შემთხვევითი შეკითხვა:

არაჩვეულებრივი სახელი — “21-A” — მისცა თავის ახალდაბადებულ ქალიშვილს ინგლისელმა ერიკ ფოტბერიმ. მართალია უკვე ვეღარავის გააკვირვებ ინგლისში სახელებით ბაბუაწვერა, ფერია, ტუზი და... განვაგრძოთ→

ვ. ვ. ნაბოკოვი:

მწერალი კვდება, როცა მას აღელვებს ისეთი საკითხები, როგორიცაა — "რა არის ხელოვნება" და "რაში მდგომარეობს მწერლის ვალი".

შეკითხვების არქივი

მე-5 გვერდი

შეკითხვა 834:
შეკითხვის გვერდი →

ამის რამდენიმე სახეობა არსებობს: კოპტური, იერუსალიმური, ბერძნული, ლათინური და სხვ. არის კიდევ ორი წმინდანი, რომელთა სახელებთანაც დაკავშირებულია ამის კიდევ 2 სახეობა. ერთი ქართველთათვის კარგად ცნობილია, მეორე კი ცნობილია უფრო იმათთვის, ვინც დაინტერესებულია ვექსილოლოგიით. დაასახელეთ ეს ორი წმინდანი!

პასუხი >
შეკითხვა 833:
შეკითხვის გვერდი →

მას 9-ჯერ უთხრეს „აღარასოდეს“, ბოლოს კი თვითონაც ასე ამთავრებს. უსაზღვროა კაცის ფანტაზია, მითუმეტეს თუ კოკაინის ზემოქმედებისას ეწევი შემოქმედებით საქმიანობას. თქვენი ამოცანაა მიხვდეთ თუ ვის უთხრა ათენას ბიუსტზე შემომჯდარმა შავმა არსებამ 9-ჯერ სიტყვა — „აღარასოდეს“…

პასუხი >
შეკითხვა 832:
შეკითხვის გვერდი →

არგეტინაში გამგზავრებული სებასტიან კაბოტის ექსპედიცია პარაგვაის მიმარტულებით მიიწევდა კონტინენტის სიღრმეში. გზად შემხვედრმა ინდიელებმა ექსპედიციის წევრებს ლითონისგან დამზადებული სამკაულები აჩუქეს. ამ სამკაულების მიხედვით კაბოტმა სახელი მისცა მათ მიერ განვლილ საწყლოსნო გზას. რა უწოდა სებასტიან კაბოტის ექსპედიციამ განვლილ საწყლოსნო გზას?

პასუხი >
შეკითხვა 831:
შეკითხვის გვერდი →

ძველად არსებობდა მეომართა კატეგორია, რომელიც მათი იარაღის მიხედვით სლინგერებად იწოდება. ქართველ მეომრებს იგივე იარაღის ეფექტურად გამოყენებისათვის საგანგებო აბგა-ჯიბეები ჰქონდათ, რომელთაც ტავარჯუხები ეწოდებოდათ. რის გადატანას აადვილებდნენ ტავარჯუხები მეომართათვის?

პასუხი >
შეკითხვა 830:
შეკითხვის გვერდი →

მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ცუდ განწყობასთან ასოცირდება, ამ 156 მ სიგრძის ნაგებობას ხალხი საკუთარი სურვილების აღსრულებასთან აკავშირებს და ერთობ გამორჩეული ფორმით ითხოვენ მისგან წადილის შესრულებას. აზიის რომელ ქალაქშია განლაგებული ეს ნაგებობა?

პასუხი >
შეკითხვა 829:
შეკითხვის გვერდი →

2006 წელს გაზეთ „აჭარა“–ში გამოქვეყნდა ტესტი, რომელიც მაგალითისათვის შეიცავდა შემდეგ კითხვებს:
— გიყვარდათ თუ არა ბავშვობაში თანატოლთათვის ფეხის დადება?
— მიგაჩნიათ თუ არა, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, მაგრამ არსებობს არასაკმარისი თანხა?
— გიყვართ ზღაპრების მოყოლა?
— შეგიძლაით თუ არა დიდხანს, გამართულად და გაუგებრად საუბარი?
კითხვა: დამისახელეთ ამ ტესტის სათაური! (აზრობრივად)

პასუხი >
შეკითხვა 828:
შეკითხვის გვერდი →

იმისათვის, რომ ტროას ომში არ წასულიყო, ოდისევსმა სიგიჟე მოიგონა. დაიწყო მიწის ხვნა და ხნულებში მარილის თესვა. ტყუილში იგი ევბეის მეფე პალამედემ ამხილა. მან ნაპირიდან მე-10 ხნულში მისი შვილი, ტელემაქე ჩააწვინა და ამით მან არამარტო ოდისევსის ტყუილი გამოააშკარავა, არამედ იწინასწარმეტყველა… რა იწინასწარმეტყველა ევბეის მეფე პალამედემ?

პასუხი >
შეკითხვა 827:
შეკითხვის გვერდი →

1859 წელს, როდესაც ბრიტანეთის პარლამენტში 16 ტონიანი ნივთი მიიტანეს, ლორდმა ბენჯამინ ჰოლმა შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა ამასთან დაკავშირებით. შედეგად, იუმორისტულ მოტივებზე დაყრდნობით, პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ამ ლორდის მეტსახელი ზედგამოჭრილი იქნებოდა ამ 16 ტონიანი ნივთისთვის. მაშ რა საგანი, რა ნივთი მიიტანეს პარლამენტში?

პასუხი >
შეკითხვა 826:
შეკითხვის გვერდი →

ევროპაში მდებარე ერთი ნახევრადდანგრეული ნაგებობიდან დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ქვები საშენ მასალად. ამ ვანდალიზმის აღკვეთა რომის პაპმა ბენედიქტ XIV მხოლოდ მე–18 საუკუნეში მოახერხა. მან გამოსცა ბრძანება, რომლითაც აღიარებდა ამ ადგილს წმინდად, რადგან აქ უამრავი ქრისტიანი აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით. კითხვა: დაასახელეთ ეს ნაგებობა!

პასუხი >
შეკითხვა 825:
შეკითხვის გვერდი →

შესაძლებელია ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის რა არის პორფირია. ეს არის ძალზედ იშვიათი დაავადება, რომელიც გამოწვეულია გენური პათოლოგიით. ამ სენით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ კანის გაფერმკრთალება და დანაოჭება. გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყება დაჩირქება და ზედაპირი იფარება წყლულებით. მყესების დეფორმირების შედეგად თითები იბრიცება. აგრეთვე დეფორმაციას განიცდის ცხვირი და ყურები. დაასახელეთ XV საუკუნეში მოღვაწე ისტორიული პირი, რომელიც მეცნიერთა აზრით ზუსტად ამ სენით იყო დაავადებული.

პასუხი >