შემთხვევითი შეკითხვა:

არსებობს ვარაუდი, რომ ეს მექანიზმი თვის გამოგონებას უნდა უმადლოდეს 1816 წლის ერთ–ერთ უდიდეს კლიმატურ ანომალიას — „წელს ზაფხულის გარეშე“, რომელიც... განვაგრძოთ→

კეტრინ უაიტჰორნი:

აი საუკეთესო რჩევა, რაც შეიძლება ახალგაზრდებს მისცე: ჯერ იპოვე საქმე, რომელიც შენ მოგეწონება და მერე იპოვე კაცი, ვინც ამაში ფულს გადაგიხდის.

შეკითხვების არქივი

48-ე გვერდი

შეკითხვა 404:
შეკითხვის გვერდი →

პლატონის თქმით ის ღმერთების საყვარელი ნივთიერებაა. მას აძლევდნენ რომაელ ჯარისკაცს ხელფასის სანაცვლოდ. იგი ერთი პერიოდი ეთიოპიის ფულის ერთეულიც კი იყო. დაასახელეთ იგი.

პასუხი >
შეკითხვა 403:
შეკითხვის გვერდი →

ეს ნივთი საქართველოში დაახლოებით 1255 წელს შემოვიდა, ხოლო 16-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ეს ნივთი იონას ჰეინვეის დაუნახეს, მას დასცინეს. თუმცა იგი სწორედ მისი მეშვეობით გახდა პოპულარული მამაკაცებში. საქართველოში დაბრუნებული დავით ულუ ამ ნივთს როგორც ჯილდოს ისე ატარებდა. დღეს კი იგი საყოველთაოდ მიღებული აქსესუარია ნებისმიერი სქესის წარმომადგენელთათვის. რაზეა საუბარი, თუ აშშ-ს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, ყველაზე მეტი რაოდენობით ეს ნივთი ქალაქ სიეტლში იყიდება?

პასუხი >
შეკითხვა 402:
შეკითხვის გვერდი →

ახალდამწყები მსახიობი დაჟინებით ითხოვდა ბერნარდ შოუს გაეწია მისთვის რეკომენდაცია, რათა თეატრში მიეღოთ იგი. შოუ დათანხმდა და დაწერა შემდეგი შინაარსის წერილი: ”გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას ახალგაზრდა მსახიობს. იგი თამაშობს ჰამლეტს, რომეოს, შეილოკს, კეისარს, ბილიარდს, მაგრამ ყველაზე უკეთესად თამაშობს…”
დაასრულეთ ბერნარდ შოუს სიტყვები.

პასუხი >
შეკითხვა 401:
შეკითხვის გვერდი →

ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა მიხეილ დონსკის სტატია, რომელშიც ის ამბობს: ”უნარი იმისა, იმსჯელო იმ საკითხებზე, რომელთა არსშიც ჩახედული არა ხარ, უკვე გახდა ჩვენი ეპოქის თანმდევი ნიშანი.” რა მოიყვანა ჟურნალისტმა მაგალითად, რათა დაემტკიცებინა ამ ტენდენციის სისწორე?

პასუხი >
შეკითხვა 400:
შეკითხვის გვერდი →

ეს ქალი ისტორიაში შევიდა თავისი სხეულის ნაწილის გამოსახულებით, თანაც საკმაოდ უცნაური გამოსახულებით… გამოსახული იყო ხელის მტევანის ძვლები და საქორწინო ბეჭედი.
დაასახელეთ მისი მეუღლის გვარი, რომლის პრაქტიკაშიც ეს პირველი სურათი იყო.

პასუხი >
შეკითხვა 399:
შეკითხვის გვერდი →

ეს მოხდა XVII საუკუნის დასაწყისში. ბაიონის პოლკი, რომელიც ძირითადად ბასკებისგან შედგებოდა, გამაგრებული იყო პირენეის ერთ-ერთ მწვერვალზე და ესპანელებისგან თავს იცავდა. გაუთავდათ ტყვია-წამალი და მუშკეტები გამოუსადეგარი გაუხდათ. სიტუაცია უიმედოდ გამოიყურებოდა, რომ უცებ, ერთ წუთში შექმნეს ახალი იარაღი და ესპანელების ალყა გაარღვიეს. ეს იარაღი მაშინვე აიტაცა მთელმა მსოფლიომ და თანამედროვე შეიარაღებაშიც გამოიყენება.
რა გამოიგონეს ბასკებმა?

პასუხი >
შეკითხვა 398:
შეკითხვის გვერდი →

17 წლის გალილეო გალილეი პიზის უნივერსიტეტში მიაბარეს სასწავლებლად. იქ სწავლის წლებში მას აღმოაჩნდა ბუნების ჩვეულებრივ მოვლენებზე დაკვირვების გამორჩეული ალღო. კათედრალურ ტაძარში წირვებზე დასწრებისას იგი ყურადღებით აკვირდებოდა ტაძრის მაღალ ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღის მოძრაობას, რომლის ერთი სრული რხევა ერთსა და იმავე დროში სრულდებოდა, დამოუკიდებლად საწყისი გადახრისა თავდაპირველი მდგომარეობიდან… რისი საშუალებით ზომავდა იგი დროის ინტერვალებს?

პასუხი >
შეკითხვა 397:
შეკითხვის გვერდი →

სიტყვას ორი რამ ამშვენებს: სიმართლე და სილამაზე. ერთ ორატორს ჰკითხეს: სამწუთიანი სიტყვისათვის რამდენი დრო გჭირდებაო მოსამზადებლად. ”სამი თვე”, — უპასუხა მან. რა პასუხი გასცა მან მორიგ კითხვას: სამსაათიანი სიტყვისათვის?

პასუხი >
შეკითხვა 396:
შეკითხვის გვერდი →

რუსებს ასეთი რიცხვი აქვთ ორი: 3 და 11; ქართველებსა და ინგლისელებს კი — ერთი. დაასახელეთ ეს რიცხვი.

პასუხი >
შეკითხვა 395:
შეკითხვის გვერდი →

რომელი დაწესებულების სახელწოდებისგან შეადგინა ერთმა გონებამახვილმა იტალიელმა შემდეგი ანაგრამა: ”Capi mal uniti”, რაც ნიშნავს ”წარუმატებლად გაერთიანებული თავები”?

პასუხი >