შემთხვევითი შეკითხვა:

არსებობს ინგლისური ენის შემსწავლელი მრავალი მეთოდი. ზოგიერთი მეთოდი ეფექტურია, ზოგიერთი — ნაკლებად ეფექტური. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საუკეთესო შედეგებს შეიძლება მივაღწიოთ... განვაგრძოთ→

სენტ-ბე:

არაიშვიათად ასეც ხდება — ქალი საკუთარი გულის გასაღებს მოგცემს და მეორე დღესვე ცვლის საკეტს.

შეკითხვების არქივი

44-ე გვერდი

შეკითხვა 444:
შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ ბლეზ პასკალის აზრი: “ადამიანებს უჭირთ სიმართლეს მიანიჭონ ძალაუფლება, ამიტომ…”

პასუხი >
შეკითხვა 443:
შეკითხვის გვერდი →

გადამითარგმნეთ ლათინურ ენაზე სიტყვა “სიცარიელე”!

პასუხი >
შეკითხვა 442:
შეკითხვის გვერდი →

საუდის არაბეთში ამის მოპოვება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობის. რაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 441:
შეკითხვის გვერდი →

თურქმენულად ამ თანავარსკვლავედს ეწოდება “იედიგენი” ანუ “შვიდი ვარსკვლავი”. რას ვუწოდებთ ამ თანავარსკვლავედს ჩვენ — ქართველები?

პასუხი >
შეკითხვა 440:
შეკითხვის გვერდი →

სხვადასხვა ქვეყნებში დაკრძალვის წეს-ჩვეულებები ძალზე განსხვავებულია, მუმიფიკაციით დაწყებული და კოცონზე დაწვით დამთავრებული. სადღაც მიღებულია მიცვალებულისათვის პირში მონეტის ჩადება, სადღაც — ყელზე ნამგლის დადება. ერთ ქვეყანაში ზოგჯერ გვამს ხელმეორედ კლავენ, თავს უხვრეტენ ან შხამი შეჰყავთ, ასაფლავებენ დანით ხელში, მიწით უვსებენ პირს ან ტუჩებს ამოუკერავენ. თუ თქვენ მიხვდებით, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, აგრეთვე რატომ მორიგეობენ განსვენებულის ნათესავები რამდენიმე დღის განმავლობაში საფლავთან, მაშინ დამისახელეთ სახელმწიფო სადაც მიღებულია ასეთი შემზარავი წეს-ჩვეულებანი!

პასუხი >
შეკითხვა 439:
შეკითხვის გვერდი →

მცირე ხნის წინ უნგრეთის თანამგზავრულმა ტელევიზიამ გადმოსცა რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ მონაწილეობდნენ ქვეყნის გარკვეული რაიონების მაცხოვრებლები დაკრძალვაში. სამგლოვიარო პროცესიაში სანთლებით ხელში მდგომი ასობით ადამიანის სანახაობა, რომლებიც ყვავილებს ისროდნენ, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. დაასახელეთ მიცვალებულის სახელი!

პასუხი >
შეკითხვა 438:
შეკითხვის გვერდი →

ინგლისურმა ჟურნალმა “Match of the Day” გამოაქვეყნა სია, რომელშიც 23-ე ადგილზე გავიდა ბობი მური, მე-20-ზე — ჟიულ რიმე, მესამეზე — მოსამართლე, ლორდი პიტერ ტეილორი, მეორეზე — მილიარდერი რუპერტ მერდოკი. ვინ არის ამ სიაში პირველ ადგილზე?

პასუხი >
შეკითხვა 437:
შეკითხვის გვერდი →

სახელწოდება “მხიარული როჯერი”, რომელიც მეკობრეობის გაფურჩქვნის ხანაში იყო პოპულარული, ჩვენს დროშიც გამოიყენება. ამჟამად ასე ეწოდება პატარა თეთრ კასრებს, რომლებსაც განივად გასდევთ შავი ხაზი. ეს პატარა კასრები ზოგიერთი ნორვეგიელი მეზღვაურების ამოსაცნობ ნიშანს წარმოადგენს. ამ მეზღვაურების საქმიანობას ხშირად მეკობრეობასაც ადარებენ. მითხარით, რითი არიან ისინი დაკავებული?

პასუხი >
შეკითხვა 436:
შეკითხვის გვერდი →

უძველეს ქალაქ პომპეიში კატასტროფამდე ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. ეტყობა სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა დატოვა ერთ-ერთ კედელზე სამი სიტყვისაგან შემდგარი წარწერა, რომლიდანაც ორი საკუთარი სახელებია. მოახდინეთ ამ წარწერის ციტირება, თუ მისი შინაარსის მიხედვით, ის გაკეთებული იქნა კატასტროფის მომენტში!

პასუხი >
შეკითხვა 435:
შეკითხვის გვერდი →

1741 წლის 4 ივნისს პეტროპავლოვსკის ნავსაყუდელიდან გავიდა ვიტუს ბერინგის პაკეტბოტი “წმინდა პეტრე”. ხომალდის გასვლის წინ ავად გახდა გემის ქირურგი კასპარ ფეიგე და ბერინგის თხოვნით, იგი შეცვალა სხვა ექიმმა, რომლის გვარის პოვნაც თქვენ შეგიძლიათ ენციკლოპედიებში, მაგრამ არა ამ ექსპედიციასთან დაკავშირებით. გაიხსენეთ ისინი, რომლებიც გაქრნენ და მითხარით ამ ექიმის გვარი!

პასუხი >