შემთხვევითი შეკითხვა:

სიდნი შელდონის წიგნში “ღმერთთა წისქვილები” მოყვანილია ახლახანს მოსული დიქტატორის — იონესკოს საუბარი მზესთან: - დილა მშვიდობისა, ამხანაგო მზე! ... განვაგრძოთ→

მოლიერი:

გრამატიკა მეფის მბრძანებელიცაა.

შეკითხვების არქივი

57-ე გვერდი

შეკითხვა 304:
შეკითხვის გვერდი →

ერთი ანეკდოტის თანახმად, ჰენრი ფორდს ჰყავდა 6 საყვარელი. და ერთხელ მასთან მოვიდა ერთდროულად ექვსივე საყვარელი. თუ დავუჯერებთ ანეკტოდს, სწორედ მაშინ გამოიგონა ამ ამერიკელმა მეწარმემ ის, რაც დღესაც ფართოდ გამოიყენება და ბევრს უადვილებს შრომას. რა გამოიგონა ამ ცნობილმა ადამიანმა იმ რთულ სიტუაციაში, რომელშიც ის ჩავარდა ანეკდოტის სიუჟეტის მიხედვით?

პასუხი >
შეკითხვა 303:
შეკითხვის გვერდი →

ერთხელ ჩინეთის მცოდნეობის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელიც იმყოფებოდა ტაივანზე, გადაწყვიტა ენახა ბუდისტური მონასტერი. გზა აღმოჩნდა ძალიან დიდი და მას დილიდან საღამომდე მოუწია სიარული. როდესაც მან მიაღწია მონასტერს, ერთ-ერთმა ბერმა ის თავაზიანად შემოიპატიჟა და მათ დაიწყეს მონასტერის დათვალიერება. ერთ-ერთი კორიდორის ბოლოში სტუდენტმა შეამჩნია უცნაური მოციმციმე შუქი და რამოდენიმე ბერის სილუეტები, რომლებიც ისხდნენ იატაკზე. ”ალბათ ლოცულობენ”, — იფიქრა სტუდენტმა. რას აკეთებდნენ ბერები სინამდვილეში?

პასუხი >
შეკითხვა 302:
შეკითხვის გვერდი →

მისი დიზაინ-პროექტი, რომელიც დღემდე თითქმის არ შეცვლილა, დახატა რუსმა ემიგრანტმა სერგეი მაკრონოვსკიმ ჯერ კიდევ 30-იან წლებში. მასვე ეკუთვნის მის დიზაინში მსოფლიო წესრიგის მასონური სიმბოლოს გამოყენების იდეა. თავის სახელწოდებაში ის შეიცავს თავისი ქართველი ”კოლეგის” სახელს. დაასახელეთ ის.

პასუხი >
შეკითხვა 301:
შეკითხვის გვერდი →

1974 წლის გაზაფხულში ერთი ევროპელი არქიტექტორი და დიზაინერი მუშაობდა პრინციპულად ახალი არქიტექტორული კონსტრუქციის შექმნაზე, რისთვისაც მან დაამზადა სპეციალური მაკეტი. თავისი ვიწრო-პროფესიული პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობის დროს მან აღმოაჩინა, რომ კონსტრუქციის ცალკეული ნაწილების ფორმის შეცვლის შემდეგ მათი დაბრუნება საწყის მდგომარეობაში ძალიან ძნელია… 1975 წლის იანვარში ამ არქიტექტორმა დააპატენტა თავისი ახალი გამოგონება. დაასახელეთ არქიტექტორის გვარი.

პასუხი >
შეკითხვა 300:
შეკითხვის გვერდი →

ერთხელ რუსეთის ერთ-ერთი ტელეარხის გადაცემაში ”ასი ერთთან” მოიყვანეს ერთი საინტერესო გამოკითხვის შედეგები. მოსკოველებს უნდა დაესახელებინათ მათთვის ყველაზე ცნობილი ქართული სიტყვა. ყველაზე პოპულარულ ქართულ სიტყვებს შორის აღმოჩნდა სიტყვები: ქინძმარაული, გამარჯობა, ჩახოხბილი, გენაცვალე, წინანდალი. მეექვსე ადგილზე გავიდა სიტყვა, რომელიც შედგება 3 ასოსგან. დაასახელეთ ეს სიტყვა.

პასუხი >
შეკითხვა 299:
შეკითხვის გვერდი →

მისი გამართულად ფუნქციონირება აუცილებელია ჩვენს მიერ სამყაროს სრულყოფილად აღთქმისათვის, მას სხვებისაგან განსხვავებით საკუთარი ზომის ათჯერ შეცვლა შეუძლია, ხოლო მისი მუშაობის პრინციპის მქონე ტექნიკის საშუალებით შექმნილ პროდუქციას ყოველდღიურად ხვდება თვითოეული ჩვენთაგანი. რა არის ეს?

პასუხი >
შეკითხვა 298:
შეკითხვის გვერდი →

ტონგას კუნძულებზე ჯეიმს კუკი მიიღეს ძალიან მეგობრულად, რისთვისაც კაპიტანმა მიართვა ტონგელების ბელადს სუვენირი, რომელიც მან გალაპაგოსის კუნძულებზე იპოვა. სუვენირი აყვანილ იქნა ბელადის დონემდე, მას სახელად ტუი-მალილა უწოდეს და ის დღემდე კარგად გრძნობს თავს. რა აჩუქა კუკმა ბელადს?

პასუხი >
შეკითხვა 297:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც ზევსმა გაიგო, რომ პრომეთემ ადამიანებს მოუტანა ცეცხლი და ამით გააბედნიერა ისინი, მასში იფეთქა ხალხისადმი სიძულვილმა და გადაწყვიტა მათთვის მოევლინა ყოველგვარი უბედურება. მან გამოგზავნა შავი ყუთი. ყუთიდან ამოფრინდა ტანჯვა, ქურდობა, ძარცვა, სიკვდილი და სხვა უბედურება. თავზარი ეცათ ამის შემყურეთ და უცებ დახურეს ყუთი. იქიდან კი ხმა შემოესმათ: ”ამომიშვით, რომ უბედურებაში განუგეშოთ”. ისევ გასნეს ყუთი და ამოუშვეს ისიც, ვინც თავისუფლებას ითხოვდა. ლეგენდის თანახმად, რა ამოვიდა ყუთიდან?

პასუხი >
შეკითხვა 296:
შეკითხვის გვერდი →

მის გამო ყოველწლიურად 50 იაპონელი კარგავს მხედველობას, ბევრს უზიანდება ლოყები და ენები. სინამდვილეში კი ის საერთოდ არ არის სახიფათო და ყოველი ჩვენთაგანი იყენებს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა არის ეს?

პასუხი >
შეკითხვა 295:
შეკითხვის გვერდი →

10-15 წლის წინ დასავლეთის ერთ-ერთი სატელეფონო კომპანია დადგა პრობლემის წინაშე: ტარიფის გაუზრდელად როგორ მიეღწიათ, რომ ხალხს ცოტა ხნით ელაპარაკა სატელეფონო ჯიხურებიდან. როგორ გადაწყვიტეს მათ ეს პრობლემა?

პასუხი >