შემთხვევითი შეკითხვა:

ტონგას კუნძულებზე ჯეიმს კუკი მიიღეს ძალიან მეგობრულად, რისთვისაც კაპიტანმა მიართვა ტონგელების ბელადს სუვენირი, რომელიც მან გალაპაგოსის კუნძულებზე იპოვა... განვაგრძოთ→

პიტიგრიპი:

ყოველ ქალს საკუთარი თავი შეუცვლელი ჰგონია და ფიქრობს, რომ ნებისმიერი სხვა ქალის შეცვლა შეუძლია.

შეკითხვების არქივი

49-ე გვერდი

შეკითხვა 394:
შეკითხვის გვერდი →

ერთხელ ოთხმა ბიზნესმენმა: ჰოლანდერმა, ზელერმა, ტომსონმა და ქუინსიმ 2,250,000 დოლარად იყიდეს უფლებები კომპიუტერ ”სუკაბა”-ს წარმოებაზე. კონტრაქტის თანახმად, ”სუკაბა” სრულად იყო გამოკვლეული, იყო იაფი, უსაფრთხო, მოითხოვდა ნაკლებ ენერგიას, ვიდრე ნებისმიერი სხვა კომპიუტერი და იმუშავებდა არა ნაკლებ ათი წლისა. კონტრაქტის გაფორმების მეორე დღეს ბიზნესმენებმა მიიღეს ყუთი, რომელშიც ”სუკაბას” პირველი ეგზემპლიარი იდო. დაასახელეთ ნივთი, რომელიც იდო ყუთში, და რომელიც სავსებით აკმაყოფილებდა კონტრაქტის ყველა პუნქტს.

პასუხი >
შეკითხვა 393:
შეკითხვის გვერდი →

ჰაკერული სლენგის ლექსიკონის თანახმად, ის გამოიგონა ვინმე სკოტ ფალმენმა, რომელმაც პირველად გამოიყენა ის 1980 წელს ერთ-ერთ განცხადებების ელექტრონულ დაფაზე. ფალმენი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მისი გამოგონება ასეთი პოპულარული გახდებოდა მთელი მსოფლიოს ტელესაკომუნიკაციო თუ ინტერნეტ-სამყაროში. მაქსიმალური ლაკონურობით დაასახელეთ ეს გამოგონება.

პასუხი >
შეკითხვა 392:
შეკითხვის გვერდი →

ადამიანთა სამი ჯგუფის გამოკვლევის შედეგად ჰოლანდიელი ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი, რომლებიც სარგებლობენ ოთხით, კვდებიან 3.5 წლით ადრე, ვიდრე ისინი, რომლებიც არ სარგებლობენ არც ერთით. მაგრამ ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ ისინი, რომლებიც იყენებენ ორს. რა აღინიშნება ამ რიცხვებით?

პასუხი >
შეკითხვა 391:
შეკითხვის გვერდი →

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთმა მამაკაცმა თავის პირველ შვილს სიმბოლურად დაარქვა სახელად Start. შემდეგ შვილებს კი ჩვეულებრივად, სხვადასხვა სახელები. მე-14 შვილი რომ გაუჩნდა, იფიქრა, დროა გავჩერდეო და სიმბოლურად მასაც Finish დაარქვა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მისი მეუღლე ისევ დაფეხმძიმდა და 1 წელში მე-15 ბავშვი გაჩნდა.
რა დაარქვა ამ კაცმა ამ ბავშვს?

პასუხი >
შეკითხვა 390:
შეკითხვის გვერდი →

ძველი ინდური ამოცანა: მარი 24 წლისაა. იგი ორჯერ დიდია, ვიდრე ანა იყო, როცა მარი იყო იმდენის, რამდენისაც ანა არის ახლა.
რამდენი წლისაა ანა ახლა?

პასუხი >
შეკითხვა 389:
შეკითხვის გვერდი →

1762 წელს ინგლისელმა ჯეიმს დოდსონმა, შეისწავლა რა საეკლესიო წიგნების ჩანაწერები და გამოიკვლია რამდენიმე სოფლის სასაფლაო, შექმნა ე.წ. ”სოცოცხლის ცხრილები”. ამით მან ჩაუყარა საფუძველი ბიზნესს, რომელიც დღესდღეობითაც ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია დასავლეთში (რა თქმა უნდა მათთვის, ვინც დაკავებულები არიან ამ ბიზნესით, და არა კლიენტები).
ბიზნესის რა სახეობა შეიქმნა დოდსონის გამოკვლევების შედეგად?

პასუხი >
შეკითხვა 388:
შეკითხვის გვერდი →

ძველი იტალიური გამოცანა:
რაც უფრო მოკლდება წინ, მით უფრო გრძელდება უკან…
რა არის?

პასუხი >
შეკითხვა 387:
შეკითხვის გვერდი →

გლეხი წავიდა ბაზარში ცხენის საყიდლად. იყიდა 50 ოქროდ და რომ ნახა, ცხენების ფასი მაღლა იწევდა, მაშინვე გაყიდა 60 ოქროდ. მერე დაფიქრდა და მიხვდა, რომ ვერაფრით მოხნავდა მიწას ცხენის გარეშე. მოუწია იგივე ცხენის ყიდვა 70 ოქროდ. ისევ ჩაფიქრდა და მიხვდა, რომ ცხენში ამხელა თანხის გადახდისათვის, ცოლი ეჩხუბებოდა, ამიტომ გაყიდა 80 ოქროდ.
მიპასუხეთ, რამდენი მოიგო ან წააგო ამ კაცმა?

პასუხი >
შეკითხვა 386:
შეკითხვის გვერდი →

უკვე მას შემდეგ რაც იულიუს კეისარმა ფეხი დადგა ბრიტანეთის მიწაზე, მან დაკარგა ბევრი ხომალდი. მიზეზი, რის გამოც ეს მოხდა, იმდროისათვის პრაქტიკულად უცნობი იყო რომაელებისა და ბერძნებისათვის. რა მიზეზი იყო ეს?

პასუხი >
შეკითხვა 385:
შეკითხვის გვერდი →

იყო დრო, როდესაც სამურაებს ანსხვავებდნენ გარეგნული ნიშნებით. ერთნი ატარებდნენ ”ტომაგე ჰონდას”, მეორენი — ”ოოიტოს”, მესამენი — ”იოსიბეი იაკოს”, მეოთხენი ”მიძურას”. რითი განსხვავდებოდნენ ისინი?

პასუხი >