეშეა, ყოველდღიურად სარგებლობთ ამ ნივთით. მაგრამ, აი, ახალზელანდიელმა რობ უატმა მოუძებნა მას ძალზე ორიგინალური გამოყენება. მან გაუკეთა ამ ნივთს ელექტროძრავა, ბორბლები და საჭე და სეირნობს პარკში სიჩქარით 15კმ/სთ, რითაც ძალზე ართობს მოსეირნეებს. დაასახელეთ ეს ნივთი!

პასუხი >
შეკითხვა 452:
შეკითხვის გვერდი →

მისი ნარჩენები აღმოჩენილი იქნა ეგვიპტურ აკლდამებში, მისი ზეთი შედის “ჰერბალაიფის” შემადგენლობაში, მისგან ამზადებენ ბიკფორდის შნურებს, სახანძრო სახელოებს, ტექნიკურ ქსოვილებს, ბრეზენტს, აგრეთვე თხელ ბატისტსა და ველურს. დაასახელეთ ის!

პასუხი >
შეკითხვა 451:
შეკითხვის გვერდი →

საფრანგეთში მყოფმა ტურისტმა ამჟამადაც კი შეიძლება გაიგონოს მისალმება: “ბონჟურ ა ვუა ე ა ვოტრ კომპანი!”, რაც ნიშნავს: “დღე მშვიდობისა თქვენ და თქვენს კომპანიას”. კითხვა: კიდევ ვის თქვენს გარდა ესალმებიან ფრანგები ამ გამოთქმით?

პასუხი >
შეკითხვა 450:
შეკითხვის გვერდი →

“იცოდე, რომ მე შემეძინა ვაჟი. მაგრამ ის კი არ მახარებს, რომ ის დაიბადა, არამედ ის, რომ ის დაიბადა შენს დროში. შენს მიერ აღზრდილი და გაწვრთნილი იგი იქნება ღირსეული ღირსეულთა შორის, ის მიაღწეევს ისეთ სიმაღლეს, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცევა მის მემკვიდრეობად”. დაასახელეთ ამ წერილის ავტორი და ადრესატი!

პასუხი >
შეკითხვა 449:
შეკითხვის გვერდი →

ინტერნეტში გამოქვეყნდა ახალი ლექსიკონი, რომელშიაც შევიდა 418 ინგლისური ლექსიკური ერთეული, 310 — ესპანური, დაახლოებით ამდენივე ჰოლანდიური. მე-6 ადგილზე გავიდა რუსული ენა 146 ერთეულით, ლიტვურ ენას წარმოადგენდა სულ 3 ერთეული, აი, ზულუსა და ურდუს ენები კი ლექსიკონში წარმოდგენილი არ აღმოჩნდა. რას შეიცავდა ეს ლექსიკონი?

პასუხი >
შეკითხვა 448:
შეკითხვის გვერდი →

“ყურადღება გამრავლებული ურთიერთობის კულტურაზე გამოკლებული კვადრატული ფესვი უსასრულობიდან გაყოფილი დასაშვები გულწრფელობის ლოგარითმზე” — ადამიანის რომელი თვისება აღწერა ასე მათემატიკოსმა ლობაჩევსკიმ?

პასუხი >
შეკითხვა 447:
შეკითხვის გვერდი →

ამ ფილმში, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა 1976 წელს, დაკავებული იყო 87 კასკადიორი და მხოლოდ 37 მსახიობი. რა ეწოდება ამ ფილმს?

პასუხი >
შეკითხვა 446:
შეკითხვის გვერდი →

1954 წელს ქ. სან-ბერნარდინოში ვინმე რეი კროკი შევიდა სასუზმეში და განცვიფრებული დარჩა იმით, რომ კოქტეილი, კარტოფილი და ჰამბურგერი მას მიართვეს ნახევარ წუთში და სულ 15 ცენტად. რა დაარსა ამის შემდეგ რეი კროკმა?

პასუხი >
შეკითხვა 445:
შეკითხვის გვერდი →

მამაკაცები ხუმრობენ, რომ ქალთა ფეხბურთში მათ იზიდავთ არა თავად თამაში, არამედ ის, რაც ხდება თამაშის შემდეგ. რა?

პასუხი >