შემთხვევითი შეკითხვა:

ანა ახმატოვას აზრით მე-19 საუკუნის ნამდვილი და არა კალენდარული დასაწყისი დაემთხვა 1814-15 წლების ვენის კონგრესს. კითხვა: რომელ წელს... განვაგრძოთ→

ჰ. ტორი:

ქალი ისეთივე ძალაა ბუნებისა, როგორც ქარი, მეხი ან ელექტროობა.

შეკითხვების არქივი

51-ე გვერდი

შეკითხვა 364:
შეკითხვის გვერდი →

რამოდენიმე წლის წინ ერთმა მილანურმა ფირმამ მილანის რამოდენიმე უბნის ბიჭებს აჩუქა ორიგინალური საჩუქრები წარწერით: ”ერთგული თანამშრომლობისთვის”, თუმცა, ბიჭებს ალბათ არასოდეს არ უფიქრიათ, რომ თავიანთი ქმედებით ისინი ზრდიან ამ ფირმის შემოსავალს. რას აწარმოებდა ნახსენები ფირმა?

პასუხი >
შეკითხვა 363:
შეკითხვის გვერდი →

ცნობილი ხუმრობის თანახმად, როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელსაც არა აქვს მარცხენა ხელი, მარცხენა ფეხი, მარცხენა თვალი და მარცხენა ყური? (პასუხი დაწერეთ ინგლისურად)

პასუხი >
შეკითხვა 362:
შეკითხვის გვერდი →

ლუჩანო პავაროტის სიტყვებით, ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი თავის ცხოვრებაში მას ერგო ერთი გოგონასგან, რომელიც შეეჯახა მას ველოსიპედით, და შემდეგნაირად მოუხადა ბოდიში: ”უკაცრავად, მე …” დაასრულეთ გოგონას სიტყვები.

პასუხი >
შეკითხვა 361:
შეკითხვის გვერდი →

ჯოან როულინგის ფანტასტიკურ მოთხრობაში ”ჰარი პორტერი და ფილოსოფიური ქვა” ფიგურირებს ჯადოსნური სარკე. ორიგინალში ამ სარკეს ქვია ”სარკე ერიზედ”. არ ვიცი, თარგმნილია თუ არა ეს ნაწარმოები ქართულად, მაგრამ ამ თარგმანში სარკის სახელის ერთ-ერთი ვარიანტი იქნებოდა ”არვტან”. რას უჩვენებდა ეს სარკე?

პასუხი >
შეკითხვა 360:
შეკითხვის გვერდი →

ესკიმოსებში და უკიდურესი ჩრდილოეთის სხვა ხალხებში მამაკაცისათვის ყველაზე სასურველ საცოლედ ითვლება მრავალშვილიანი ქვრივი. რატომ?

პასუხი >
შეკითხვა 359:
შეკითხვის გვერდი →

დაახლოებით 24 საუკუნის წინ მწერალს და ფილოსოფოსს ჩჟუან-ცზის დაესიზმრა, თითქოს ის პეპელაა. მან შემდეგნაირად აღწერა საკუთარი განცდები: ”… მე გავახილე თვალი და ვერ მივხვდი, მე დამესიზმრა, რომ პეპელა ვიყავი, თუ …” დაასრულეთ ფილოსოფოსის სიტყვები.

პასუხი >
შეკითხვა 358:
შეკითხვის გვერდი →

სპორტის ამ სახეობის მიმდევარმა, ჯ. უ. პერეთმა მოკლა თოლია, ხოლო 1934 წელს, კლუბ მარგარეთ-ეთ-ქლიფში ერთმა პროფესიონალმა მოთამაშემ ჩააგდო ნოკაუტში ძროხა. სპორტის რომელ სახეობაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 357:
შეკითხვის გვერდი →

პოლონელი მწერლის იან ვერიხის აზრით, ეს ტექნოლოგია თავის დროზე არ იყო დაპატენტებული და ამიტომ დღეს მისი გამოყენება თავისუფლად შეუძლია ყველა იდიოტს. დაასახელეთ ორი ნიმუში, რომლებიც ცნობილი წყაროს თანახმად პირველად ”დამზადდნენ” ამ ტექნოლოგიით.

პასუხი >
შეკითხვა 356:
შეკითხვის გვერდი →

ამბობენ, რომ ერთხელ იმპერატორმა კალიგულამ გასცა ბრძანება სასწრაფოდ შეეგროვებინათ ზღვის სანაპიროზე ყველა ნიჟარა. რა მიზნით?

პასუხი >
შეკითხვა 355:
შეკითხვის გვერდი →

1978 წელს ამერიკელმა ჯონი დელმა დაამყარა უცნაური რეკორდი — ისროლა ქათმის კვერცხი 98 მეტრსა და 51 სანტიმეტრზე. მაგრამ უფრო უცნაური რეკორდი იმავე წელს დაამყარა მისმა თანამემამულემ და მეგობარმა კიტ გოლასმა. რაში მდგომარეობს ამ უკანასკნელის მიღწევა?

პასუხი >