55-ე გვერდი



თურქმენეთში გავრცელებულია ტრანსპორტის 6 სახეობა: საავტომობილო, სარკინიგზო, მდინარის, საზღვაო, საჰაერო, … დაასახელეთ თურქმენეთში გავრცელებული ტრანსპორტის კიდევ ერთი სახეობა.



სამხრეთ პოლონეთში, ტატრას მთებში ცხოვრობს ეთნიკური ჯგუფი — გურალები. თუ გადავთარგმნით სიტყვას "გურალი" ქართულად, მივიღებთ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის წარმომადგენელს. როგორ იქნება ქართულად "გურალი"?



60-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს მეცნიერულ წრეებში ამბობდნენ: ”ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ გამოკვლევები ფიზიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში 20 წელიწადში ჩვენ მოგვიწევს სხვა დისციპლინის შესწავლა”. დაასახელეთ ეს დისციპლინა.



20 ავსტრიული შილინგის კუპიურაზე გამოსახულია მხატვარი დაფინგერი, 50-ზე — ზიგმუნდ ფროიდი, 100-ზე — სახელმწიფო მოღვაწე ბემ-ბავერკი, 500-ზე — არქიტექტორი ვაგნერი, 1000-ზე — ფიზიკოსი შრედინგერი. ვინ არის გამოსახული 5000-იან კუპიურაზე?



აგზავნიდნენ რა განსაკუთრებით საიდუმლო წერილს, რომაელები აუცილებლად აწერდნენ მას სტანდარტულ ფრაზას, რაც ნიშნავდა ”შენ და …” დაასახელეთ საიდუმლო წერილის მეორე ადრესატი.



ყველასათვის ცნობილია დეზინფექციის უმარტივესი მეთოდი, რომელიც ინექციის გაკეთების წინ გამოიყენება — ადგილი, სადაც უნდა გაკეთდეს ინექცია, წინასწარ ”მუშავდება” ეთილის სპირტში დასველებული ბამბით, რაც ინფექციის გადატანას ხელს უშლის. ეს დაუწერელი კანონია მთელი მსოფლიოს ექიმებისათვის. აშშ-ს ზოგიერთ შტატში, მაგალითად, ეს გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ეს თავისთავად უკვე პარადოქსია. მაშ რა შემთხვევებში წარმოადგენს ეს მარტივი ოპერაცია საკმაოდ სასაცილო პარადოქსს (პასუხი დააკონკრეტეთ)?



სად ინახება ეროტიკული ლიტერატურის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა (25400 ტომი), თუ ეს ადგილი ამგვარი ლიტერვტურის შენახვისთვის ალბათ ყველაზე უჩვეულოა?



ლევი-ბრიულმა უწოდა მათ ”ველური ადამიანის ბიბლია”. ბორხესი თვლიდა მათ ”ესტეტიკური მოღვაწეობის უძველეს ფორმად”. ტიბეტურ ბუდიზმში მათ მიიჩნევენ რთულ სამუშაოდ, რომლის შესრულება შეიძლება სპეციალური იოგის გამოყენებით. სატელევიზიო არხი MTV კი აპირებდა მათ ყიდვას მაყურებლებისაგან. დაასახელეთ ისინი.



იაპონიის ქალაქ აზიფუს ერთ-ერთი რადიოსადგური გადასცემს 24 საათიან პროგრამას, რომელსაც ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ ამ პროგრამას მათთვის დიდი სულიერი სიმშვიდე მოაქვს. რას გადასცემს რადიოსადგური?



იგი ათასი წლის წინ გამოიგონეს ეგვიპტელებმა და თავდაპირველად მხოლოდ მაღალჩინოსან პირთათვის იყო განკუთვნილი. ძველ ეგვიპტეში მას მემკვიდრეობით გადასცემდნენ შთამომავლობას. მისი თანამედროვე ვარიანტის სამშობლოდ კი საფრანგეთია მიჩნეული. დღეს იგი თითოეული ჩვენთაგანისთვის ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტია, თუმცა ზოგისთვის არც მისთვის ბრძოლაა უცხო. რა არის ეს?







