შემთხვევითი შეკითხვა:

ნიუ-იორკში იგი მდებარეობს ჰიუსტონის ქუჩის სამხრეთით, ჰონ-კონგში ჰოლივუდ როუდის სამხრეთით, ტამპაში ამგვარად სამხრეთ ჰოვარდ ავენიუს უწოდებენ, ბირმინჰემში... განვაგრძოთ→

გ. მენკენი:

სიყვარული მხოლოდ ილუზიაა იმისა, რომ რომელიღაც ერთი ქალი სხვებზე უკეთესია.

შეკითხვების არქივი

50-ე გვერდი

შეკითხვა 384:
შეკითხვის გვერდი →

1845 წელს სანქტ-პეტერბურგის საქალაქო ფოსტისთვის გამოუშვეს კონვერტი გაბარიტებით 86 x 48 მმ. ეს კონვერტი დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე პატარა კონვერტად. რის გადასაგზავნად გამოიყენებოდა ის?

პასუხი >
შეკითხვა 383:
შეკითხვის გვერდი →

ინგლისური ფრაზა ”Hitler woman” შეიძლება ითარგმნოს ქართულად, როგორც ”ქალი-ჰიტლერი”, რაც შეიძლება ნიშნავდეს ძალიან ავ და ბოროტ ქალს. ფრაზა ”Hitler woman” წარმოადგენს ერთი ინგლისური სიტყვის ანაგრამას. გადათარგმნეთ ქართულად ეს ინგლისური სიტყვა.

პასუხი >
შეკითხვა 382:
შეკითხვის გვერდი →

ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში კიდია დიდი სარეკლამო აბრა, რომელზეც American Express-ის საკრედიტო ბარათის გამოსახულების ქვეშ მოთავსებულია ფრაზა, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიცავს სრულიად ნეიტრალურ და ბანალურ ინფორმაციას. მაგრამ, სიტყვათა თამაშის წყალობით, ეს ტექსტი აღიქმევა, როგორც პირდაპირი და დაუმალავი მტკიცება American Express-ის პრიორიტეტისა გადახდის მეორე საერთაშორისო სისტემის წინაშე. ტექსტი კი ასეთია: ”If you have …, you don’t need …”. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები აღნიშნულ სარეკლამო ტექსტში.

პასუხი >
შეკითხვა 381:
შეკითხვის გვერდი →

ბევრს წაუკითხავს, ან უნახავს ფილმებში ისტორია უჩინარი ადამიანის შესახებ. ალბათ ბავშვობაში გვიოცნებია კიდეც ამ თემაზე. მაგრამ, აბსოლუტურად უჩინარი ადამიანი რომც შექმნას ვინმემ, მაინც არსებობს აზრი, რომ ეს ქმნილება არც თუ ისე უნაკლო და ყოვლისშემძლე იქნება, როგორც ეს ამ ნაწარმოებებშია აღწერილი. გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს მუდამ შიშველი, მას ექნება ერთი მნიშვნელოვანი ფიზიკური ნაკლი, რაც თითქმის აბათილებს მის უპირატესობას. დაასახელეთ ეს ნაკლი.

პასუხი >
შეკითხვა 370:
შეკითხვის გვერდი →

სულხან-საბა ორბელიანის "მემკვიდრის აღზრდაში" სედრაქი უფლისწულს ურჩევს, ჰქონდეს ის თვისებები, რა თვისებებიც გააჩნიათ: ძაღლს, ჭიანჭველას, სახედარს. რა თვისებებს მიაკუთვნებს სედრაქი ამ არსებებს?

პასუხი >
შეკითხვა 369:
შეკითხვის გვერდი →

სპარსული იგავის მიხედვით, არსებობენ სამი სახეობის მტრები. პირველი — უბრალოდ მტერი, მეორე — მეგობრის მტერი… დაასახელეთ მტრის მესამე ”სახეობა”.

პასუხი >
შეკითხვა 368:
შეკითხვის გვერდი →

ანეკდოტი:
წარუმატებელი ფერმერი უჩვენებს სტუმრებს შეძენილ რანჩოს.
– რა სახელი შეურჩიეთ რანჩოს? — დაინტერესდნენ სტუმრები.
– მე მინდოდა დამერქვა ”ბარ-ჯეი”, ცოლს — ”სიუზი-ქიუ”, უფროს შვილს — ”ფლაინგ დაბლ-იუ”, უმცროსს — ”ლეიზი-უაი”. ამიტომაც ჩვენ რანჩოს ”ბარ-ჯეი სიუზი-ქიუ ფლაინგ დაბლ-იუ ლეიზი-უაი” დავარქვით.
– …კი მაგრამ, თქვენი საქონელი სადღაა? — გაოცდა ხალხი.
– საქონელი დამეხოცა…
კითხვა: მაშ, რის გამო დაიხოცა საქონელი?

პასუხი >
შეკითხვა 367:
შეკითხვის გვერდი →

არსებობს ინგლისური ენის შემსწავლელი მრავალი მეთოდი. ზოგიერთი მეთოდი ეფექტურია, ზოგიერთი — ნაკლებად ეფექტური. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საუკეთესო შედეგებს შეიძლება მივაღწიოთ არაფორმალურ ატმოსფეროში, იძულებითი საჭიროებისა და დაინტერესების შემთხვევაში. ამიტომ, ყველაზე ეფექტურად ითვლება მეთოდიკა, რომელსაც ეწოდება ”sleeping dictionary”. დაასახელეთ ამ მეთოდისთვის საჭირო ძირითადი კომპონენტი.

პასუხი >
შეკითხვა 366:
შეკითხვის გვერდი →

აღმოსავლეთის ზოგიერთ კულტურებში გავრცელებულია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ოჯახში დაბადებულ პირველ ქალიშვილს არქმევენ სახელს ”უგულ”. ითვლება, რომ ეს სახელი, ერთის მხრივ, იცავს გოგონას ბოროტი ძალებისგან და, მეორეს მხრივ, ხელს უწყობს ოჯახს მომავალში ვაჟის დაბადებაში. ასეთი რამ დასავლეთში რომ მომხდარიყო, სპეციალისტები ჩათვლიდნენ, რომ ეს სახელი გოგნას შეუქმნიდა ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და პრობლემებს პიროვნების თვითიდენტიფიკაციაში. მაშ, როგორ ითარგმნება ქართულად სახელი ”უგულ”?

პასუხი >
შეკითხვა 365:
შეკითხვის გვერდი →

მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრული ქალაქის სეხეშფეხერვარისთვის მიმდინარეობდა სამთვიანი ბრძოლა. ქალაქის აღების შემდეგ ჯარისკაცები ხუმრობდნენ: ”უფრო ადვილია ეს ქალაქი აიღო, ვიდრე …” დაასრულეთ ეს ხუმრობა.

პასუხი >