შემთხვევითი შეკითხვა:

1999 წლს აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევების შედეგების მიხედვით, გამომცემლობამ ”John & Sons” გამოსცა ალმანახის “Jobs Rated Almanac” მესამე... განვაგრძოთ→

კარლი:

სიყვარული წარმოსახვის ბატონობაა გონებაზე.

შეკითხვების არქივი

53-ე გვერდი

შეკითხვა 344:
შეკითხვის გვერდი →

ნიუ-იორკის ერთ-ერთმა სატელევიზიო სტუდიამ დაიწყო სპეციალური გადაცემების გაშვება, რომელთა მეშვეობით სტუდია ეხმარება უძილობით დაავადებულ ხალხს. ამ გადაცემებში მონაწილეობს მხოლოდ ერთი მსახიობი. რას აკეთებს იგი გადაცემის დროს?

პასუხი >
შეკითხვა 343:
შეკითხვის გვერდი →

60-იანი წლების ბოლოს როკ-ჯგუფ ”როკეტზ”-ის კარიერაში მოხდა საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა. ამ მოვლენის შემდეგ, ჯგუფის სოლისტმა თქვა: ”ახლა ჩვენ მთელი მსოფლიო უკანალს აგვილოკავს”-ო. რა მოვლენაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 342:
შეკითხვის გვერდი →

რა გამოიგონა, ამერიკელი მწერლის ქრისტოფერ მორლის აზრით, ქალმა, რომელსაც ხშირად კოცნიდნენ შუბლში?

პასუხი >
შეკითხვა 341:
შეკითხვის გვერდი →

აინშტაინი თავმდაბლად ამბობდა საკუთარი თავის შესახებ: ”მე არავითარი ტალანტი არ გამაჩნია. მე მაქვს მხოლოდ ის, რაც ყველა ბავშვს ახასიათებს”. მაშ, რომელმა თვისებამ გახადა აინშტაინი დიდ მეცნიერად?

პასუხი >
შეკითხვა 340:
შეკითხვის გვერდი →

ვაშინგტონი, ჯეფერსონი, ლინკოლნი, ჰამილტონი, ჯექსონი, გრანტი… დაასახელეთ ამ თანმიმდევრობის მომდევნო წევრი.

პასუხი >
შეკითხვა 339:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც აინშტაინი 72 წლის გახდა, გადაწყვიტეს რომ მისი დაბადების დღეს მისთვის სურათი გადაეღოთ. რა გააკეთა ფარდობითობის თეორიის ავტორმა, როდესაც იგი კადრში მოხვდა?

პასუხი >
შეკითხვა 338:
შეკითხვის გვერდი →

ეს ყველასათვის გარგად ცნობილი სიტყვა ძველი ბერძნული წარმოშობისაა. შუა საუკუნეებში ის ლათინურ ენაში მოხვდა, იქიდან კი პოლონურში. საიდანაც რუსულში და, სავარაუდოთ, რუსულიდან ქართულ ჟარგონში. ახლა კი შეეცადეთ უპასუხოთ კითხვას, რა სიტყვას ხმარობენ პოლონელები ”დასვრილი ქაღალდის ნაგლეჯის” აღსანიშნავად?

პასუხი >
შეკითხვა 337:
შეკითხვის გვერდი →

ერთხელ დამწყებმა მეცნიერმა სთხოვა ლანდაუს ეჩუქებინა მისი სტატია რაიმე გონებამახვილური წარწერით. ლანდაუმ აიღო სტატიის ასლი და დააწერა: ”ასპირანტ შირმანს …” დაასრულეთ ეს წარწერა.

პასუხი >
შეკითხვა 336:
შეკითხვის გვერდი →

აბრაამ ლინკოლნი ამბობდა: ”თვალთმაქცი მე მაგონებს ადამიანს, რომელმაც მოკლა მშობლები და სასამართლოს თხოვს შეწყნარებას იმის საფუძველზე, რომ იგი …” დაასრულეთ ფრაზა.

პასუხი >
შეკითხვა 335:
შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ სტანისლავ ეჟი ლეცის სიტყვები: ”სიცოცხლე მავნებელია, იგი იწვევს …”

პასუხი >