შემთხვევითი შეკითხვა:

ანეკდოტი: წარუმატებელი ფერმერი უჩვენებს სტუმრებს შეძენილ რანჩოს. – რა სახელი შეურჩიეთ რანჩოს? — დაინტერესდნენ სტუმრები. – მე მინდოდა დამერქვა ”ბარჯეი”... განვაგრძოთ→

ჰენრიკ იბსენი:

ქალი სამყაროს უძლიერესი არსებაა და მასზეა დამოკიდებული, რომ იქით წარმართოს მამაკაცის ცხოვრება, საითაც მისი წაყვანა უნდა ღმერთს.

შეკითხვების არქივი

56-ე გვერდი

შეკითხვა 314:
შეკითხვის გვერდი →

რა შეადგენს ადამიანის წონის 3%-ს, მაგრამ მოიხმარს მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 20%-ს და კალორიების 20%-ს?

პასუხი >
შეკითხვა 313:
შეკითხვის გვერდი →

პლასტმასის სათამაშოების მწარმოებელმა ცნობილმა დანიურმა ფირმამ ”ლეგო” ამ ბოლო დროს დაიწყო პლასტმასის შემადგენლობაში ბარიუმის სულფატის შეყვანა, ამ ნივთიერების ერთი თვისების გამო. რა სასარგებლო თვისება გააჩნია ამ ნივთიერებას?

პასუხი >
შეკითხვა 312:
შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ, გარკველი ტიპის თამაშებისადმი მიძღვნილ სტატიაში მოყვანილი ერთი ამერიკელის სიტყვები: ”მე სულ მალე მივხვდი: იმისათვის, რომ გამდიდრდე თამაშით, უნდა იყიდო…”

პასუხი >
შეკითხვა 311:
შეკითხვის გვერდი →

ერთხელ საღვთო სჯულის მასწავლებელმა თავის მოწაფეს ინგლისის პრინც ედუარდს სთხოვა დაესრულებინა ფრაზა: ”მეფეზე უფრო ძლიერი არის მხოლოდ…” პასუხმა გააოგნა მასწავლებელი. მაშ, რა უპასუხა პრინცმა მასწავლებელს?

პასუხი >
შეკითხვა 310:
შეკითხვის გვერდი →

ითვლება, რომ ეს გამოიგონეს ძველმა ბერძნებმა, მას მასტოდეტონი ერქვა და წარმოადგენდა მატერიის ვიწრო ზოლს. ის განავითარეს რომაელებმა, მიაღებინეს მას თანამედროვე ფორმა, დაიწყეს მისი ტყავისაგან დამზადება და სტოროფიუმი უწოდეს. ძველ ინდოეთში მას დევადასი ეწოდებოდა და ოქროთი და ძვირფასი ქვებით ამკობდნენ. დღეისათვის ის ქალების 90%-ის თეთრეულის აუცილებელი ატრიბუტია. დაასახელეთ მისი თანამეროვე სახელწოდება.

პასუხი >
შეკითხვა 309:
შეკითხვის გვერდი →

1976 წელს ამერიკელმა მოჭიდავემ მაიკლ ფარინამ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მიიღო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გაიხადა მაისური, მოიხსნა სათვალე და გამოაფურთხა საღეჭი რეზინი. რა იყო ამის მიზეზი?

პასუხი >
შეკითხვა 308:
შეკითხვის გვერდი →

ინგლისელები თვლიან, რომ ამ რუსულ ფრაზას გამართულად ვერასდიდებით ვერ გამოთქვამენ. საუკეთესო შემთხვევაში მათ გამოუვათ რაღაც, მსგავსი ინგლისური ფრაზისა ”ყვითელი ლურჯი ავტობუსი”. როგორ ჟღერს ეს რუსული ფრაზა?

პასუხი >
შეკითხვა 307:
შეკითხვის გვერდი →

მექსიკაში — ყვითელი, ბრაზილიაში — იასამნისფერი, აღმოსავლეთ აზიაში — თეთრი, ევროპაში — შავი. რა ფერებზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 306:
შეკითხვის გვერდი →

ბერლიოზი ამბობდა, რომ ეს უდიდესი მასწავლებელია. მაგრამ სამწუხაროდ ეს მასწავლებელი ყველა თავის მოსწავლეს კლავს. დაასახელეთ ეს მასწავლებელი.

პასუხი >
შეკითხვა 305:
შეკითხვის გვერდი →

ტრადიციულ იტალიურ პიცაში ცომის გარდა აუცილებლად უნდა იყოს 3 კომპონენტი: ტომატის სოუსი, ყველი ”მოცარელლა” და ოხრახუშის ფოთლები. პიცის ამ სამ კომპონენტს კულინარული მნიშვნელობის გარდა გააჩნია სიმბოლური მნიშვნელობაც. რაში მდგომარეობს ეს სიმბოლური მნიშვნელობა?

პასუხი >