შემთხვევითი შეკითხვა:

ცნობილია, რომ ძველი რომის ბაზრებზე ეს ხალხი არ არსებობდა. ლათინურად მათ უწოდებდნენ zonarius sector. ჩვენ კი მათ... განვაგრძოთ→

არმან სალაკრუ:

ეკონომია ეს არის ფულის ხარჯვის ხელოვნება ისე, რომ მისგან არანაირი სიამოვნება არ მიიღო.

შეკითხვების არქივი

54-ე გვერდი

შეკითხვა 334:
შეკითხვის გვერდი →

ამერიკელი მწერლის ერიკა ჯუნგის აზრით, საკმარისია ამას უყურო 10 წუთის განმავლობაში და სურვილი გიჩნდება გაიქცე სახლში და იგივე შენც გააკეთო. მაგრამ კიდევ 10 წუთის მერე კი იღებ მტკიცე გადაწყვეტილებას ცხოვრებაში აღარ ჩაიდინო მსგავსი რამ. მაშ რის შესახებ თქვა მან?

პასუხი >
შეკითხვა 333:
შეკითხვის გვერდი →

აშშ-ს პრეზიდენტის ბილ კლინტონის ირგვლივ ატეხილმა ბოლოდროინდელმა სკანდალებმა საკმაოდ შეარყია მისი ფინანსური მდგომარეობა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მისმა მომხრეებმა დაიწყეს ფულის შეგროვება პრეზიდენტის დაცვის ფონდისათვის. ჩვეულებრივ ისინი უგზავნიდნენ წერილებს მოსახლეობას და სთხოვდნენ დახმარებას. ხალხიც ჩვეულებრივ ან რაიმე თანხას რიცხავდა ფონდში, ანაც უპასუხოდ ტოვებდა წერილს. მაგრამ ერთ-ერთ ასეთ წერილს მოჰყვა ერთი კალიფორნიელის გაგულისებული პასუხი: ”თქვენ ალბათ სულელები ხართ, რომ ასეთი თხოვნით მე მომმართავთ”. დაასახელეთ ამ კაცის გვარი.

პასუხი >
შეკითხვა 332:
შეკითხვის გვერდი →

ყურადღებით წაიკითხეთ და არასტანდარტული აზროვნების გამოყენებით დაასრულეთ გონებამახვილი იტალიელი მწერლის იტალო ზვევოს სიტყვები: ”არსებობს სამი რამ, რაც მე ყოველთვის მავიწყდება. პირველი — ეს არის სახელები, მეორე — სახეები, …” რა თქვა ზვევომ მესამეს შესახებ?

პასუხი >
შეკითხვა 331:
შეკითხვის გვერდი →

მობილური ტელეფონები — 13000 ცალი, ქოლგები — 11000 ცალი, საფულეები — 11000 ცალი, საკრედიტო ბარათები — 10500 ცალი, ჩანთები — 9000 ცალი, გასაღებები — 8900 ცალი, სათვალეები — 7000 ცალი. ლონდონის რომელი დაწესებულება აერთიანებს ყველა ამ საგანს?

პასუხი >
შეკითხვა 330:
შეკითხვის გვერდი →

დაწერეთ ის ექვსი სიმბოლო (ქართული ვერსია არის 6 სიმბოლოიანი), რომლებიც, ლეონარდ ლივინსონის აზრით, ”ქმნიან ილუზიას, რომ თქვენ იცით გაცილებით მეტი, ვიდრე იცით სინამდვილეში”.

პასუხი >
შეკითხვა 329:
შეკითხვის გვერდი →

ერთი რუსი მეცნიერის სტატია მთავრდება შემდეგი სიტყვებით: ”ადამიანი, რომელმაც იპოვა თავისი ღმერთი, იმსახურებს პატივისცემას. თუმცა, შეიძლება უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს ის, ვინც გარისკა და დარჩა მარტო ამ სამყაროში”. დაასრულეთ ამ სტატიის პირველი წინადადება: ”მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული რელიგია არის …”

პასუხი >
შეკითხვა 328:
შეკითხვის გვერდი →

ეს იარაღი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ციხესიმაგრეების დასაცავად. ცნობილია ამ იარაღის პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენების ფაქტებიც, კერძოდ გერმანელების მიერ ინგლისელების წინააღმდეგ. რა იარაღზეა საუბარი, თუ ცნობილია, რომ მის გამო ყოველწლიურად იღუპება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე შხამიანი გველების კბენისგან?

პასუხი >
შეკითხვა 327:
შეკითხვის გვერდი →

გლენ ვილსონისა და კრის მაკლაფლინის წიგნის წინასიტყვაობაში სწერია: “ამ ენის შესწავლა არც ისე ადვილია. შეიძლება ბრწყინვალედ იცოდეთ მისი “გრამატიკა”, მაგრამ მაინც წააწყდებით მთელ რიგ სირთულეებს ამ ენის პრაქტიკაში გამოყენების დროს. ამ ენის თავისებურება მდგომარეობს იმაში რომ სიგნალების უმრავლესობის გადაცემა და მიღება ხორციელდება გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის გონებას შესწევს უნარი შეგნებულად დააფიქსიროს ისინი.” რომელ ენას ეძღვნება ეს წიგნი?

პასუხი >
შეკითხვა 326:
შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ ერთი რუსი იუმორისტის ხუმრობა: "შიდსის გავრცელების სისწრაფის გაზრდის გამო მოსკოვის სასწრაფო დახმარების მანქანები აღჭურვილი აქნებიან დამატებითი …" რით?

პასუხი >
შეკითხვა 325:
შეკითხვის გვერდი →

იმის შემდეგ, რაც მიქელანჯელომ წმინდა პეტრეს ტაძარში დაასრულა მუშაობა მადონას ფრესკაზე, ის ღამით შეუმჩნევლად შეიპარა ტაძარში. რა მიზნით?

პასუხი >