45-ე გვერდი



მე-17 საუკუნის დასაწყისში იტალიაში სახელი გაითქვა ნეპოლელმა ვაჭარმა პიეტრო დელა ვალემ. იგი ბევრს მოგზაურობდა და ერთ-ერთ თავის მოგზაურობაში შირაზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში დაინახა გიგანტური ნანგრევები, რომლებიც როდესღაც ეტყობა დიდებულ სასახლეს წარმოადგენდა. რა აღმოაჩინა იტალიელმა ვაჭარმა, თუ მოგვიანებით არქეოლოგებმა ამ სასახლეში დიდი ხანძრის კვალი აღმოაჩინეს?



2000 წლის დასწყისში ჟურნალმა “Time” ჩაატარა გამოკითხვა თემაზე: “ვინ შეიტანა 20-ე საუკუნეში ყველაზე დიდი წვლილი აშშ-ის სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში?”. პირველ ათეულში მოხვდა სულ სამი ადამიანი, რომლებიც არასოდეს ყოფილან აშშ-ს პრეზიდენტები. ერთ-ერთი მათგანი არის ბილ გეიტსი, მეორე — მარტინ ლუთერ კინგი. დაასახელეთ მესამე, რომელსაც უწოდეს “ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობდა”!



ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ასეთი სახელმწიფო მსოფლიოში იყო 7. 1999 წლის 14 სექტემბერს მათ გამოაკლდათ 3 ქვეყანა. დარჩნენ: იუგოსლავია, ტუვალუ. დაასახელეთ კიდევ ორი!



დედოფალ ელისაბედ II-ის კარის იუველირი სტიუარტ დევლინი მსოფლიოში ცნობილი კაცია. იგი 36 ქვეყნის მონეტების დიზაინის ავტორია. გარდა ამისა, იგი 1982 წლიდან რეგულარულად კონსულტაციებს უწევს ერთ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დიდი მადლიერია დევლინისა და მას ელჩის რანგიც კი მიანიჭა. დაასახელეთ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია!



1943 წელს აშშ-ში გაშენდა სამი მსხვილი ქალაქი. პირველი — ოქრიჯი 79 ათასიანი მოსახლეობით. მეორე — ჰენფორდი მოსახლეობით 300 ათასი ადამიანი. დაასახელეთ მესამე ქალაქი, რომელიც მოსახლეთა რიცხვით ჩამოუვარდებოდა ორ დანარჩენს, მაგრამ აშკარად ჯობნიდა თავისი მნიშვნელობით!



1947 წელს საბჭოთა კავშირში სულ 100 ეგზემპლიარის ტირაჟით გამოიცა ვინმე ხოლოდნის წიგნი, რომელიც ეძღვნებოდა ანთროპოკოსმიზმის ფილოსოფიური კონცეფციის დასაბუთებას. ანთროპოკოსმიზმი, რომელიც უარყოფს ანთროპოცენტრიზმს, ადამიანს განიხილავს არა როგორც რაიმე განსაკუთრებულს, არამედ როგორც კოსმიური ერთობლიობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს და განვიტარების ეტაპს. ეს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს, რადგან “აქცევს მას კოსმიური მასშტაბისა და მნიშვნელობის პროცესების პირდაპირ მონაწილედ”. ამ ფაქტამდე 4 წლით ადრე, სხვა ქვეყანაში შეიქმნა ნაწარმოები, რომელიც გახდა სამყაროს მოქალაქის პოზიციიდან კაცობრიობის განვითარების გზების გააზრების ერთ-ერთი პირველი მცდელობა. დაასახელეთ ავტორი და ნაწარმოები!



წმინდა ისიდორე სევილიელმა, რომელიც მე-6-7 საუკუნეებში ცხოვრობდა, შეადგინა 20 ტომიანი ენციკლოპედია. რის მფარველად დანიშნა ახლახან წმინდა ისიდორე კათოლიკურმა ეკლესიამ?



ერთ-ერთ შუასაუკუნოვან სომხურ მატიანეში მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაარსეს სამმა ძმამ ქუარმა, მელთეოსმა და ჰორივანმა შორეულ პალუნის მიწაზე ქალაქი. რა ქალაქი?



არაჩვეულებრივი სახელი — “21-A” — მისცა თავის ახალდაბადებულ ქალიშვილს ინგლისელმა ერიკ ფოტბერიმ. მართალია უკვე ვეღარავის გააკვირვებ ინგლისში სახელებით ბაბუაწვერა, ფერია, ტუზი და ა.შ. მაგრამ ახალი სახელწარმოქმნის პროცესში თავი ისახელა პერუმ, სადაც ტროპიკული წვიმების გამო, რომლებიც ხშირია ამ ქვეყანაში, სწრაფად გავრცელდა ერთი ახალი სახელი. რა სახელი?



აზრი იმის შესახებ, რომ ამ ნივთის ისტორია სულ რამდენიმე ათწლეულს ითვლის, ამ ბოლო დროს სერიოზულ ეჭვს იწვევს. სომხეთში აღმოჩენილი იქნა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1166 წლით დათარიღებული სურათი, რომელზეც გამოსახულია ორი ნახევრისაგან შედგენილი ბამბუკის ჩხირი. ჩხირის შუაში მოთავსებულია ღრუ სფერო, რომელიც გავსებულია სპეციალური სითხით. რომელ საგანზეა საუბარი?







