შემთხვევითი შეკითხვა:

მას 9-ჯერ უთხრეს „აღარასოდეს“, ბოლოს კი თვითონაც ასე ამთავრებს. უსაზღვროა კაცის ფანტაზია, მითუმეტეს თუ კოკაინის ზემოქმედებისას ეწევი შემოქმედებით... განვაგრძოთ→

კარლი:

სიყვარული წარმოსახვის ბატონობაა გონებაზე.

შეკითხვების არქივი

52-ე გვერდი

შეკითხვა 354:
შეკითხვის გვერდი →

როგორც ცნობილია, რუსულ ტელეგადაცემაში ”100/1”, ერთსა და იგივე კითხვას უსვამენ 100 კაცს, რის შედეგადაც ავლენენ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხების რეიტინგს. დაასახელეთ ყველაზე პოპულარული პასუხი კითხვაზე: "ვის უყვარს ლუდი?"

პასუხი >
შეკითხვა 353:
შეკითხვის გვერდი →

შარიათის მიხედვით, ხალიფად უნდა აირჩეს მხოლოდ ის პიროვნება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ის უნდა იყოს მაჰმადიანი, საღი გონების, მამაკაცი, თავისუფალი, გაბედული, გამოცდილი, სამართლიანი, თავმდაბალი, კეთილშობილი, მეცნიერი და მუჯთაჰიდი. არსებობს კიდევ სამი ნაკლი, რომელიც არ უნდა გააჩნდეს ხალიფას. დაასახელეთ ეს სამი ნაკლი.

პასუხი >
შეკითხვა 352:
შეკითხვის გვერდი →

ყველასათვის კარგად არის ცნობილი, თუ რა ძნელი არის ხოლმე ფალსიფიცირებული პროდუქტების ნამდვილისაგან გარჩევა. ექსპერტები გვთავაზობენ, ყურადღება მივაქციოთ შტრიხ-კოდებს. მაგალითად, თუ შტრიხ-კოდი იწყება 2-ით, ეს პროდუქტი ნამდვილად ყალბია. რა საერთო ნიშანი გააჩნიათ ქვეყნებს, რომელთა კოდიც იწყება 2-ით?

პასუხი >
შეკითხვა 351:
შეკითხვის გვერდი →

რა არის, დეკურსელის აზრით, ”სიმდიდრის ქალიშვილი და სიღარიბის დედა”?

პასუხი >
შეკითხვა 350:
შეკითხვის გვერდი →

პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა თავისი წინასაარჩევნო კომპანიის დროს ერთ-ერთ გამოსვლაზე თქვა შემდეგი ფრაზა: ”თუ მე გავხდები პრეზიდენტი, შესაძლებელს გავხდი, რომ საზოგადოება გაეცნოს ყველა იმ ინფორმაციას ამის შესახებ, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ მის არსებობაში, ვინაიდან მე იგი ერთხელ უკვე ვნახე”. რაზე საუბრობდა კარტერი?

პასუხი >
შეკითხვა 349:
შეკითხვის გვერდი →

ნეილ სმელზერის წიგნში ”სოციოლოგია”, ერთ-ერთ თავში ავტორი ანვითარებს აზრს, სადაც ამტკიცებ რომ მამაკაცების და ქალების დასახასიათებლად ნახმარი ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა რამეს აღნიშნავს. ასე მაგალითად, იგი წერს: ”თუ აშშ-ში მამაკაცზე ამბობენ, რომ იგი პროფესიონალია, ეს აღნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ან ექიმია ან იურისტი. ხოლო როდესაც ქალზე ამბობენ რომ პროფესიონალია, ეს ქალი — …” რა პროფესიის წარმომადგენელია ეს ქალი?

პასუხი >
შეკითხვა 348:
შეკითხვის გვერდი →

ციტატა ალბერ კამიუს ერთ-ერთი ნაწარმოებიდან: ”პირველი ჰგავს თვალისმომჭრელ სინათლეს, რომელიც გაბრმავებს… მეორე კი ბინდბუნდს, რომლის ფონზეც საგნის მოხაზულობა დაიმზირება”. აქ ნახსენები პირველი და მეორე ანტონიმებია… დაასახელეთ პირველიც და მეორეც.

პასუხი >
შეკითხვა 347:
შეკითხვის გვერდი →

შუასაუკუნოვანი წარმოდგენებით, ეშმაკს შეუძლია გარდაისახოს ნებისმიერ ცოცხალ არსებად, გარდა ერთი ფრინველისა და ერთი ძუძუმწოვრისა. დაასახელეთ ისინი.

პასუხი >
შეკითხვა 346:
შეკითხვის გვერდი →

რას ვუწოდებთ ჩვენ იმას, რაც იაპონურად აღინიშნება 3 იეროგლიფით: ”ქვევით”, ”მიწა” და ”რკინა”?

პასუხი >
შეკითხვა 345:
შეკითხვის გვერდი →

ზევით მათი რიცხვი მერყეობს 150-დან 200-მდე 8-12 მმ სიგრძით, ქვევით — 50-დან 100-მდე 6-8 მმ სიგრძით. ცნობილია, რომ მათი ცხოვრების ხანგრძლივობა საშუალოდ 150 დღეა. რაზეა საუბარი?

პასუხი >