შემთხვევითი შეკითხვა:

გადამითარგმნეთ ლათინურ ენაზე სიტყვა “სიცარიელე”! პასუხი→

ვოვენარგი:

ჭეშმარიტი ქმნილება ხელოვნებისა გვხიბლავს მანამ, სანამ მის ქებას დაიწყებენ.

შეკითხვების არქივი

47-ე გვერდი

შეკითხვა 414:
შეკითხვის გვერდი →

ამერიკელ ინდიელთა ზოგიერთ ტომში, ქალების სამხედრო პატივით დაკრძალვის ტრადიცია იყო. თუმცა მსგავსი რიტუალი მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრი იყო. რომელი ან როგორი ქალები იკრძალებოდნენ ამ წესით?

პასუხი >
შეკითხვა 413:
შეკითხვის გვერდი →

შირაქის ველზე არის აბრა, რომელზეც განთავსებულია წარწერა: ”საძოვარი ფასიანია. უკუდო პირუტყვისთვის — 50 თეთრი, მოკლეკუდიანისთვის — 1 ლარი, გრძელკუდიანისთვის — 2 ლარი. როგორ აიხსნება ცვალებადი ფასის არსი?

პასუხი >
შეკითხვა 412:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც მაკედონიის მეფე ფილიპე მიადგა ქალაქ სპარტას, მან სპარტანელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა: ”თუ მე დავიპყარი თქვენი ქალაქი, მიწასთან გავასწორებო”. ისტორიიდან ცნობილია, რომ სპარტანელები განთქმულნი იყვნენ ლაკონური გამონათქვამებით. მათ მეფე ფილიპეს გამოუგზავნეს საპასუხო წერილი, სადაც ეწერა მხოლოდ ერთი პატარა სიტყვა. რა სიტყვა იყო ეს?

პასუხი >
შეკითხვა 411:
შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ დოსტოევსკის სიტყვები: ”თუ გინდა კარგად გაიცნო ადამიანი, მიაქციე ყურადღება არა იმას, თუ როგორ საუბროს, ტირის ან ღელავს იგი, არამედ დააკვირდით მას მაშინ, როცა…”

პასუხი >
შეკითხვა 410:
შეკითხვის გვერდი →

უკანასკნელ პერიოდში ჩინეთში დასაოჯახებელი ახალგაზრდები მოკლედ წერენ თავის მონაცემებს და მოთხოვნებს პარტნიორზე. ეს ცნობები მთელ ჩინეთში მოძრაობს და უმეტეს შემთხვევაში აღწევს მიზანს. რაზე წერენ ამ მონაცემებს?

პასუხი >
შეკითხვა 409:
შეკითხვის გვერდი →

იაპონელებმა ის დატოვეს ფორთოხლის გამო, არაბებმა თუთიის, ჩვენ ვაშლის. რა?

პასუხი >
შეკითხვა 408:
შეკითხვის გვერდი →

ნაპოლეონს იტალიის ბრძოლებში ხშირად მოსდიოდა უთანხმოება გენერალ ოჟეროსთან. ერთხელაც ნაპოლეონმა მას განუცხადა: ”თუ კიდევ არ დაემორჩილებით ჩემს ბრძანებებს, ვუბრძანებ ჩვენს შორის განსხვავება მოსპონ”. რა განსხვავება იყო ნაპოლეონსა და ოჟეროს შორის?

პასუხი >
შეკითხვა 407:
შეკითხვის გვერდი →

ჰეროდოტე თავის ”ისტორიაში” მოგვითხრობს ხეზე, რომელიც ინდოეთში ხარობს და ”ბეწვს” ისხამს. მისგან ინდოელები ტანსაცმელს ამზადებენ. დაასახელეთ იგი.

პასუხი >
შეკითხვა 406:
შეკითხვის გვერდი →

დიდი ხანი არაა, რაც ევროპაში გამოჩნდა სპორტის ახალი სახეობა, რომელსაც ”ილარ” ეწოდება. რას წარმოადგენს იგი?

პასუხი >
შეკითხვა 405:
შეკითხვის გვერდი →

არაბებმა ერთ-ერთი ქალაქის დაპყრობისას ამ ქალაქიდან გაიტანეს 3000 საპალნე ჯართი, რომელიც ერთ-ერთ მსოფლიო საოცრებას ეკუთვნოდა. ამას 1000-მდე აქლემი დასჭირდა. დაასახელეთ, თუ რისი ნაწილები გაიტანეს არაბებმა.

პასუხი >